დღეს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან აქცია გაიმართება.
აქციის აღწერაში ნათქვამია:
„უსამართლო პოლიტიკით გამოწვეულ სასოწარკვეთას დევნილები მიჰყავს გამოუვალ მდგომარეობამდე, სადაც მათ პროტესტის ერთადერთ გზად უკიდურესი და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი ფორმები ესახებათ.
დევნილებისთვის ისიც ცხადია, რომ ბუნდოვანი საბინაო პოლიტიკა მრავალწლიან კორუფციულ უერთიერთობებსა და სქემებზე დგას.
სახელმწიფოს მხოლოდ მაშინ ახსენდება დევნილები, როცა მათგან საარჩევნო ხმის მიღება სჭირდება, ან მათი ტრავმებით მანიპულირებას ცდილობს!
სახელმწიფო არასდროს ყოფილა დევნილების მხარდამჭერი, მეტიც, ის აკეთებდა ყველაფერს, რომ დევნილების ხმა ვერავის მიწვდენოდა!
შანტაჟისა და უგულებელყოფის პოლიტიკამ ზედმეტად ბევრი მსხვერპლი მიიღო ჩვენგან, საკმარისია!
ოთხშაბათს, 12 თებერვალს, 16:30 საათზე, დევნილები ვიკრიბებით დევნილთა სააგენტოსთან (თამარაშვილის 15ა) და მოვითხოვთ საბინაო პოლიტიკის გამჭვირვალობასა და ღირსეულ საცხოვრებელ პირობებს!
არაფერი ჩვენზე ჩვენ გარეშე”.