https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ბიუჯეტიდან უცნობი ადამიანების ჭამა-სმაში გადახდილი ათასობით ლარი _ ფაქტები სამართალდამცავებისთვის

8:05; 27.05.2019
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე იმ ჩინოვნიკების კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარს ამბობს. ასეთი შემთხვევა “გურია ნიუსს” უკვე მრავლად აქვს, რის გამოც ჩვენ სასამართლო დავაც დავიწყეთ.

სანამ პროცესები გაიმართება და სასამართლოს ძალით მივიღებთ კანონით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას, რომლის საშუალებით უნდა გავარკვიოთ, როგორ ხარჯავს ბიუჯეტის ფულს მერია, მანამ ჩვენ შევძელით შარაშენიძის და მისი სამსახურების მიერ ხალხის ფულის ხარჯვის დოკუმენტაციის ნაწილის მოპოვება ჩვენი წყაროების დახმარებით.

ეს დოკუმენტები, გარკვეულწილად სცემს პასუხს კითხვას, თუ რატომ არ სურს შარაშენიძეს ინფორმაციის გაცემა, განსაკუთრებით კი წარმომადგენლობითი ხარჯების ნაწილში. ფაქტები ცხადჰყოფენ, რომ ოზურგეთის მერიაში სმა-ჭამაში დიდი ფულს იხდიან _ თანაც ისე, რომ არავინ იცის, ვისი ქეიფისთვის იხდიან გადასახადების გადამხდელები ასეულობით ათას ლარს.

მივყვეთ მაგალითებს _ 2018 წლის 19, 20 და 21 თებერვალს, ოზურგეთში ჩატარდა ეროვნული ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის.

კონსტანტინე შარაშენიძის #740 (22 თებერვალი, 2018 წელი) ბრძანების თანახმად, ჩემპიონატზე ჩამოსული 70 პირის _ მსაჯების, მწვრთნელების, ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლების გამასპინძლებისთვის წარმომადგენლობითი ხარჯების მუხლიდან 3 534,74 ლარია გადახდილი.

ეს თანხა რომ ნამდვილად გადახდილია, დასტურდება ინვოისით და მიღება-ჩაბარების აქტით, თუმცა, არც ოზურგეთის მერიაში არ არსებობს ჩამოსული და სუფრაზე მყოფი სტუმრების ზუსტი რაოდენობის დოკუმენტალური ინფორმაცია. უცნობია ასევე, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და საკანომდებლო ორგანოდან ამ სუფრაზე.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ 3 534,74 ლარი გადახდილია შპს “ელეგანტისთვის”, რომელიც ფლობს საბანკეტო დარბაზ “თამარიონს”.

ასევე, არ არსებობს დოკუმენტი, თუ რამდენი ადამიანს უმასპინძლა ოზურგეთის მერიამ 2018 წლის 3 ივნისს რესტორან “ჩაქუხაში”, სადაც “ძალოსნობის ფედერაციიდან მოწვეული სტუმრების გამასპინძლებისთვის” 1 203 ლარი და 44 თეთრია გადარიცხული.

გასულ წელს, ნოდარ დუმბაძის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებული მე-2 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ჩატარების უზრუნველსაყოფად, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასაფინანსებლად დაგეგმილი ფესტივალის ჩატარებისთვის, 2018 წლის 11 ივნისს, კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამიდან 62 000 ლარი გადარიცხეს.

მერიის მიერ ატვირთულ დოკუმენტაციაში ამ თანხის კანონიერად ხარჯვის დეტალური დოკუმენტაცია არ იძებნება. 62 000 ლარის ხარჯვას მხოლოდ მოხსენებითი ბარათი, თანხის გადახდის ქვითარი და 2018 წლის 31 ოქტომბერს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი ადასტურებს.

