ჩოხატაური დამოუკიდებლობის დღის შესახვედრად ემზადება. მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ქუჩებში საორგანიზაციო და მოსამზადებელი სამუშაოები უკვე აქტიურ ფაზაშია შესული.
დაბის მთავარ ქუჩაზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. შესაბამისი სამსახურები გარე განათების ბოძებზე, საგზაო ინფრასტრუქტურასა და მრავალწლოვან ხეებზე ეროვნული სიმბოლიკის — საქართველოს სახელმწიფო დროშების მონტაჟს ახორციელებენ.

































































