ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს ახალი თავმჯდომარე აირჩიეს. პოსტს დღეიდან ჯუმბერ ბერძენიშვილი დაიკავებს.
როგორც “გურია ნიუსისთვის” ცნობილია სხდომას ესწრებოდა 36 წევრი. ხმა მისცა 35-მა წევრმა, ხოლო საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა მაია რამიშვილმა (ძლიერი საქართველო-ლელო”) თავი შეიკავა.
კენჭისყრა ჩატარდა საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად (ფარული კენჭის ყრა) ბიულეტენების გამოყენებით.
ინფორმაციისთვის, დავით შარაშიძის დაკავების შემდეგ თავმჯდომარის მოვალეობას ზაალ მამალაძე ასრულებდა. რაც შეეხება საკრებულოს ახლად არჩეულ თავმჯდომარეს, მას საკრებულოში შარაშიძის მოადგილის პოსტი ეკავა.




































































