როდესაც გერმანელმა კომპოზიტორმა კარლ მარია ფონ ვებერმა დაამთავრა თავისი ოპერის – “თავისუფალი მსროლელის” პარტიტურა, გაგზავნა ბეთჰოვენთან, რადგან მის აზრს დიდად აფასებდა.
ბეთჰოვენი გაეცნო პარტიტურას და დაუბრუნა ავტორს მოკლე დასკვნით: “გირჩევთ, ნუღარ დაწერთ ოპერას”.
ვებერი ღრმად შეურაცხყოფილი დარჩა ასეთი შეფასებით.
რამდენიმე ხნის შემდეგ, ბეთჰოვენთან შეხვედრისას, ის შეეკითხა მას: ნუთუ ასეთი სუსტი და უმწეო იყო მისი ოპერა?
– რას ბრძანებთ, – უპასუხა ბეთჰოვენმა, – პირიქით, თქვენი ოპერის მუსიკა მე მიმაჩნია იმდენად სრულყოფილად, რომ ვერც კი წარმომიდგენია მეორე, უფრო სრულყოფილი ოპერის შექმნა. მხოლოდ ამიტომ გავბედე, მომეცა რჩევა.
ავტორი