https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“იმედი უკეთესობის და შრომა მომავლისთვის _ ეს არის, რაც შეგვიძლია და გვევალება”

14:27; 21.08.2026
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

“ცოტა შორიდან დავიწყებ. ბავშვობაში, სკოლამდე ბებია–ბაბუასთან ვიზრდებოდი. სკოლის პერიოდში კი არდადეგებს სოფელ მთისპირში ვატარებდი. ამ ყველაფერმა ჩემს შინაგან სამყაროზე დიდი კვალი დატოვა.

ჩემი ოცნება იყო, სოფელში მეცხოვრა, მაგრამ ამას მარტო ვერ შევძლებდი. გამიმართლა მეუღლეში _ ნამდვილი გურული შემხვდა. იცოდა ჩემი დიდი ოცნების შესახებ და, როცა ამის შესაძლებლობა გაჩნდა, წამოვედით“, _ ასე დაიწყო “გურია ნიუსთან” საუბარი ახალგაზრდა კაცმა, კახა სურგულაძემ.

კახა სურგულაძე თბილისიდან გურიაში 2020 წელს, კოვიდპანდემიისას დაბრუნდა.

“მთელი ოჯახით აქეთ ჩამოვედით. თუმცა, შემდეგ, როცა არჩევნები დასრულდა, შემოსავლის გარეშე დავრჩი. შეგვეძლო თბილისში დაბრუნება, მაგრამ ნაბიჯი უკვე გადადგმული გვქონდა და უფლის იმედით, გავაგრძელეთ ბრძოლა აქ ყოფნისთვის“, _ გვითხრა კახა სურგულაძემ.

კახა სურგულაძე იყო “ლელო _ ძლიერი საქართველოს” დამფუძნებელი და ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. მანამდე, 2016 წელს, თბილისში, არჩევნების დროს, “ქართულ ოცნებას” ეხმარებოდა, თუმცა, მათი გზები მოგვიანებით გაიყო.

პროფესიით იურისტი კახა სურგულაძე ამ ეტაპზე პოლიტიკაში აღარ არის. ის მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში ცხოვრობს.

სწორედ მთისპირში ჩავწერეთ მასთან ინტერვიუ.

_ რამდენად პასუხობენ დღევანდელ პირობებში პოლიტიკური პარტიები ამომრჩევლების რეალურ მოთხოვნებს?

_ დღეს არც ერთ პარტიას აღარ წარმოვადგენ, თუმცა, ვიცი, რომ ყველა პარტიას საკუთარი ხედვა და გზა აქვს. ცხადია, მათი დიდი ნაწილი ხალხის რეალურ საჭიროებებს აცდენილია.

სამწუხაროა, რომ ოპოზიციაც და ხელისუფლებაც ხშირად საკუთარი ინტერესებისა და ხედვის შესაბამისად ფიქრობს და მოქმედებს.

მხოლოდ ხელის გაშვერა არ მჩვევია, ამიტომ დავაკონკრეტებ.

სამთავრობო პარტიას გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვს, ვიდრე ოპოზიციურ პარტიებს. სამწუხაროდ, პოლიტიკოსებისა და მოქალაქეების ნაწილი ფიქრობს, რომ თუ ოპოზიციონერი ხარ, მუდმივად ოპოზიციაში უნდა იყო. ეს სწორი არ არის. თუ ხელისუფლება რაღაცას კარგს აკეთებს, ეს უნდა დაინახო და შეაქო.

რაც შეეხება პრობლემებს, მაგალითად, მთავრობა სიღრმისეულად არ უღრმავდება იმას, რაც დღეს სოფელში ხდება. გურია ყოველთვის ყველასგან მიტოვებულია. რეგიონში ყველაფრის მოყვანა და შენარჩუნება გართულებულია.

თხილს ფაროსანა აფუჭებს, ლობიოს _ ფაროსანა, ხილს _ ფაროსანა, ციტრუსის იმედი აქვს გურულ გლეხს და მასაც ფაროსანა აფუჭებს. იგივე ხდება სხვა კულტურებთანაც.

სადმე მოგისმენიათ, რომელიმე პარტია ამაზე მუშაობდეს და პრობლემის მოგვარებისთვის იბრძოდეს? მოსახლეობა საკუთარი ძალებით ფაროსანას ვერ მოერევა _ ეს ფაქტია.

კიდევ ერთი პრობლემაა სკოლამდელი აღზრდის ბავშვების ტრანსპორტი. ბავშვები ბაღში ვერ დადიან, რადგან მათ არ ემსახურებათ ტრანსპორტი, როგორც სკოლის მოსწავლეებს. ამაზე სადმე მოგისმენიათ? რომელიმე პარტია ამ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს? მხოლოდ მე მქონდა ეს საკითხი ჩემს საარჩევნო პროგრამაში.

