“ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება”,_ ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” განცხადებაშია ნათქვამი.
“შექმნილი პოლიტიკური და სამართლებრივი კრიზისიდან გამოსვლის მიზნით, აუცილებელია, გათავისუფლდეს ყველა უკანონოდ დაკავებული მოქალაქე და შეწყდეს მათ წინააღმდეგ არსებული საქმეები. ასევე, კანონის შესაბამისად დაისაჯოს ყველა, ვინც მონაწილეობას იღებდა მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევის ორგანიზებასა და აღსრულებაში. აუცილებელია დაინიშნოს საქართველოს პარლამენტის ახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს რეალურად დამოუკიდებელი და პოლიტიკური პარტიების მიერ კონსენსუსით შერჩეული ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია”,_ ნათქვამია განცხადებაში.