ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მე-8 შეხვედრა იმართება ერევანში და პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ამ შეხვედრაში, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
ოფოციალური ინფორმაციით, ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში, რომელიც შეეხება დაკავშირებადობას და ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებს.
“ეს მნიშვნელოვანია როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, ასევე ზოგადად, ევროპის რეგიონისთვის. საქართველოს აქვს განსაკუთრებული როლი, როდესაც ჩვენ დაკავშირებადობაზე ვსაუბრობთ და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამ ფორმატში პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა..




































































