https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ხშირად თუ ვინმე მაკრიტიკებს, მაკრიტიკებს დედაჩემი“ _ ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან

6:12; 26.12.2019
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, პოეტი, მწერალი გიორგი კეკელიძე “გურია ნიუსმა“ ოზურგეთში ჩაწერა. მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, მან ჩვენთვის დრო გამონახა. საუბარი შობა-კალანდის შესახებ დავიწყეთ.

გიორგი კეკელიძე: შობა-კალანდის ტრადიციები ჩემთვის უკავშირდება 90-იან წლებს. ყველაფერი არც წიგნში დამიწერია და არც მოგონებებში გამომიხატავს, უბრალოდ, ერთი მიზეზის გამო, ადამიანის მეხსიერება ყველაფერს ვერ იტევს. ყველაფერი მაინც უკავშირდებოდა იმ უიმედობის დაძლევის სურვილის, რომელიც მაშინ სუფევდა ჩვენს ქვეყანაში. მთელ წლებს ვატარებდით უშუქობით, ომებით, ეკონომიკური გაჭირვებით და ათასი პრობლემით. მიუხედავად ასეთი ყოფისა, ძირითად დღესასწაულებს იმედიანად ვეგებებოდით და ამ რიცხვში მეც ვიყავი. ამ იმედს ამყარებდა ისიც, რომ ელექტროენერგია მოდიოდა და იმ დროს ეს დიდი ზეიმი იყო, ახლა „დიდი ზეიმი“  ბრჭყალებში ჩავსვათ, მაგრამ იმ დროს, ეს მართლაც სასწაული მოვლენა იყო. თორმეტს რომ თხუთმეტი წუთი აკლდა, მაშინ ე.წ. “დიდი ელექტრო ენერგია“ მოდიოდა, ცენტრალური. ვრთავდით ტელევიზორს, იყო დიდი ჟრიამული, რომელიც მალევე გადაივლიდა,  სადღაც მაქსიმუმ 3 იანვრამდე გაგრძელებულიყო. მერე ეს განცდები, შეძლებისდაგვარად, გარკვეული პერიოდი მიგვყვებოდა.

შობის რიტუალი იყო კლასიკური. ბებიაჩემი აცხობდა მუცლის სალოცავებს (გურული ღვეზელი), რომელსაც აუცილებლად შემოგვატარებდა ყველას და თან ამას ურთავდა ლოცვას. ამ პატარა რიტუალის შემდეგ მივირთმევდით. ძალიან მოკრძალებული, მაგრამ დიდი განცდის მატარებელი ამბავი იყო.

_ თქვენი საახალწლო სურვილები რა იყო?

_ მაშინ ადამიანების სურვილები ძალიან მოკრძალებული იყო. პირველი და მნიშვნელოვანი, ეს იყო მშვიდობის სურვილი, რაც შემორჩენილი გვაქვს ტრადიციებში და სუფრის წინამძღვარი, ე.წ. თამადა გურიაში მშვიდობით იწყებს სადღეგრძელოს. ყველას გვახსოვს, როგორი გახშირებული იყო ყაჩაღობა, ქურდობა და ა.შ. ეს იყო ყველაზე დიდი შიში და სტრესი იმდროინდელი ადამიანისა, გამოძრომის სურვილი იყო პირველი და მნიშვნელოვანი. მერე, უბრალოდ, ყველა ადამიანისთვის იყო, ელემენტარული კომფორტი მაინც უსურვოს საკუთარ თავს, რომელიც დალოცვაში ხვავად და ბარაქად მოიაზრებოდა. ახალი წელი ჯადოსნურ შეგრძნებებთან ასოცირდება და ჩვენ ყველანი მაინც ვიმეორებთ საკუთარ ბავშვობას ამ თვალსაზრისით. თუ თოვლის ბაბუის ან სანტა-კლაუსის არ გვჯერა… გვჯერა საკრალური სიტყვებისა, რომელსაც ვიტყვით და შემდეგ მთელი წელი დაგვებედება.

_ ანუ ახლა, ასე  ვთქვათ, ფერადი სურვილები გაქვთ?

_ ამ წუთას, შეიძლება ითქვას, რომ მყისიერი საფრთხეები არ არსებობს, მაგრამ მშვიდობა მაინც მნიშვნელოვანი  დარჩა ჩვენი ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა,  ვცდილობ, ჩემს ჩანაფიქრში, რომელიც, ბუნებრივია, ყოველთვის ეგოისტურია, ის ახლობელი ადამიანები მოვიაზრო, პირველ რიგში, რომელიც ჩემ ირგვლივ ცხოვრებენ და მათი ჯანმრთელობა  და კეთილდღეობა ვისურვო.

_ რის შეცვლა გინდათ, რას ისურვებდით?

_ ძალიან ხშირად დავდივარ გურიაში და კონკრეტულად, ოზურგეთში. ახლა ფილმის სცენარი იწერება, ფილმის პროექტზე ვმუშაობ, რომლის მოტივები “გურული დღიურებიდან“ არის წამოსული. ეს პროექტი რეჟისორ ლევან კოღუაშვილთან ერთად ხორციელდება. რატომ ვახსენე ახლა ეს?  _ მგონია, რომ გურიას სჭირდება აქტიური შემჩნევა და არა ერთჯერადი. ბახმაროდან და გომისმთიდან სელფის დადება ეს ერთჯერადია, ასევე, ერთჯერადია ტელევიზიებმა გააკეთოს სიუჟეტები ან გადაცემა კალანდაზე და მორჩა. გურიას სჭირდება ეს ფრაგმენტულობა გადაიზარდოს დიდი არსით პერმანტულობაში. გურია უნდა ვაქციოთ  მხარედ, რომ სულ შემჩნეული იყოს, ეს იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის თუ უცხოეთიდან ჩამოსული ტურისტებისთვის.

_ რა ადგილები გაქვთ მონიშნული გურიაში?

_ ეს ის ადგილებია, რომელიც პირადად, ინდივიდუალურად მიკავშირდება მე _ ეს არის ჩემი სახლი სურებში (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) და ნატანებში (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი).

გურიის მთავარი სავიზიტო ბარათი არის ის, რომ რეალურად მისი ლანდფშატი არის უნიკალური, ანუ აქ არის მთაც, ზღვაც და ასე ვთქვათ, გარდამავალი სივრცეები ანუ იგივე ბახმარო, გომისმთა, ჯიხეთის დედათა მონასტერი, ჯუმათის, შემოქმედის მამათა მონასტრები. მერე უკვე ის სივრცეები, რომლებიც იშლება შეკვეთილიდან გრიგოლეთამდე. თუ ჩვენ სწორედ დავინახეთ და აღვიქვით, ხელში გვექნება ფანტასტიკური სივრცე მთელი მსოფლიოსთვის. ამას ემატება ეთნო-კულტურული ტურიზმი, ჩვენი კრიმანჭული და ბევრი რამ, რაც სწორად მისაწოდებელი ტურისტებისთვის.

_ ხშირად წერთ ბებიაზე, მამაზე, მაგრამ იშვითად წერთ დედაზე. რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში მასზე დაწერე…

_ ეს თვითონ დედაჩემისგან არის განპირობებული. არ უყვარს საჯარო სივრცეებში გამოჩენა და საჯაროდ საუბრები. ჩვენ გვაქვს კლასიკური დედა-შვილური ურთიერთობა. ის არის ჩემი ოპოზიცია და ყველაზე ხშირად თუ ვინმე მაკრიტიკებს, მაკრიტიკებს დედაჩემი. ყველაზე მეტ შენიშვნას ის მაძლევს.

_ რამდენად ითვალისწინებ მის შენიშვნებს და რჩევებს?

_ ხან ვითვალისწინებ და ხან _ არა, ასე იყო ბავშვობიდანვე.

_ სოციალურ ქსელებში, ტელევიზიებში აქტიური ხარ. თავისუფალი დრო თუ გრჩება და როგორ იყენებ მას?

_ თავისუფალი დრო ნაკლებად მაქვს… მაგრამ, თავისუფალი დროის აღქმა ასეთი არ მაქვს, რომელიც დასვენებას უნდა უკავშირდებოდეს.

_ თავისუფალ დროს რას კითხულობთ?

_ მე პროფესიული თვალსაზრისით მიწევს წიგნების კითხვა. იმიტომ, რომ ლექტორი ვარ და ხანდახან გადაკითხვაც მიწევს წაკითხული წიგნების. ხშირ შემთხვევაში, ვარ ჟიურში და იქ უამრავი წიგნის კითხვა მიწევს. ზოგს სიამოვნებით ვკითხულობ, ზოგსაც კი _ იძულებით. მოკლედ,  ვკითხულობ  ყველას და ყველაფერს.

_ იმ მძიმე ფონზე, რაც ამ ბოლო დროს არის ჩვენ ქვეყანაში, განტვირთვა ყველას გვჭირდება. საახალწლო დღეებში, რომელი წიგნის კითხვას გვირჩევ?

_ ჩემთვის ორი ავტორია ყველაზე კარგად საკითხავი _ არჩილ სულაკაური და ასტრიდ ლინდგრენი.

_ მას შემდეგ, რაც “გურული დღიურების“ გამოქვეყნება დაიწყეთ, საზოგადოებაში ამბობენ _ ხომ არ არის ნოდარ დუმბაძის შემოქმედების გაგრძელება.

_ გაგრძობითობა და ტრადიციები ყოველთვის არსებობს მწერლობაში. მათ შორის ისეთ სპეციფიკურ მოცემულობაში, როცა საკითხი გურიას ეხება. მე სიხარულით მოვაწერდი ხელს იმას, რომ ვაგრძელებდე იმ თემებს, რომელზედაც მუშაობდა ნოდარ დუმბაძე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო მწერალი. თუმცა, ჩემი მიმართულება მაინც განსხვავებული არის, ეს გულისხმობს სხვა ეპოქის ასახვას, რომელიც სპეციფიკურად განსხვავდება იმ ეპოქისაგან,  სადაც ნოდარ დუმბაძეს მოუწია ცხოვრება. ამავდროულად, ეს არის კლასიკური ტიპის რომანები, ეს არის, ე.წ. მხატვრული ესეისტიკა.

_  წარმატებული იყო 2019 წელი?

_ თუ პროფესიული კუთხით მეკითხებით, ცხადია კმაყოფილი ვარ, რადგან ჩვენ დავიწყეთ გარდამტეხი მოძრაობა ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით. დავიწყეთ პირველი სართულის სრული რეაბილიტაცია, ასევე, ასობით სოფლის ბიბლიოთეკა აღვადგინე, არაერთი ქართული კუთხე გავხსენით საზღვარგარეთ. ჩემთვის, ინდივიდუალური თვალსაზრისათაც მნიშვნელოვანი იყო 2019 წელი, რადგან “თომას ზღაპრები“ გამოიცა ჩინეთში, საფრანგეთსა და იტალიაში… დავიწყეთ ფილმზე მუშაობა, რომელიც ჩემთვის არის სერიოზული გამოწვევა და ვფიქრობ, ამ ფილმით ახალ ეტაპს დავიწყებ ჩემს, პირად შემოქმედებით ცხოვრებაში.

_ რას გვისურვებდით 2020 წელს?

_ პირველი და მნიშვნელოვანი ამბავი არის ჯანმრთელობა, ყველანაირი პათეტიკის გარეშე ვამბობ ამას. ჯანმრთელობაზე დგას სხვა დანარჩენი მოცემულობა. ყველას ვუსურვებ 2020 წელს ვიყოთ მაქსიმალურად ჯანმრთელები. ასევე, ვისურვებდი _  შრომას, სწავლას და თავისუფლებას.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:03; 12 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

პატრიარქი – ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა

15:45; 11 სექტემბერი, 2026

არჩილ თალაკვაძე:ბოდიში, მაგრამ ეს არის ზუსტად ორმაგი მიდგომა

ბურკინა ფასოში 2 დღიანი გლოვა გამოცხადდა

ყველა სიახლე

სამართალი

ბრალდებული ექიმი, რომელსაც სასამართლომ 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, გათავისუფლდა

21:06; 12.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

19:52; 12.09.2026
სამართალი

სასამართლომ ახმეტის სამედიცინო კლინიკის ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

17:30; 12.09.2026
სამართალი

ზღვაში ახალგაზრდა ქალის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

14:32; 12.09.2026
მსოფლიო

უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

12:49; 12.09.2026
სამართალი

პროკურორი: დავით ნარიმანიძის მკვლელობის მიზეზი სადღეგრძელოს გამო დაწყებული უკმაყოფილება გახდა

12:47; 12.09.2026
სამართალი

სასამართლო გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

12:38; 12.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა

11:11; 12.09.2026
მსოფლიო

რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

10:59; 12.09.2026
სამართალი

რეჟიმს შეწყალება რომ არ უნდა მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება, ღირსების განცდაც საკმარისია – მზია ამაღლობელი

10:19; 12.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:03; 12.09.2026
მსოფლიო

მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

9:26; 12.09.2026
მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11.09.2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11.09.2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო