გასული 24 საათის განმავლობაში ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირების შედეგად კი 1 ადამიანი გარდაიცვალა.
„გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგმა, ელზა სიმონიშვილმა განუცხადა, რომ გარდაცვლილი სოფელ შრომის მცხოვრები მამაკაცია.
ის სამკურნალოდ ბათუმში იყო გადაყვანილი.
სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია კორონავირუსით ინფიცირების 3591 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 3453 ადამიანი, გარდაცვლილია 37.
რაც შეეხება სოფელ შრომაში არსებულ ეპიდვითარებას, სასწავლო პროცესზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა, ხოლო ბლოკპოსტი ისევ რჩება.