საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა, დმიტრო ბერეჟნოიმ უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ავტორული სტატია გამოაქვეყნა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ქართველ მოხალისეებსა და მებრძოლებს დაუთმო. სტატიას საქართველოში უკრაინის საელჩო ავრცელებს.
როგორც ბერეჟნოი წერს, ქართველი მებრძოლები უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში გმირულად იბრძვიან, რადგან კარგად აცნობიერებენ, რომ ეს ომი ორივე ერისთვის საერთოა.
„საკუთარ მიწაზე რუსული აგრესიისა და ოკუპაციის გამოცდილების მქონე ქართველ ხალხს, როგორც არავის, ისე ესმის უკრაინის ტკივილი. დღეს ხარკოვის, ზაპოროჟიესა თუ ხერსონის ოლქებში მხოლოდ უკრაინის მომავალი არ წყდება — იქ გადის რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი საკვანძო მიჯნა, რომლის შედეგზეც მათ შორის რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული რეგიონების — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მომავალიც არის დამოუკიდებელი“, — აღნიშნავს დმიტრო ბერეჟნოი.

































































