საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილის განცხადებით, მომღერალ ზურა დოიჯაშვილს საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ.
სამოქალაქო პანაშვიდი 24 თებერვალს, ანჩისხატის ტაძარში, 15:00 საათიდან დაიწყება. დოიჯაშვილს 25 თებერვალს, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ცნობისთვის, მომღერალი 14 თებერვალს გარდაიცვალა. დოიჯაშვილი მძიმე დაავადებას ებრძოდა.