რიკოთზე ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა.
“ინფო იმერეთის” ინფორმაციით, თვითმხილველები ამბობენ, რომ ავტომობილი ბეტონის ჯებირს დაეჯახა.
დაღუპულია 2 ადამიანი.
“საშინელი ტრაგედია მოხდა. ყველა გამვლელ-გამომვლელი შოკში ვართ. უბედურება ტრიალებდა”, – აცხადებს თვითმხილველი.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია.
როგორც “ინფო იმერეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.

































































