გიორგი ჩაკვეტაძე ბაჰრეინთან მატჩს გამოტოვებს,_ ამის შესახებ ინფორმაციას 𝐆𝐄𝐎 𝐓𝐄𝐀𝐌 ავრცელებს.
𝐆𝐄𝐎 𝐓𝐄𝐀𝐌-ის ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძე მძიმე ტრავმას გადაურჩა და მხოლოდ 3-4 დღით დაისვენებს.
ჩაკვემ რუმინელ ფეხბურთელთან შეჯახების დროს ფეხი დაიზიანა, მორტყმულ ადგილას კი დაბეჟილობაა.
სანაკრებო შეკრება გიორგი ჩაკვეტაძისთვის დასრულდა, თუმცა 3-4 დღეში ვარჯიშის განახლებას შეძლებს.
საქართველოს ეროვნული გუნდი შემდეგ ამხანაგურ მატჩს 5 ივნისს ბაჰრეინის წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.





































































