https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

კარიერზე კვლავ დაპირისპირებაა: “არავის შემოგიშვებთ” და პასუხი: “ჩვენს უფლებებს თქვენ არღვევთ!”

10:07; 22.07.2019
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთში, სოფელ კვირიკეთის სიახლოვეს, მდინარე ბჟუჟის სანაპიროზე ქვა-ღორღის მოპოვების საწინააღმდეგო აქცია კიდევ ერთხელ, ამჯერად მწვავე დაპირისპირების ფონზე გაიმართა.

როგორც აქაურები ამბობენ, 13 ივლისს, გაურკვეველი პირები მალულად შეიპარნენ კვირიკეთთან, ბჟუჟის ნაპირთან არსებულ კარიერზე და მოიყვანეს მძიმე ტექნიკა. მოსახლეობამ მაშინვე აცნობა ადგილობრივ ხელისუფლებას, პოლიციას, მოძრაობა “გადავარჩინოთ გურიის მდინარეების” წარმომადგენლებს.

_ რა აზრი აქვს ამათთან ბრძოლას?! არაფერი ესმით! ნადგურდება მდინარის ხეობა, სასმელი წყლის გარეშე ვართ დარჩენილი. სანამ არ მოწესრიგდება ლიცენზიის საკითხი, სანამ კანონი არ შეიცვლება სასიკეთოდ და შესაბამისი რეგულაციები არ დაწესდება, სულ წინააღმდეგობას გავუწევთ და არ შემოვუშვებთ აქ. ერთ ტომარა ქვიშას ვერ ამოიღებ, დაგაჯარიმებენ, მათთვის ყველაფერი ნებადართულია, ესაა სამართალი? _ გვეუბნებიან კვირიკეთის მცხოვრებლები.

13 ივლისს მოსახლეობის წარმომადგენლები და ქვა-ღორღის მომპოვებლები, რომლებსაც ლიცენზიის კანონიერებას თხოვდნენ, შეთანხმდნენ, რომ დაიშლებოდნენ და მეორე დღე დათქმულ დროს წარმოადგენდნენ დოკუმენტაციას.

_ დავიშალეთ, თუმცა, მათ სიტყვა გატეხეს. სიტყვის გატეხვა კი არა,  უსირცხვილო საქციელი ჰქვია ამას. ერთი საათიც არ დაუგვიანიათ _ მობრუნდნენ ქურდულად, სასწრაფოდ ამოიღეს ქვა-ღორღი და მოასწრეს ერთი მანქანის გატანა. მოსახლეობა კვლავ გადაუდგა მათ წინ და ამჯერად უკან აღარ მობრუნებულან. როცა ასე იქცევიან, ერთი სიტყვაც კი არის სანდო მათი მხრიდან? _ გვეუბნება “გადავარჩინოთ გურიის მდინარეების” ერთ-ერთი დამფუძნებელი ირმა გორდელაძე.

კვირიკეთში კარიერზე მისულ პირთაგან, ერთ-ერთი, რომელიც აცხადებდა, რომ ის არის მეპატრონე და ლიცენზიანტთან ხელშეკრულება აქვს დადებული, ოზურგეთელი შოთა კიღურაძე აღმოჩნდა.

“გურია ნიუსი” კიღურაძეს დაუკავშირდა და სთხოვა, ესაუბრა, რამდენად კანონიერად ფლობს კარიერს, ფიქტიური ხომ არ არის მისი ლიცენზია, როგორ შეძლებს მოსახლეობის პროტესტის წინააღმდეგ წასვლას და მათ დარწმუნებას საკუთარი ქმედების კანონიერებაში.

_ მე დასამალი არაფერი მაქვს, ვარ კანონიერი მფლობელი, დადებული მაქვს ხელშეკრულება. ოზურგეთს საკრებულოში კარგა ხანია, გაგზავნილია და ადგილზე დევს დასკვნა, რომ ჩვენ გვაქვს კარიერზე მუშაობის უფლება, უკანონოდ არაფერი გაგვაქვს. ხვალ (საუბარი შედგა 16 ივლისს. ავტ.), ჩვენ მივალთ გუბერნიაში, შევხვდებით ყველას, ვისაც ეს საკითხი აინტერესებს.

_ კვირიკეთელები ბრაზობენ, რომ თქვენ აქციის დროს დათქმული დაპირება დაარღვიეთ და კვლავ შეიპარეთ კარიერზე, დატვირთეთ მანქანა და გაიქეცით…

_ შესაპარი რა მჭირდა? კანონიერი დოკუმენტი მაქვს და კანონიერად ვმუშაობ. ყველა კითხვას პასუხს გავცემ.

_ მოსახლეობა არ აპირებს ვინმე შეუშვას კარიერზე, არავის ენდობიან. დარწმუნებული ხართ, მაინც იმუშავებთ და გაიტანთ ქვა-ღორღს?

_ მე უკანონოდ არაფერს ვაკეთებ. ვინ არ მანებებს? ერთი ის უნდა გავარკვიო, რა ორგანიზაციაა ის, ვინც გვეწინააღმდეგება და აქეთ არღვევს ჩვენს უფლებებს.

_ ეს არის მოძრაობა “გადავარჩინოთ გურიის მდინარეები”. მასში საზოგადოების აქტიური წარმომადგენლები გაერთიანდნენ…

_ მაინტერესებს, რა ორგანიზაციაა. ჩვენი სამუშაოები ყველგან ნორმალურად არის შესრულებული. არსად არაფერი დაგვიშავებია. გვაქვს ლიცენზია. არის ნატანი, რომელიც უნდა ამოვიღოთ. მერე კი მანდ ლიცენზია არ გაიცემა.

_ ანუ, თქვენ კანონიერად გაგაქვთ და სხვაზე თუ გაიცა, უკანონო ქმედებაა?

_ სხვა არ ვიცი, ჩვენ ყველაფერი კანონიერად გვაქვს და ვიმეორებ, არსად არაფერი ჩაგვიდენია ისეთი, რომ შენიშვნასაც ვიმსახურებდეთ.

_ აბა, რატომ გედავებიან?

 _ მათ ჰკითხეთ.

_ ვინ არის ლიცენზიანტი, ვისთანაც ხელშეკრულება გაქვთ დადებული და ვისი სახელითაც საუბრობთ?

_ ეს არის კომპანია “ჯორჯიან მინერალს”.

_ დარწმუნებული ხართ, გუბერნიაში შეხვედრის შემდეგ, თქვენ გააგრძელებთ კარიერზე მუშაობას და ქვა-ღორღის გატანას?

_ დიახ, იმიტომ, რომ კანონიერად ვმოქმედებთ. პირიქით, ჩვენს უფლებას არღვევენ ზოგიერთები.

_ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს შეხვედრა დახურული იქნება. თუმცა, მაინც მოვალთ. გაგვაცნობთ თუ არა შეხვედრის დეტალებს?

_ მობრძანდით, დასამალი ჩვენ არაფერი გვაქვს. აუცილებლად გეტყვით, _ გვითხრა კიღურაძემ.

“გურია ნიუსი” მოძრაობა “დავიცვათ გურიის მდინარეების” წევრს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს ლევან მგელაძეს ესაუბრა:

“პირველ რიგში, გეტყვით, რომ ჩვენ, მოძრაობის წევრები და მოსახლეობა წინააღმდეგი არ ვართ ქვიშა-ხრეშის მოპოვების. თუმცა, ეს უნდა ხდებოდეს კანონის ფარგლებში და, ერთხელ და სამუდამოდ, კანონმდებლობაში კარგად უნდა გაიწეროს. სინამდვილეში ყველაფერი კანონსაწინააღმდეგოდ ხდება. რად უნდა განმარტება? მიხვალ ადგილზე და ნახავ _ აოხრებულია მდინარეთა კალაპოტები. ჩვენ ვდგავართ მოსახლეობის გვერდით. მათ არაფერი ეშლებათ. გურიის მდინარეებს ეკოკატასტროფა ემუქრება.

ადრე გარემოს დაცვის სამინისტროში არსებობდა ცალკე სამსახური, რომელიც ამ საქმეს ასე თუ ისე კონტროლს უწევდა, საქმე კეთდებოდა. ორი სამინისტროს გაერთიანების შემდეგ ყველაფერი აირია, კონტროლი მოიშალა და ეს სამსახურიც აღარ არსებობს. ჩვენ შევისწავლით ამ ყველაფერს და გარემოს დაცვის სამინისტროს ვთხოვთ, რომ დაგვრთონ ნება, კონტროლი გავუწიოთ კარიერებზე მიმდინარე მოვლენებს.

აოხრებულია გარემო, ჭებში წყალი დაშრა, ხალხს მიწის ნაკვეთები წაართვა კალაპოტდარღვეულმა მდინარეებმა, ნადგურდება საგზაო ინფრასტრუქტურა, რომელი ერთი ჩამოვთვალო?” _ გვითხრა ლევან მგელაძემ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:03; 12 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

პატრიარქი – ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა

15:45; 11 სექტემბერი, 2026

„ვარდების რევოლუცია" დაფინანსებული იყო ჩემ მიერ - ოქრუაშვილი

ჰოლივუდის ყველაზე შესაშური მამაკაცები

ყველა სიახლე

სამართალი

ბრალდებული ექიმი, რომელსაც სასამართლომ 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, გათავისუფლდა

21:06; 12.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

19:52; 12.09.2026
სამართალი

სასამართლომ ახმეტის სამედიცინო კლინიკის ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

17:30; 12.09.2026
სამართალი

ზღვაში ახალგაზრდა ქალის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

14:32; 12.09.2026
მსოფლიო

უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

12:49; 12.09.2026
სამართალი

პროკურორი: დავით ნარიმანიძის მკვლელობის მიზეზი სადღეგრძელოს გამო დაწყებული უკმაყოფილება გახდა

12:47; 12.09.2026
სამართალი

სასამართლო გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

12:38; 12.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა

11:11; 12.09.2026
მსოფლიო

რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

10:59; 12.09.2026
სამართალი

რეჟიმს შეწყალება რომ არ უნდა მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება, ღირსების განცდაც საკმარისია – მზია ამაღლობელი

10:19; 12.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:03; 12.09.2026
მსოფლიო

მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

9:26; 12.09.2026
მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11.09.2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11.09.2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო