https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

    ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს – ლიკვიდირებულია ახალგაზრდა მამაკაცი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

    ლავროვი: რუსეთს ომი არ სურს, მაგრამ ევროპასთან საომრად მზადაა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

    ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს – ლიკვიდირებულია ახალგაზრდა მამაკაცი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

    ლავროვი: რუსეთს ომი არ სურს, მაგრამ ევროპასთან საომრად მზადაა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“აკეთის ცაზე ილონ მასკის სტარლინკი ფრინავს, ქვემოთ კი არც წყალი და არც გზა არ გვაქვს!”

20:29; 18.01.2024
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ის, რომ  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 11 სოფელი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებდა, საქართველოს წყალმომარაგების კომპანიამ ჯერ კიდევ 2022 წლის აპრილის თვის დასაწყისში დააანონსა. კომპანიამ მაშინ გაავრცელა ინფორმაცია, ამ   11 სოფლის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის საპროექტო სამუშაოების მიმდინარეობის თაობაზე,  რომლის დასრულების შემდეგაც დაიწყებოდა მშენებლობა.

კომპანიისვე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ლანჩხუთის სოფლებში: წყალწმინდაში, ომფარეთში, ღრმაღელეში, წიაღობანში, ბაღლეფში, ჯურუყვეთში, ეწერსა და აკეთის ადმინისტრაციული ერთეულში (ქვემო აკეთში, ჭანჭათში, გაგურში, ზემო აკეთში) მოეწყობოდა წყლის ახალი სათავე ნაგებობა, რეზერვუარები და  მაგისტრალური ქსელი.

როგორც მაშინ ითქვა, ზემოთ ნახსენები  სამუშაოების გასახორციელებლად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 22 მლნ ლარამდე გაიხარჯებოდა. პროექტის დასრულება კი 2023 წელის ზაფხულის სეზონზე იყო დაგეგმილი.

“შედეგად, ლანჩხუთის 11 სოფლის მოსახლეობა  უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს”, _ განმარტავდნენ მაშინ წყალმომარაგების კომპანიაში.

თუმცა, ირკვევა, რომ კომპანიამ გაცემული პირობა დათქმულ დროში  ვერ შეასრულა და მოსახლეობა ამ დრომდე ვერ სარგებლობს  უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგებით, რაც აკეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გულისწყრომის მიზეზი შეიქნა და მათი ნაწილი თემში დაგროვილ პრობლემებზე  ხმამაღლა საუბარს ამჯობინებს.

“გამოდით, ჭანჭათლებო, გაგურლებო,ზემო აკეთლებო, ქვემო აკეთლებო… აზრის დაფიქსირება ასე რთულია?! ყოველთვის ის უნდა ვიძახოთ, რომ არაფერი გამოვა?!” _ აკეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას ფეისბუქჯგუფის _ “აკეთის განვითარებისთვის”  საშუალებით მიმართავს ჯგუფის ადმინისტრატორი, ანა მორჩილაძე, რომელიც  აკეთის თემში სარეაბილიტაციო სამუშაოების შეჩერებას ხმამაღლა აპროტესტებს და შესაბამისი უწყებებისგან ითხოვს ზუსტ თარიღს, თუ როდის განახლდება შესაბამისი  სამუშაოები.

მისი ინფორმაციით, არაერთი დაპირების მიუხედავად,  სამუშაოები არ განახლებულა და აქაურ მოსახლეობას გაუსაძლის ყოფაში უწევს ცხოვრება.

“ზამთარშიც აღარაა წყალი! დაშრა, ბატონო, წინაპრების დატოვებული “ბასეინები”. რამდენ წელიწადს გვემსახურა ერთგულად. წყლის გარეშე როგორ უნდა იარსებოს ადამიანმა?! ზაფხულში ვიცი, საერთოდ გაუსაძლისი იქნება”, _ ანა მორჩილაძის მიერ ფეისბუქში გამოქვეყნებულ  პოსტს ეხმაურება აკეთის მკვიდრი მაიკო სამსონია.

იმის გასარკვევად, თუ რა ეტაპზეა წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები, “გურია ნიუსმა” გასული წლის 15 დეკემბერს  შპს “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას” ოფიციალურად მიმართა; კარგა ხანია, საჯარო სამსახურებსა და სერვისების გამწევ კომპანიებში თვლიან, რომ ნებისმიერ საკითხზე ინფორმაცია წერილობით, ოფიციალურად უნდა გამოითხოვოს მოქალაქემ, ჟურნალისტმა. ეს ცხადია, ოპერატიულად მუშაობას ძალიან გვირთულებს, თუმცა, ამ ამბავში კარგი ის იყო, რომ 29 დეკემბერს უკვე პასუხი მივიღეთ _ სამწუხაროდ, პასუხის მიღებაც იშვიათობა გახლავთ კარგა ხანია. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საპასუხო წერილში გაგვიმარტეს, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მოცემულ მომენტში ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული სამი პროექტი,

“კერძოდ: 1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, ჯურუყვეთის თემის სოფლების წყალმომარაგების სისტემის მოწყობა _ რეაბილიტაციის საპროექტო _ სამშენებლო სამუშაოები. 2. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, ღრმაღელის თემის სოფლებისა და სოფელ წიაღობნის წყალმომარაგების სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები. 3. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის აკეთის თემის სოფლების წყალმომარაგების სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები. გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 7-8 სექტემბერს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად, მნიშვნელოვნად დაზიანდა პროექტ(ებ)ის ფარგლებში მოწყობილი წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს როგორც, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები, ასევე პროექტ(ებ)ის ფარგლებში შესასრულებელი სამშენებლო სამუშაოები. დღეისთვის, პროექტ(ებ)ის ფარგლებში შესრულებულია სამშენებლო სამუშაოების 80-90%”.

ანუ რა გამოდის? პროექტის დასრულების დაგვიანებით შეწუხებული მოსახლეობა ცდება და სამუშაოები თითქმის დასრულებულია, თან, ოფიციალური პირების თქმითაც კი, წყალსადენის დაქსელვის არარსებობა გზების მოწყობას ხელს უშლის! კომპანია თვლის, რომ ახლადმოწყობილი ინფრასტრუქტურა უკვე დაზიანდა გურიაში ხანგრძლივი წვიმებით გამოწვეული მეწყერული პროცესების დროს?!

უწყლობასთან ერთად, აკეთის თემის მოსახლეობისთვის უგზოობაც თანაბარმნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.  მით უმეტეს, რომ ეს პრობლემა აქ დიდი ხანია არსებობს და წყლის გაყვანის სამუშაოების შედეგად,  არსებული გზის საფარი კიდევ უფრო დაზიანდა და მდგომარეობაც შესაბამისად გართულდა.

საქმე ისაა, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ შუხუთიდან სოფელ გაგურის ცენტრამდე 8-კილომეტრიანი გზა მოეწყო, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროს სრული დაფინანსებით გახორციელდა და  მისი სრული ღირებულება 4 მილიონ 200 ათასი ლარით განისაზღვრა. სამუშაოებს კი კომპანია “ახალი გზა” აწარმოებდა. საგულისხმოა, რომ საჯარო რეესტრში ამ სახელწოდების არაერთი კომპანია ფიქსირდება. კონკრეტულად რომელი, სამწუხაროდ, ამის გარკვევა სოფლის მაჟორიტარ დეპუტატთან  ვერ შევძელით.

“ეს გზა მნიშვნელოვანია მთლიანად მუნიციპალიტეტისთვის, რადგან ის არა მარტო ამ ორ სოფელს აკავშირებს ერთმანეთთან, არამედ ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებთან  დამაკავშირებელიცაა”, _ თქვა ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა ტვ “რუსთავის” ეთერში, სამუშაოების მიმდინარეობის ადგილზე მონახულებისას.

მოსახლეობის თქმით, ლანჩხუთის მერის ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აკეთის თემის ცენტრალური გზა უნდა შეუერთდეს ზომლეთის და ნაგომრის დამაკავშირებელ ხიდებს. მათი  ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლებისგან  მიიღეს პირობა, რომ სოფელ გაგურის ცენტრში შეწყვეტილი სამუშაოები გაგრძელდებოდა ნაგომრისა და ზომლეთის მიმართულებით.  თუმცა, ამბობენ, რომ ამ  არაერთი დაპირების მიუხედავად,  სამუშაოები არ განახლებულა და აქაურ მოსახლეობას კვლავაც გაუსაძლის ყოფაში უწევს ცხოვრება.

მტვრის ან ტალახის, გაძნელებული გადაადგილების გარდა, უგზოობას ტრაგიკული შედეგიც მოჰყვება _ ვერ იღებენ სამედიცინო დახმარებას, გაძნელებულია უკანასკნელი პატივის მიგება გარდაცვლილისთვის _ ჭანჭათში გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცის გამოსვენება ოჯახს ტრაქტორით მოუხდა!

აკეთში არსებული პრობლემების წინ წამოწევას განსაკუთრებით ახალგაზრდები ცდილობენ და ღიად საუბრობენ მათზე, შედეგის ვერმიღწევის შემთხვევაში კი, საპროტესტო აქციების დაგეგმვასაც  არ გამორიცხავენ:

“აკეთის თემის მოსახლეობა უკვე მრავალი წელია ითხოვს ელემენტარული პირობების დაკმაყოფილებას _ გზისა და წყლის პროექტების გახორციელებას. სამწუხაროა, რომ 21-საუკუნეში ისევ ამ პრობლემების შესახებ გვიწევს საუბარი, თუმცა, სხვა გზა არ არის. ის, რომ ამ მხრივ გარკვეული წინსვლა არის აკეთში, ეს უკავშირდება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებს. საგანგებოდ ამ არჩევნების წინ, ჩვენ, ოთხივე სოფლის ახალგაზრდებმა შევქმენით ორგანიზაცია, ჩავატარეთ მასშტაბური კამპანია, ფეხით შემოვიარეთ სოფლები, შევაგროვეთ ხელმოწერები.  მოსახლეობა ითხოვდა უწყლობისა და უგზოობის პრობლემების აღმოფხვრას.

ეს განცხადება ჩვენ მაშინ  დავარეგისტრირეთ მერიაში და დავიმუქრეთ, რომ თუ არ იქნებოდა ხელშესახები, წინგადაგმული ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან, დავიწყებდით არჩევნების ბოიკოტირებისთვის მზადებას. როგორც კი ეს ინფორმაცია გაჟღერდა, ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან იყო ჩვენი ორგანიზაციის დისკრედიტაციის მცდელობა. იყო მუქარა, რომ გვიჩივლებდნენ სადღაც, თითქოსდა პოლიტიკურ პროცესებში ვიყავით ჩართულები. მოკლედ, ფაქტი დარჩა ფაქტად და ჩვენ არჩევნებამდეც და მის შემდეგაც ღიად ვსაუბრობთ  არსებულ პრობლემებზე.

საკრებულოს ერთ-ერთ  სხდომაზე გავშალეთ ბანერი წარწერით _ “აკეთი ითხოვს წყალს და გზას!” ამის შემდეგ უკვე პროცესებმა წინ წაიწია და ერთ-ერთ მონაკვეთზე დაიგო ასფალტი, რასაც მივესალმებით, თუმცა, ამის შემდეგ, პროცესი ისევ გაჩერდა. ამის გამო, ჩვენ ხელახლა გავააქტიურეთ ეს თემა და ფეისბუქჯგუფში “აკეთის განვითარებისთვის” პრობლემების თაობაზე ხშირად ვწერთ. სწორედ ამ ჯგუფის საშუალებით მივაწვდინეთ ჩვენი ხმა ხელისუფლებას, მოსახლეობას და საკითხი ისევ აქტუალური გახდა.

ძალიან მარტივი კითხვა დავსვით _ რატომ გაჩერდა წყლისა და გზის დაწყებული პროექტები? ადგილობრივი ხელისუფლებისგან კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ. თუ შედეგი არ იქნა ჩვენ ისევ მოგვიწევს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რადგან მხოლოდ ამან გამოიღო შედეგი”, _ ამბობს “გურია ნიუსთან” საუბარში ახალგაზრდა აქტივისტი აკეთიდან  გიორგი მორჩილაძე.

“უამრავი შემდეგი კვირა გავიდა მეგობრებო… წყლის და გზის პროექტები გაყინულია… არავითარი ხალხზე ზრუნვა არ ეტყობა ჩემს თემს…

ჩვენ,  ვისაც გვიყვარს ჩვენი სოფელი არ გვცალია პოლიტიკისთვის… თანამდებობები მუდმივი არაა…მიდიან, იცვლებიან, ნაცვლდებიან და ა.შ….აი,  ხალხისთვის არასოდეს არავინ არ არის… ჩვენ გვინდა საქმე…წინსვლა… განვითარება…

ასეთი ერთიანი თემი მე არ მინახავს… რამდენიც გინდათ იმდენი გადარეკეთ, გადმორეკეთ, ააღებინეთ პოსტები ვისაც გინდათ…

სულ რამდენიმე დღე გავიდა,  რაც შეგვპირდით, რომ განახლდებოდა სამუშაოები… ერთი კვირა იმუშავა მუშებმა ამდენი ხნის განმავლობაში ამას ეძახით თქვენ საქმეს? სად არის წყალი?!