როგორც ირკვევა, თეატრს მერიისთვის არც ხარჯთაღრიცხვა წარუდგენია და არც ჩატარებული აქტივობები. მიღება-ჩაბარების აქტებსა და ინვოისებში მხოლოდ ზოგადი ციფრებია და სწორედ ასე ზოგადად და ყოველგვარი კონტროლის გარეშე დაიხარჯა გადასახადის გადამხდელების მიერ გადახდილი 62 ათასი ლარი. ფესტივალის ორგანიზატორი, ვასილ ჩიგოგიძე ამჟამად საქართველოში არ იმყოფება და მასთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა. მერიაში კი ვერ ვიპოვეთ პირი, რომელსაც ამ საკმაოდ მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხი აქვს!

საკმაოდ ბევრ კითხვას ბადებს კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამიდან გიორგი სალუქვაძის სახელობის ფოლკლორული კონკურს-ფესტივალისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩატარების უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები.

2018 წლის 5 ივლისიდან 9 ივლისის ჩათვლით, მერის #3932 ბრძანების თანახმად (2018 წლის 4 ივლისი) აღნიშნული ღონისძიებისთვის ბიუჯეტიდან 38 000 ლარი გამოიყო.

 ამის შესაბამისად, გაფორმდა 4 ხელშეკრულება. ერთ-ერთი _#270, 2018 წლის 4 ივლისს დადებულია ი. მ. ბიჭიკო ხელაძესთან. დოკუმენტის თანახმად, ხელაძეს 18 450 ლარად უნდა მოეწყო სცენა თავისი გახმოვანებით და განათებით..

მოგვიანებით, ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც, 2018 წლის 6 ივლისს, დაბა ურეკში აპარატურის მომსახურების გაწევა საჭირო აღარ აღმოჩნდა და სამუშაოს ღირებულება 3 000 ლარით შემცირდა.

ხელაძესთან ხელშეკრულება ერთ პირთან მოლაპარაკების წესით გაფორმდა. ამის მიზეზად იგი მის მიერ შეთავაზებულ დაბალ ფასს ასახელებს, თუმცა, იმ მომსახურებას, რომელიც ხელაძემ მერიას გაუწია, გაცილებით იაფად შეიძენთ სხვა პირებისგან, რომელთა შესახებ ინტერნეტში ინფორმაცია მრავლადაა.

“გურია ნიუსმა” რამდენიმე მათგანთან დეტალები გადაამოწმა და ყველაზე დიდი თანხა, რაც ხელაძის მიერ შეთავაზებულ სცენასა და აპარატურაში მოგვთხოვეს, 10 000 ლარი იყო.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ გასულ წელს, ხელაძის მიერ გაკეთებულ სცენაზე 2 მეტრით დიდი და 3-ჯერ მეტი სიმძლავრის აპარატურის ქირაობა, თავისი ინსტრუმენტებით და დიჯეისთვის საჭირო მოწყობილობებით “ბახმარო სანსეტის” ფესტივალის ორგანიზატორებს 13 500 ლარი დაუჯდათ. თანაც ეს ყველაფერი ზღვის დონიდან 2050 მეტრზე, საკმაოდ რთულ გზაზე იქნა ატანილი, აწყობილი და შემდეგ უკან ჩამოტანილი!

სწორედ ამ ფონზე ამტკიცებს ბიჭიკო ხელაძე, რომ მომსახურებას იაფად ყიდის:

_ თუ სხვა ამბობს 25 000 ლარს, მე ვამბობ 20 000 ლარს. ამიტომაც ურჩევნიათ მე შემიკვეთონ, _ გვითხრა ხელაძემ, რომელსაც თავდაპირველად სცენის ქირაობის თხოვნით დავურეკეთ და გვიპასუხა, რომ სცენა არ ჰქონდა და მხოლოდ აპარატურის მოქირავება შეეძლო.

თუმცა, მას შემდეგ, რაც 2018 წლის ღონისძიება გავახსენეთ, გვითხრა, რომ სცენა მის “შინაურებს” აქვთ და შეუძლია ჩამოტანა.

