ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის, VI-1 კლასის მოსწავლემ თენგო თოიძემ ,,მაია ჩიბურდანიძის ონლაინ კლუბის თებერვლის გრან–პრი” –ის ტურნირზე სანუკვარი გამარჯვება მოიპოვა – ის პირველ ადგილზე გავიდა.
თენგო თოიძე დიდი ხანია, ჭადრაკს თამაშობს და თავის ასაკში არაერთხელ მოიპოვა სერიოზული წარმატება.
„გურია ნიუსი“ ულოცავს თენგოს და კვლავ დიდ წარმატებებს უსურვებს.