დღევანდელი მონაცემებით, გურიაში კორონავირუსის 85 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების 5 450 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასეთია: თბილისში გამოვლენილია 2 053 შემთხვევა, აჭარაში – 453, იმერეთში – 931, ქვემო ქართლში – 339, შიდა ქართლში – 528, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 434, კახეთში – 386, მცხეთა-მთიანეთში – 104, სამცხე-ჯავახეთში – 105, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 33.
“გურია ნიუსი“ ცდილობს, დაადგინოს, 85 შემთხვევიდან, რამდენია ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში. ამ ეტაპზე ჩვენს ზარებს არ პასუხობენ არც გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და არც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელი არჩილ მჟავია.