ჩვენ დავინტერესდით, რამდენად სწორი იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელაძემ მერიიდან ჩარიცხული თანხის ნაწილი უკან, “ატკატის” სახით დააბრუნა:

_ ამ თანხიდან რა იყო დასაბრუნებელი?! _ გვითხრა მან.

_ რა თანხა უნდა იყოს, რომ უკან დააბრუნოთ?

_ არ ვაბრუნებ არაფერს. მხოლოდ ის ვიგულისხმე, რომ იაფად ვუწევ მომსახურებას მუნიციპალიტეტს, _ განმარტავს ინდმეწარმე.

ხელაძის მსგავსად, აღნიშნული ღონისძიების ჩატარებისთვის 4 ივლისს გაფორმდა

#271 ხელშეკრულება ს. ს. “ქობულეთის საკურორტო პოლიკლინიკასთან’’ 6 750 ლარზე, რომლის თანახმადაც, ამ სასტუმროში 30-კაციანი დელეგაცია უნდა დაბინავებულიყო. ამ თანხაში სტუმრების სამჯერადი კვებაც შედიოდა.

აღნიშნულ სააქციო საზოგადოებას ქობულეთში სასტუმრო “სოლიდარობა” აქვს, რომლის ვებსაიტს ინტერნეტში ვერ იპოვით. თუ ძებნაში რამდენიმე საათს გაატარებთ და ქობულეთის სასტუმროების ჩამონათვალს სათითაოდ ჩაყვებით, მაშინ ჩვენსავით გაგიმართლებთ, თუმცა, სასტუმროსთან დაკავშირება იოლი არ გეგონოთ _ რამდენიმე ნომერზე არ გიპასუხებენ და ბოლოს თუ გიპასუხებენ, ჩვენსავით თქვენც გეტყვიან, რომ ერთი ადამიანის სასტუმროში განთავსება, მხოლოდ ივლისის თვეში 75 ლარია, ხოლო სამჯერადი კვების სურვილის შემთხვევაში 45 ლარის დამატება მოგიწევთ (ეს თანხა ივლისსა და აგვისტოში იზრდება).

არადა, მერიაში არსებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ერთი ადამიანის მომსახურება 45 ლარს შეადგენს, რაც კითხვის ნიშნებს ბადებს _ პირველ რიგში, თუ რატომ მიაქირავეს ასე იაფად სასტუმრო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას იმ დროს, როცა ოზურგეთში ათეულობით სასტუმროა _ მათ შორის, შავიზღვისპირეთში (ურეკი, შეკვეთილი) და რომლის პოპულარიზაციისთვის თანხები დამატებით იხარჯება. შესაბამისად, საეჭვოა ის ფაქტი, რომ ოზურგეთის მერმა, სხვა მუნიციპალიტეტის ეკონომიკაზე და პოპულარიზაციაზე იფიქრა და არა იმ მუნიციპალიტეტისაზე, რომლის არჩეული ხელმძღვანელიც თავად არის.

ამას ემატება ისიც, რომ არ იძებნება ინფორმაცია იმ პირებზე, რომლებიც შარაშენიძის გადაწყვეტილებით, ქობულეთის სასტუმროში განათავსეს და  6750 ლარი გადაუხადეს გამარტივებული შესყიდვის წესით.

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულ დოკუმენტებში ასეთი ტიპის ინფორმაცია არ არის, არადა, არსებობის შემთხვევაში უნდა იყოს!

დეტალების დაზუსტება სასტუმროში ვცადეთ, თუმცა, გვითხრეს, რომ ინფორმაციას ორშაბათამდე ვერ მოგვაწვდიან, რადგან მეილთან წვდომა არ აქვთ (?!).

ამ თანხების ხარჯვის დეტალებზე საუბარი ორშაბათამდე გადადო ოზურგეთის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა მარინა ჯაფარიძემაც. მისი თქმით, დოკუმენტაციას დეტალურად უნდა გადახედოს, რადგან შარშანდელი ამბები კარგად არ ახსოვს. კითხვაზე, რატომ განათავსეს სტუმრები ქობულეთში, ჯაფარიძემ მხოლოდ ის გვითხრა, რომ ეს მათი არჩევანი იყო და სასტუმრო თავად შეარჩიეს. თუმცა, რის საფუძველზე მისცეს მათ ამის საშუალება და რატომ, ვერ გვიპასუხა!

ჩვენი ზარი უპასუხოდ დატოვეს ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ და მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა გია მამაკაიშვილმა. არადა, ამ უკანასკნელთან დეტალების დაზუსტება ყველაზე საინტერესო იყო, რადგან ამ ფესტივალის ორგანიზატორის _ “არტ გურიას” წარმომადგენლის მერაბ მორჩილაძის განცხადებით, მონაწილე პირების სია საფინანსო სამსახურში დატოვა!

მერაბ მორჩილაძემ, ჯაფარიძის მსგავსად გვითხრა, რომ სტუმრებმა სასტუმრო თავად შეარჩიეს:

_ ეს ადამიანები მხოლოდ ფესტივალზე არ ჩამოდიან. 10-15 დღე რჩებიან და თავად არჩევენ კურორტს, _ ამბობს მორჩილაძე.

მისივე თქმით, ფესტივალის მონაწილეები (ერთი ადამიანი ფესტივალში მონაწილეობისთვის 20 ევროს იხდის) სასტუმროში საკუთარი სახსრებით თავსდებიან და მუნიციპალიტეტმა მხოლოდ ანსამბლის ხელმძღვანელების თანხა გადაიხადა:

_ 350 უცხოელი სტუმარი იყო და ჩვენ მხოლოდ 30 ადამიანს _ ანსამბლის ხელმძღვანელებს გადავუხადეთ თანხა. ეს საერთაშორისო პრაქტიკაა, _ განმარტა მორჩილაძემ და აღნიშნა, რომ ფესტივალის მთავარი მიზანი გიორგი სალუქვაძის სახელის და ოზურგეთის, როგორც ფოლკლორის ქალაქის პოპულარიზაციაა:

_ ბატონო მერაბ, ოზურგეთის პოპულარიზაციაზე საუბრობთ და ამ დროს სხვა მუნიციპალიტეტში ათავსებთ სტუმრებს. ეს ნორმალურად მიგაჩნიათ?

_ ანსამბლის ხელმძღვანელებმა ანსამბლებთან ერთად უნდა იცხოვრონ. როგორც გითხარით, მათ თავად აარჩიეს გასაჩერებელი ადგილი და ჩვენ ვერაფერს შევცვლიდით.

_ იმ სასტუმროში, სადაც 6 750 ლარი გადაიხადეთ, 300 ადამიანი ვერ ეტევა და თქვენ როგორ განათავსეთ ხელმძღვანელებთან ერთად ანსამბლები?

_ ერთ გაყოლებაზეა იქ სასტუმროები და ახლოს იყვნენ, _ აღნიშნა მორჩილაძემ.

მორჩილაძემ ჩვენთან საუბრისას ისიც აღნიშნა, რომ ურეკში, ფესტივალის გახსნაზე აპარატურა ლანჩხუთიდან იქირავეს. მისივე თქმით, იგივე აპარატურა იყო სხვა დღეებშიც! (არადა, ხელშეკრულება ოზურგეთში მცხოვრებ ხელაძესთანაა გაფორმებული. ავტ.)