სად არის გზა?! ამ პოსტზე ვითხოვ პასუხს _ ზუსტ თარიღს როდის განახლდება სამუშაოები…

ეს სცენარი გავლილი გვაქვს უამრავჯერ… ტრაქტორით გაჰყავთ მიცვალებული სამუდამო განსასვენებლამდე…

არ გრცხვენიათ, ხალხო? გამოდით ახლა და გაბედეთ, მითხრათ, რომ ხალხი შემყავს შეცდომაში!!!!!!!

როდის გჭირდებით, როცა გინდათ, რომ სკამი არ გაცივდეს? ნუ გადააყოლებთ დროებით კაპიკებს ხალხის სიყვარულს…

ნუ გამომეხმაურებით აქ ისეთები, სიტყვას სიტყვაზე რომ ვერ აბამთ და საკუთარ განცხადებებში მწარედ იჭრებით”… _ წერენ ჯგუფში “აკეთის განვითარებისთვის”.

“ამ ჯგუფის დარეპორტებას ვინც შეეცდება, მერწმუნეთ, აღდგება რამდენჯერაც წაიშლება… ტყუილად ნუ იწვალებთ…” _ დაწერა ფეისბუქჯგუფის  “აკეთის განვითარებისთვის”  ადმინისტრატორმა ცხრა დეკემბერს სოციალურ ქსელში, რასაც მოქალაქეთა არაერთი გამოხმაურება მოჰყვა: “როგორც ხდება, ზოგადად, საქართველოში ტენდერით გამოყოფილი თანხა შეჭამეს და ახლა ვერ ამთავრებენ _ ესა მთელი ფილოსოფია.

ხალხი არ ჰკიდიათ?!  გზაც მოგვიგდეს ნაწყვეტად.  შენ ოჯახაშენებულო, რომელიღაც ტრასასთან მაინც დაგეკავშირებინა ან ზომლეთის ან ნაგომრის,  რა უბედურებაა გაგურში გაჩერება, მაგრამ ეს სჭირდებათ. არჩევნებია 24-ში და მერე ხომ უნდა დაგვპირდნენ რამეს,  რომ მოგვატყუონ?!  ესაა ჩვენი რეალური ცხოვრება. ასე თუ გაგრძელდა, ხალხი არ დარჩება სოფელში. ეს უნდათ მათ და მერე გზა-კვალიც არავის დასჭირდება”.

კუკური სალუქვაძე: “გზის და წყლის დამთავრება საარჩევნო ბიულეტენების მიმართულებაზეა დამოკიდებული. სოფელი იღებს დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ნუთუ, ამ ფულით მდინარე სუფსაზე მდებარე ხიდის ასფალტირება არ შეიძლება? ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია! გთხოვთ, აკეთის თემის მცხოვრებლებს, მოვითხოვოთ გადაუდებელი რემონტი ხიდის თუ არა, პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით”.

ზურა კალანდარიშვილი: “ძალიან სასაცილოდ ჟღერს პატრონიან სოფლად მოხსენიება აკეთის თემის. 21-ე საუკუნეში წყალსა და გზაზე ლაპარაკი საერთოდ არ უნდა იყოს, უბრალოდ, სირცხვილია! ცივილური სამყარო ვითარდება და ჩვენ რატომ უნდა ვგავდეთ მაინდამაინც ტაგანროგს?!.. აკეთის ცაზე ილონ მასკის სტარლინკი ფრინავს, ქვემოთ კი არც წყალი და არც გზა არ გვაქვს”.

“ძმა მომიკლა უგზოობამ!” _ დაწერა სოციალური ქსელში ქალბატონმა, რომელიც  სოფელ ჭანჭათში მომხდარ ამბავს ეხმიანება.

გარდაცვლილის დის, მაგული თავართქილაძის კომენტარი ფეისბუქჯგუფში “აკეთის განვითარებისთვის” იმ პოლემიკას მოჰყვა, სადაც ადგილობრივი მცხოვრები მთვარე მელუა საჯაროდ უხდიდა მადლობას მთავრობას იმ სიკეთეებისთვის, რაც ჭანჭათს აქვს.

“რას გადაეკიდე ამ ჭანჭათს, რა ხდება. თქვენ რამე გაგიკეთებიათ ჩვენი სოფლისთვის? ისეთი რაღაცეები კეთდება, რომ ვერ წარმოვიდგენდი ჩემს უბანში. მადლობა და კიდევ მადლობა ჩვენს მთავრობას. მრავალი კარგი გეკეთებინოთ ჩვენს სოფელში”, _ დაწერა მელუამ ჯგუფის ადმინისტრატორის ანა მორჩილაძის მისამართით, რომელიც კომპეტენტური პირებისგან აქტიურად ითხოვს იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც ჭანჭათში და ზოგადად, აკეთის თემში მცხოვრებლებს აწუხებთ.

“დიახ, ადამიანი 20 ნოემბერს ცუდად იყო. სასწრაფო სანამ მოვიდა, ფეხით მოუწიათ თემიდან მოსვლა, ამასობაში გარდაიცვალა. ეს ჩემი ძმა იყო. ეს უგზოობამ გამოიწვია. მანამდე 6 თვე 85 წლის ქალბატონი ცხოვრობდა ჩემთან ერთად, ავადმყოფი. 10-ჯერ დაურეკა გამგეობას გზაი არ ვარგა, სასწრაფო რომ დამჭირდეს აქ ვერ ამოდისო. ვინ გეიგონა?! არავინ! გადათხარენ გზები. რას ეძებენ, რას ფუნგავენ, მაგენის გაკეთებული არც გზაა და არც წყალი. ძმა მომიკლა უგზოობამ”, _ დაწერა მაგული (ნანული) თავართქილაძემ.

მოქალაქეთა მიერ  გაჟღერებულ საყვედურებსა და შენიშვნებს ფეისბუქისვე საშუალებით უპასუხა მერის წარმომადგენელმა აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ზურა ჩხაიძემ და გაავრცელა  ოთხპუნქტიანი გეგმა აკეთის თემში, ცხრა დეკემბრის მონაცემებით,  მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების თაობაზე: “1. ერთი ჯგუფი მუშაობს  ჭანჭათში “ჩიჩუების” უბანში. სამუშაოები სრულდება მძიმე ტექნიკით, “კოდალას” მეშვეობით.  2. მეორე ჯგუფი მუშაობს ქვემო აკეთში, მჟავანაძეებისა და გეგიძეების უბანში, ასევე ქვემო აკეთში გოგელიების უბანში მიმდინარეობს ნაპირსამაგრი სამუშაოები, კეთდება ე.წ. “გაბიონი” 100-მეტრიანი, სამსართულიანი. სამუშაოებს ასრულებს კომპანია “პალადა”.  3. აქტიურად მიმდინარეობს ბაგა-ბაღის მშენებლობა. 4. ეტაპობრივად დაიწყება გზების მოწესრიგება”.

შპს “პალადა” ბაზარზე საკმაოდ მსხვილი მოთამაშეა და რაც მთავარია,  მაღალი კონკურენციის პირობებში იგებს ტენდერებს companyinfo.ge-ს მონაცემებით, საშუალოდ, 6,7 ფირმა მონაწილეობს ამ შესყიდვებში). გაუგებრობებს და ბევრ ეჭვს კი  ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მოსახლეობისთვის მიწოდებული მწირი ინფორმაცია იწვევს. ამ შემთხვევაშიც, არ ჩანს, კონკრეტულად გაბიონებს აკეთებს შპს “პალადა” თუ სამივე ლოკაციაზე მუშაობს. ან რატომ გახდა აუცილებელი ამ სამუშაოების გახორციელება, რა ჯდება ეს ინფრასტრუქტურული პროექტები და ასე შემდეგ, რის ცოდნის უფლებაც ნებისმიერ მოქალაქეს აქვს.

ლანჩხუთის მერიაში არ ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ  წყალმომარაგების პროექტის მიმდინარეობა შეჩერებულია. მათი მტკიცებით, ამ კუთხით სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. რაც შეეხება გზის საფარის მოწესრიგებას, ეს პროცესი, უწყების განმარტებით,  როგორც ზემოთ ვწერდით, წყლის დაქსელვითი სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება:

“წყალმომარაგების პროექტი აქტიურად მიმდინარეობს სოფელ აკეთში. ამ დროისთვის შესაბამისი ტექნიკა მუშაობს ჭანჭათის უბანში, რაც შეეხება გზის რეაბილიტაციას, ამ კუთხით სამუშაოები დაიწყება მას შემდეგ, როგორც კი წყალმომარაგების საკითხი აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში  სრულად მოგვარდება და დასრულდება წყლის დაქსელვის სამუშაოები”, _ მოგვწერა მერიის პიარმა ჩვენი კითხვებისა და აკეთელთა შენიშვნების  პასუხად.

