უკრაინასთან სრულმასშტაბიანი ომის გაგრძელების ღია მომხრე რუსეთში მხოლოდ ორი ადამიანია – ინფორმაციას უკრაინული მედია, УНІАН უკრაინის დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
“რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის შიგნით დიდი პრობლემები დაიწყო. რეალურად ახლა მხოლოდ ორი ადამიანია, ვინც პირდაპირ არის ომის გაგრძელების მომხრე. ყველა დანარჩენი ცდილობს მის შეჩერებას”, – აღნიშნა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა.