ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში, მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე.
თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ხანდაზმულ ქალს დაეჯახა. “გურია ნიუსის” ინფორმაციით, ქალი ჩოხატაურის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი და მას ბარძაყის მოტეხილობა აქვს.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები.


































