აკეთის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი  ლანჩხუთის საკრებულოში,  ემზარ თევდორაძე წყლის გაყვანილობების სამუშაოების დასრულებას, საუკეთესო ვარიანტში, წელს, გაზაფხულისთვის აანონსებს. გზასთან დაკავშირებით კი განმარტავს, რომ პროექტი უკვე მზადაა და ხარჯთაღრიცხვაც შედგენილია, რასაც მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს:

“ზომლეთის და ნაგომრის მიმართულებით გზის პროექტი გვაქვს მუნიციპალიტეტს ნაყიდი და ხარჯიც ვიცით რაც ჯდება. ეს წინგადადგმული ნაბიჯია.

აუცილებლად დასრულდება წყლის პროექტი თებერვალ-მარტში, თუ რამე სერიოზული უამინდობა და სტიქია არ დარჩა”, _ განმარტავს თევდორაძე, რომელიც არ აკონკრეტებს საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტის ღირებულებას, შემსრულებლის ვინაობას და “წინგადადგმულ ნაბიჯად” პროექტის არსებობას მიიჩნევს.

საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი ირმა მგელაძე, კი, რომელიც საკმაოდ ხშირად სტუმრობს ჭანჭათს, გვიყვება, რომ სოფლის ცენტრალური გზა გადათხრილია, გაუვალი და მოსახლეობისთვის საშიშია, მით უმეტეს, ზამთარში.

სოფო წილოსანი

ავტორი

აკეთიგიორგი მორჩილაძე
გაზიარება67Tweet42Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ჩოხატაურის პოლიციის რაიონულ სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს

13:13; 23 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს მინა თავ­ში და­ე­ცა” – ტრაგედია ბათუმში

12:56; 23 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“უმძიმესი პაციენტია, სულ რამდენიმე შემთხვევაა აღწერილი ასეთი მსოფლიოში”

12:36; 23 თებერვალი, 2026
საზოგადოება

გვეამაყებით! _ ჩოხატაურში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მშობიარობა მანქანაში მიიღო

12:28; 23 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ჩოხატაურის “ბახმაროს” ისევ მამუკა ღონღაძე გაუძღვება

11:55; 23 თებერვალი, 2026

"სირცხვილია ჩემი სიცოცხლეო და გაფრინდა"... _ კაცი, რომელსაც ოზურგეთში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

რამდენად იყიდით 19 იანვარს ევროს და დოლარს

ყველა სიახლე

სამართალი

საქართველოში ავარიების მსხვერპლთა რიცხვი შეუქცევადად იზრდება _ სტატისტიკა

13:33; 23.02.2026
საზოგადოება

ჩოხატაურის პოლიციის რაიონულ სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს

13:13; 23.02.2026
საზოგადოება

“სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს მინა თავ­ში და­ე­ცა” – ტრაგედია ბათუმში

12:56; 23.02.2026
საზოგადოება

“უმძიმესი პაციენტია, სულ რამდენიმე შემთხვევაა აღწერილი ასეთი მსოფლიოში”

12:36; 23.02.2026
საზოგადოება

გვეამაყებით! _ ჩოხატაურში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მშობიარობა მანქანაში მიიღო

12:28; 23.02.2026
საზოგადოება

ჩოხატაურის “ბახმაროს” ისევ მამუკა ღონღაძე გაუძღვება

11:55; 23.02.2026
სამართალი

შსს – აღმოჩენილია კუსტარული ნარკოლაბორატორია და უპრეცედენტო რაოდენობის – 28 კილოგრამამდე „მეთადონი“

11:46; 23.02.2026
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

11:39; 23.02.2026
საზოგადოება

პატრიარქი მიმართვას ავრცელებს

10:43; 23.02.2026
სამართალი

“პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა” _ სპეცოპერაცია კასპში

10:40; 23.02.2026
საზოგადოება

გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ კოკა მაისურაძე დაინიშნა

10:36; 23.02.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:15; 23.02.2026
მსოფლიო

ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

10:12; 23.02.2026
მსოფლიო

ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს – ლიკვიდირებულია ახალგაზრდა მამაკაცი

10:09; 23.02.2026
სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

10:01; 23.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026
0

„იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

13:30; 18.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო