ავარიას ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოსთან 17 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა. ინფორმციას “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს.
შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი, რომლითაც 5 ახალგაზრდა გადაადგილდებოდა, ბუნებრივი აირის მილს შეეჯახა.
ადგილზე დაიღუპა 17 წლის ბიჭი,მანქანაში მყოფი სხვა ახალგაზრდები კი მძიმე დაზიანებებით სავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
































































