გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 07 ოქტომბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე შეინიშნება მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაციის ზრდა ატმოსფერულ ჰაერში. აღნიშნული პროცესი ტრანსსასაზღვრო ხასიათისაა და განპირობებულია სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების სუსტი გავრცელებით.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე 7 ოქტომბერს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის ჰაერის დაბინძურებას აჩვენებს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგურები: თბილისში – წერეთლის გამზირი #105, რუსთავში – მეგობრობის გამზირზე #35ა და ბათუმის ქ #19
































































