ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 1 პირი გარდაიცვალა.
როგორც “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, მაია ქუტიძემ განუცხადა, გარდაცვლილი მამაკაცია.
ინფიცირებული პიროვნება სამკურნალოდ ბათუმში იყო გადაყვანილი.
სულ ოზურგეთში კორონავირუსის 2733 შემთხვევევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 2571, ხოლო გარდაცვლილია 24.