დღეიდან, 2026 წლის 12 ივნისიდან ევროკავშირში ძალაში შედის მიგრაციისა და თავშესაფრის ახალი პაქტი (EU Migration and Asylum Pact) – 9 სავალდებულო საკანონმდებლო აქტისგან შემდგარი რეფორმა, რომელსაც ბრიუსელში „ისტორიულს“ უწოდებენ.
უცხოურ მედიაში ამას ხშირად მოიხსენიებენ როგორც „დაბრუნების რეგულაციას“, რომელიც ამარტივებს გაძევების პროცედურებს იმ მიგრანტებისთვის, რომელთაც ევროკავშირში დარჩენის უფლება არ აქვთ.
ევროკავშირის მიგრაციისა და თავშესაფრის პაქტის შეთანხმება, რომელიც ნერგავს ახალ სისტემას მიგრაციის, თავშესაფრის, საზღვრების მართვისა და ინტეგრაციის მიმართულებით, ძალაში 2024 წელს შევიდა, რითაც ორწლიანი გარდამავალი ფაზა დაიწყო, ახლა კი ეროვნულ მთავრობებს მისი რეალურად შესრულება მოეთხოვებათ.



































































