ჩოხატაურში უამინდობამ პრობლემები შექმნა.
“ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა დააზიანა 50-მდე საცხოვრებელი სახლის სახურავი, ჩამოიშალა სახლების კედელები, დაზიანდა ნოდარ დუმბაძისა და ნიკო მარის სახლ-მუზეუმების სახურავები. 7 სოფელში ელექტროენერგიის მიწოდება არის შეზღუდული. „ენერგო პროს“ ჯგუფი მობილიზებულია და ეტაპობრივად ყველა სოფელში აღდგება ელექტროენერგია.
შესაბამისი კომისია ადგილზე ეცნობა ვითარებას, მიმდინარეობს ზარალის აღწერა”, _ გვითხრა მუნიციპალიტეტის მერმს დავით შარაშიძემ.