მართალია, ზოგს ეს სასაცილოდ არ ჰყოფნის, მაგრამ რეალობაა _ 6 წლამდე ბავშვებს კილომეტრების გავლა უწევთ ფეხით, რომ ბაღამდე მივიდნენ. მათ შორის, ჩემს შვილსაც.

ბევრ სოფელში არის სასმელი წყლის პრობლემა, მათ შორის, ჩემს სოფელშიც. სუფთა და ხარისხიანი წყლის პრობლემა მეტ–ნაკლებად ხშირად სახელდება, მაგრამ მაინც არ არის ეს საკითხი რეალურ პრობლემად წარმოჩენილი.

ცხადია, ეს სრული ჩამონათვალი არ არის. უამრავი, ერთი შეხედვით, წვრილმანი პრობლემაა, რომელთა შესახებაც პარტიები და მათი სატელევიზიო სახეები თითქმის არასდროს საუბრობენ.

და რაც ყველაზე გულდასაწყვეტია, საქართველოში ბევრი ადამიანი საკუთარ თავს “პოლიტიკოსს” უწოდებს, რეალურად კი, პოლიტიკის მცოდნე ადამიანებს თითებზე დავითვლით _ საქართველოში არიან ჩინოვნიკები და ადამიანები, რომლებსაც ჩინოვნიკობა სურთ.

_ როგორც ახალგაზრდა ადამიანს, რა იმედგაცრუება შეგხვდათ პოლიტიკაში, განსაკუთრებით, ადგილობრივ დონეზე?

_ არც ერთი პარტიის სახელით არ ვსაუბრობ _ ეს ყველას ეხება, როგორც სამთავრობო, ისე ოპოზიციურ პარტიებს.

არასერიოზულია ის, რომ არჩევნების პერიოდში, ძირითადად, ცენტრიდან, თბილისიდან, იმართება საარჩევნო პროცესები. შემდეგ კი, რეგიონებში რიგდება საერთო და ზოგადი პრობლემებით დაწერილი ბუკლეტები, გაზეთები და სხვა მასალები.

ხშირად მერობის კანდიდატიც კი, თბილისიდან იგზავნება და მას ადგილობრივი “ლიდერები” ირგებენ გვერდით.

მაგალითად, სატელევიზიო ეთერები, ძირითადად, ეთმობა ბათუმსა და თბილისში მყოფ პოლიტიკოსებს.

_ ამ ეტაპზე სოფლის მეურნეობაში ხართ ჩართული. რა გამოწვევების წინაშეა დღევანდელი ფერმერი და კონკრეტულად თქვენ, რა დახმარება გჭირდებათ?

_ ფერმერს საკუთარ თავს ვერ ვუწოდებ, თუმცა, საშუალო სოფლის მცხოვრები ნამდვილად ვარ.

მე და ჩემი მეუღლე სოფელში სამ არასრულწლოვან შვილთან ერთად ვცხოვრობთ. ორივეს უმაღლესი განათლება გვაქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ბავშვებმა კარგი განათლება მიიღონ. ამ ეტაპზე მეუღლეს პირადი ავტომობილი არ ჰყავს, მაგრამ ვცდილობთ, ბავშვებზე არ აისახოს ის, რომ სკოლა და ბაღი ჩვენგან 4 კილომეტრით არის დაშორებული.

ეს ძალიან დიდ სირთულეებს გვიქმნის სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც. ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, დილის 8 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე სახლში ვერ ვახერხებ დახმარებას.

მეუღლემ დილით უფროსი შვილი სკოლის “მარშრუტკისთვის” უნდა მოამზადოს, მიხედოს სახლს და შემდეგ ბავშვი ბაღში წაიყვანოს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სახლი ცენტრალური გზიდან მხოლოდ 200 მეტრით არის დაშორებული, ტრანსპორტის დიდი დეფიციტია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი დილის 08:00 საათზე მიდის და უკან 17:00 საათზე ბრუნდება. უგზოობის გამო სხვა ხაზის მიკროავტობუსები აღარ დადიან.

ბაღი 4 კილომეტრით არის დაშორებული, ხაზის ტრანსპორტი იქ არ დადის და არც ბაღის ბავშვებს ემსახურება ტრანსპორტი. გამოდის, ორი არჩევანი გვაქვს _ ბავშვმა ან 4 კილომეტრი ფეხით უნდა გაიაროს, ან სახლში უნდა დარჩეს.

ეს არ არის ქალაქი, სადაც ტრანსპორტი მუდმივად მოძრაობს და მარტივად გადაადგილდები. ამას ვერ ხვდება და ვერ იაზრებს ვერც ხელისუფლება და ვერც ოპოზიცია. ცხადია, ასეთ ყოფაში მხოლოდ მე არ ვარ _ ჩვენი უამრავი მოქალაქე დგას იმავე პრობლემის წინაშე.

როგორ უნდა მოგვარდეს? უნდა დაინიშნოს ტრანსპორტი, რომელიც დილა–საღამოს მოემსახურება სკოლამდელი აღზრდის ბავშვებს.

_ სოფელში არსებული პრობლემებიდან რომელს გამოყოფდით და რა რჩევები გექნებოდათ ადგილობრივი ხელისუფლებისთვის?

_ ფაროსანას წინააღმდეგ მუდმივი მუშაობა უნდა მიმდინარეობდეს და არა მხოლოდ გარე დაკვამლიანება. ოჯახებსა და ბაღებში უნდა მოხდეს სისტემური შეწამვლა. ცხადია, ამას მხოლოდ რაიონული ბიუჯეტი ვერ გასწვდება, მაგრამ სისტემური მუშაობით, ჩემი აზრით, მაქსიმუმ, სამ წელიწადში ფაროსანას პრობლემის მნიშვნელოვნად შემცირება შესაძლებელია. სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის ტრანსპორტით მომსახურება _ ამის მიღწევა ადგილობრივი ბიუჯეტით ნამდვილად შესაძლებელია. ასევე, აუცილებელია ცენტრალური, სოფლის გზების მოწესრიგება, სასმელი წყლის შემოწმება და მოწესრიგება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუნიციპალიტეტმა საკუთარ ბალანსზე უნდა აიყვანოს და მოსახლეობას თავად მოემსახუროს.

უნდა არსებობდეს მუნიციპალური ტრანსპორტი დღის სამივე პერიოდში, ყველა სოფლისთვის ხელმისაწვდომი _ დილით, შუადღეს და საღამოს. ეს არ უნდა იყოს ვინმეს კეთილ ნებაზე დამოკიდებული.

კულტურა და სპორტიც მნიშვნელოვანია. რაც ქალაქის ბავშვებისთვის არის ხელმისაწვდომი, სოფლად მცხოვრები ბავშვებისთვის ხშირად ხელმისაწვდომი არ არის _ მაგალითად, ცეკვა, სიმღერა, ფეხბურთი და ჭიდაობა. 12-13 წლამდე ბავშვებისთვის შესაძლებელი უნდა იყოს, სკოლაშივე ჰყავდეთ ცეკვის, სიმღერის, ფეხბურთისა და ზოგადი სპორტის მასწავლებლები.

ერთი მასწავლებელი კვირაში სამ სკოლაში შეძლებს მუშაობას, ან სკოლებს შორის პროგრამის გაერთიანება შეიძლება.

_ როგორ ფიქრობთ, დღეს რა საჭიროება დგას გურიაში და როგორ ხედავთ მომავალს?

_ ფაროსანას მოშორება, რომ გლეხმა ამოისუნთქოს; გარემოს ზედამხედველობის გამკაცრება; ყველა სოფლის მუნიციპალური ტრანსპორტით უზრუნველყოფა. რაც შეეხება მომავალს, ყოველთვის ფართო მასშტაბებით ვუყურებ და არასდროს მხოლოდ ჩემი ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ ვიცი, რომ ისევ შევეცდები, უკეთესობისკენ შეიცვალოს გურული ბავშვებისა და ახალგაზრდების გზა.

იმედი უკეთესობის და შრომა მომავლისთვის _ ეს არის, რაც შეგვიძლია და გვევალება.

ნინო ბერძენიშვილი

ავტორი

გაზიარება7Tweet4Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

პატრიარქი – ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა

15:45; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

15:17; 11 სექტემბერი, 2026

„აფხაზეთისა და ცხინვალის მომავალიც უკრაინაში წყდება“ — დმიტრო ბერეჟნოი

27 ათასზე მეტი უკრაინელი საქართველოში რჩება — დმიტრო ბერეჟნოი

ყველა სიახლე

მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11.09.2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11.09.2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026
პოლიტიკა

გიორგი ბარამიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება- რას აცხადებენ პროკურატურაში

19:31; 11.09.2026
სამართალი

გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

18:46; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დაკავებისას – მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის

18:37; 11.09.2026
ფინანსები

100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის

18:36; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დააკავეს

18:12; 11.09.2026
ფინანსები

Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს სხვადასხვა შეთავაზებები დახვდებათ

17:58; 11.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11.09.2026
პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ თავად მიხეილ სააკაშვილი შლის, სისტემურად და არა იაგო ხვიჩია, „ნაცმოძრაობას“ გადარჩენა არ უწერია

16:16; 11.09.2026
საზოგადოება

პატრიარქი – ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა

15:45; 11.09.2026
საზოგადოება

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

15:17; 11.09.2026
სამართალი

მარგო მარგო ზოიძის მკვლელობის საქმე _ სააპელაციო სასამართლომ ბრალდებულის მხარის საჩივარი დაუშვებლად ცნო

13:45; 11.09.2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! _ მეორად ჩარიცხვასთან დაკავშირებით განახლებული ცნობარი გამოქვეყნდა

13:10; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო