78 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი – პარლამენტმა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დარღვევებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა.
შესაბამისი დადგენილება, რომელიც ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა, საგამოძიებო კომისია სამი თვის ვადით შეიქმნა.
დადგენილების მიღებიდან 3-დღის ვადაში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები უნდა განსაზღვროს და დასამტკიცებლად ბიუროს წარუდგინოს.
აღსანიშნავია, რომ რეგლამენტის გათვალისწინებით, დროებით საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციონერი დეპუტატები რაოდენობრივად ან უმრავლესობის წევრებზე მეტნი უნდა იყვნენ და წარმოდგენილნი იყვნენ თანაბარ-თანაბარი რაოდენობით.
კენჭისყრაზე რეგისტრაცია 85 დეპუტატმა გაიარა.