“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ინფორმაციით, დამოუკიდებელი მედია ივანიშვილის რეჟიმის სამიზნეა.
“2026 წლის მხოლოდ პირველ ოთხ თვეში ჟურნალისტებზე თავდასხმის, მუქარისა და საქმიანობაში ხელშეშლის 60-მდე შემთხვევა დაფიქსირდა.
ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების აბსოლუტური უმრავლესობა გამოუძიებელია.
სასამართლო, სამართალდამცველი სისტემა და კომუნიკაციების კომისია გამოიყენება დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ.
პრესის თავისუფლების გლობალური ინდექსში საქართველოს მაჩვენებლი 21 პოზიციით გაუარესდა და 180 ქვეყანას შორის 135-ე ადგილზე დაქვეითდა”,_ აცხადებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”.



































































