,,თუ ისინი ვერ შეძლებენ, რომ დემოკრატია აამუშაონ ახლა, ისინი დაკარგავენ თავის შესაძლებლობას შეუერთდნენ ევროატლანტიკურ ინსტიტუციებს“ – ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტში გამართულ მოსმენაზე, საქართველოში “დემოკრატიის განმტკიცებაზე” – სენატორმა ჯიმ რიშმა განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველი პარტია “ქართული ოცნება” ატარებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, რომ გამოიყვანოს ქვეყანა კრიზისიდან.
ასევე ჯიმ რიშმა აღნიშნა, რომ კონფლიქტი საქართველოს ვნებს და კარს უხსნის მხოლოდ რუსეთს.
“პასუხისმგებლობა არსებულ კრიზისზე, რომლის წინაშეც საქართველოა, მოდის რამდენიმეწლიანი გაზრდილი დაძაბულობისა და ჩავარდნილი რეფორმების კულმინაციაზე, რაც მჯერა, რომ ნაწილდება ყველა მხარეზე. პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გაიაზრონ მათი მოვალეობა ქვეყნის წინაშე და დაძლიონ ეს უთანხმოება. მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მმართველი პარტია “ქართული ოცნება” ატარებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, რათა გამოიყვანოს საქართველო ამ კრიზისიდან. ეს კონფლიქტი მხოლოდ ვნებს ქვეყანას და მის ხალხს და უხსნის კარებს რუსეთს.
მე ვიცი, რომ ჩვენი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და მისი გუნდი დაუღალავად მუშაობენ, რათა ფასილიტაცია გაუწიონ გამოსავალს, რომელიც მოლაპარაკების გზით იქნება მიღწეული პარტიებს შორის და მოხარული ვარ მათ მიერ გაწეული ძალისხმევით. მე მოვუწოდებ მათ,რომ განაგრძონ ეს პროცესი და ცალსახად მოვუწოდებ “ქართულ ოცნებას” და ხელისუფლებას, რომ მოილაპარაკონ და გაიარონ ეს ეტაპი. საქართველო არის კრიტიკულ მომენტში. თუ ისინი ვერ შეძლებენ, რომ დემოკრატია აამუშაონ ახლა, არ ვიცი, მაშინ როდის შეძლებენ. ისინი დაკარგავენ თავის შესაძლებლობას შეუერთდნენ ევროატლანტიკურ ინსტიტუციებს. საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა მოილაპარაკონ, რათა დაასრულონ არსებული კრიზისი და შეთანხმდნენ საჭირო რეფორმებზე, რათა გააუმჯობესონ საქართველოს მომავალი” – განაცხადა სენატორმა ჯიმ რიშმა.