თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის, მისი ყოფილი მოადგილის, გიორგი ხაინდრავას, ბურჭულაძის ცოლის ძმის – ვასილ მხეიძისა და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზეა დანიშნული.
დღევანდელ პროცესზე ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვებით უნდა ისარგებლონ, რის შემდეგაც მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.

































































