ოზურგეთელი ერეკლე თავბერიძე 20-წლამდელთა შორის ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონია! ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანება ავრცელებს.
ოზურგეთელმა მოჭიდავემ 67კგ-ს ფინალში ლუკა უსტარაშვილი 7-0 დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა!
საქართველოს ჩემპიონატს ქ. ხაშური მასპინძლობს.




































































