92 წლის კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.
“ეს მართლა იშვიათი შემთხვევაა, როცა შემიძლია, თავს უფლება მივცე, რომ მოგიწოდოთ – აუცილებლად უნდა ავიცრათ ყველა, თუ გვინდა, რომ უბრალოდ გადავრჩეთ, თუ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩეს, ჩვენი ახლობლები, თუ გვინდა, რომ უბრალოდ კარგად ვიყოთ”, – თქვა ღოღობერიძემ აცრის შემდეგ.
ცნობისთვის, 92 წლის კინორეჟისორმა „ფაიზერის“ ვაქცინა გაიკეთა.