მერაბ მორჩილაძე ამბობს, დეტალური ინფორმაცია ხარჯების შესახებ მერიის საფინანსო სამსახურს წარუდგინა, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მამაკაიშვილი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

შეუძლებელი აღმოჩნდა დაკავშირება ი. მ. დავით შარაძესთან, რომელსაც, ასევე, 2018 წლის 4 ივლისს გაუფორმეს #272 ხელშეკრულება სატრანსპორტო მომსახურებაზე, რომელშიც 8 875 ლარია გადახდილი. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთულ მიღება-ჩაბარების აქტში, რომელსაც ხელს მერიის მხრიდან სამსახურის უფროსი მარინა ჯაფარიძე აწერს, ბევრი საინტერესო დეტალია _ მაგალითად, 7 ივლისს გახორციელებულ რეისის დასახელებაში წერია “ქობულეთი-ცხემლისხიდი-ქობულეთი” . 9 გზიდან, მხოლოდ 2 შემთხვევაში წერია 2 გზა _ დანარჩენი თითო გზაა. ასევე, საინტერესოა, რომ 80-ადგილიან ავტობუსში (თბილისი-ქობულეთის რეისი) 500 ლარია გადახდილი, ხოლო 50-ადგილიანში _ 490 ლარი. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ის საქმეა, რომელიც, იურისტების განმარტებით, საგამოძიებო უწყებებმა უნდა შეისწავლონ, რადგან დოკუმენტები ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს.

კითხვებს აჩენს ასევე, ამავე ღონისძიებისთვის, ასევე 2018 წლის 4 ივლისს,

ი. მ. მარინა მდივანთან გაფორმებული ხელშეკრულება 6 800 ლარზე, რომლის ფარგლებში მოწვეულ ანსამბლებს, დელეგაციის წევრებს და ადგილობრივ დამსწრე პირებს (სულ 400 კაცი) გაუმასპინძლდნენ. ეჭვებს აჩენს ის, რომ არც მერიაში და შესაბამისად არც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე არ იძებნება ჩამოსული სტუმრების ვინაობის და რაოდენობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველა პირთან თანხები ჩარიცხულია ანგარიშფაქტურების და მიღება-ჩაბარების საფუძველზე.

დოკუმენტებში წერია, რომ მომსახურება შესრულდა, თუმცა, როგორ და რანაირად _ არა.

შესაბამისად, იურისტების განმარტებით, ეს დეტალები სამართალდამცავებმა უნდა დაადგინონ, რადგან ეს სწორედ მათი ვალდებულებაა!

 

 

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

შეწყვეტილი სასწავლო პროცესი, დაკეტილი მაღაზიები _ ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება

საშიშია სიცოცხლისთვის! _ ავარიული სახლის ბინადართა გასაჭირი

ყველა სიახლე

საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026
პოლიტიკა

გიორგი ბარამიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება- რას აცხადებენ პროკურატურაში

19:31; 11.09.2026
სამართალი

გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

18:46; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დაკავებისას – მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის

18:37; 11.09.2026
ფინანსები

100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის

18:36; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დააკავეს

18:12; 11.09.2026
ფინანსები

Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს სხვადასხვა შეთავაზებები დახვდებათ

17:58; 11.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11.09.2026
პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ თავად მიხეილ სააკაშვილი შლის, სისტემურად და არა იაგო ხვიჩია, „ნაცმოძრაობას“ გადარჩენა არ უწერია

16:16; 11.09.2026
საზოგადოება

პატრიარქი – ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა

15:45; 11.09.2026
საზოგადოება

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

15:17; 11.09.2026
სამართალი

მარგო მარგო ზოიძის მკვლელობის საქმე _ სააპელაციო სასამართლომ ბრალდებულის მხარის საჩივარი დაუშვებლად ცნო

13:45; 11.09.2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! _ მეორად ჩარიცხვასთან დაკავშირებით განახლებული ცნობარი გამოქვეყნდა

13:10; 11.09.2026
სამართალი

შეიარაღებული თავდასხმა ოზურგეთში _ “ორმხრივი სროლები იყო”

12:16; 11.09.2026
მსოფლიო

დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

11:57; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო