https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

კოვიდ კრიზისის მწარე გაკვეთილი და ახალი მომავალი საქართველოს ეკონომიკისთვის

7:01; 30.01.2021
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

“ჩვენ საშიშ ახალ სამყაროში შევაბიჯეთ ან, იქნებ, პირიქით _ ძველ სამყაროში ვბრუნდებით, რომელშიც ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ?“ _ სვამს კითხვას რიჩარდ კონიფი, რომელიც ინფექციურ დაავადებათა აღმოჩენის ისტორიაზე მუშაობს  პრინსტონის უნივერსიტეტისთვის. მისი თქმით, დღეს მიღებული გაკვეთლები სულ უნდა გვახსოვდეს, როცა ეს პანდემია ჩაივლის, რადგან სულაც არაა გამორიცხული, დედამიწაზე მორიგი, დამაქცევარი  პანდემიის ანგელოზი უკვე შლიდეს ფრთებს. მაგრამ, მანამდე, კაცობრიობას ჩვენს ქვეყნებში, ოჯახებში, საფულეში, მაცივარში, ფილტვებში მოკალათებული უკვე ფრთაგაშლილი პანდემია ჰყავს დასამარცხებელი, რეალობა _ დასათვლელი, მომხდარი – გასაანალიზებელი.

ყველა თანხმდება, რომ კორონავირუსის (COVID-19) პანდემია რთული გამოწვევა აღმოჩნდა მსოფლიო ჯანდაცვის სისტემისთვის, და შესაბამისად _  გლობალური ეკონომიკისთვისაც. ინფიცირებულთა სწრაფად მზარდმა რაოდენობამ და ვირუსის გავრცელების ფართო არეალმა 2019 წლის მიწურულს,  ვუჰანში გაჩენილი ვირუსი სულ რამდენიმე თვეში პანდემიად აქცია. მსოფლიო ეკონომიკაზე COVID-19-ის ნეგატიური ეფექტი ახლა უკვე შეუქცევადი მოცემულობაა. თუმცა, კითხვები COVID-19-ის ზეგავლენის მასშტაბსა და ხარისხზე ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია. და თუ ამ კითხვებს პასუხები არ გაეცემა, შეუძლებელია ვისაუბროთ როდის დაუბრუნდება დედამიწა ცხოვრების ჩვეულ რიტმს, რაც ეკონომიკის გულისცემის შესატყვისია.

2020 წლის მარტის დასაწყისიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა კოვიდ-19-ით დაზარალებული ეკონომიკებისთვის პროგნოზების შედგენა და გამოქვეყნება დაიწყეს. პირველი ანგარიშები საკმაოდ ოპტიმისტური მოლოდინებით გამოირჩეოდა. თუმცა, ვირუსის გავრცელების პარალელურად, პროგნოზები გაუარესდა, ყველაზე მეტად _ საქონლის ექსპორტისა და ტურიზმის სექტორში.

ტრაგიკულდ შთამბეჭდავია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული კვლევები და ანგარიშები გლობალურ ეკონომიკაზე პანდემიის გავლენის შესახებ; აზიის განვითარების ბანკის მიერ გავრცელებულ ანგარიშში წერია, რომ პანდემიამ 77$ (0.08% მშპ) მილიარდიდან 347$ მილიარდამდე (0.4% მშპ) ზიანი მიაყენა მსოფლიო ეკონომიკას.

გაეროს მიერ შემოთავაზებული უკანასკნელი ანალიზით კი, COVID-19-ის პირველი ტალღის შემდგომ, გლობალური ეკონომიკის ზრდა მინიმუმ 2.5%-მდე შემცირდა, მიყენებული ზარალი კი დაახლოებით ტრილიონ დოლარს აღწევს. უფრო ცუდ შემთხვევაში, ეს რიცხვი შეიძლება გაორმაგდეს.

საქართველოსთვის, კოვიდ-19-ით გამოწვეული საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისი ჩვენ თვალწინ გადაიზარდა ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისად: გაზრდილი მოთხოვნა პროდუქტზე, უმუშევრობის ზრდა, სიღარიბის მაჩვენებლის გაზრდა, ეროვნულ ვალუტაზე სხვადასხვა ფაქტორების ზეწოლა, ტურიზმისა და საერთაშორისო გზავნილების შემცირება… _ ეს ის ხილული ეკონომიკური ეფექტებია, რომელთა შედეგებს საქართველოს მოსახლეობა ყოველდღიურად ეჩეხება. სპეციალისტების ნაწილი თვლის, რომ ხელისუფლება ამას  ვერ გაუმკლავდა, ბევრი არაადეკვატური გადაწვეტილებები მიიღო და შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკის ძირითად დარგებში უმძმესი ვითარება შეიქმნა.

საქართველოს ეკონომიკა, მისი სტრუქტურიდან გამომდინარე, ძალიან მგრძნობიარეა საგარეო შოკების მიმართ; რადგან მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საერთაშორისო ტურიზმის შემოსავლებზე, ვაჭრობაზე, ინვესტიციებსა და ფულად გზავნილებზე,  შეზღუდული შესაძლებლობა აქვს, რომ დამოუკიდებლად გაუმკლავდეს მსოფლიო პანდემიის გლობალურ ეკონომიკურ შედეგებს.

საქართველოს ეროვნული ვალუტა, ლარი, ჯერ კიდევ პანდემიის გავრცელებამდე გამოირჩეოდა მაღალი მერყეობით. კოვიდ-19-ის ეფექტმა მისი პოზიციები საგრძნობლად შეასუსტა. 2020 წელს, ლარი რეკორდულად  გაუფასურდა, რასაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უცხოური სავალუტო რეზერვების გაყიდვის რამდენიმე ტალღით უპასუხა, რათა ეროვნული ვალუტის სტაბილიზებას დახმარებოდა. უკვე 2020 წლის ივლისის ბოლოსთვის 1 აშშ დოლარის ღირებულება 3 ლარს ასცდა. 

კოვიდ პანდემიამ სერიზულად დააზარალა ტურიზმის ინდუსტრია. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მონაცემებით, საერთაშორისო ტურიზმი, დაახლოებით, 80%-ით შემცირდა 2020 წელს და მის აღდგენას არც წელს უნდა ველოდოთ. მსგავს ვარაუდებს გამოთქვამს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიო ტურიზმის 70%-ით შემცირებას ვარაუდობს და უწინდელ მაჩვენებლებთან დაბრუნებას მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ პროგნოზირებს. ქვეყნებისთვის, რომელთა ეკონომიკაშიც ტურიზმის წილი მნიშვნელოვანია, ზარალი კიდევ უფრო დიდი იქნება.

ბოლო წლებში ტურიზმი საერთაშორისო შემოსულობების ერთ-ერთი უმთავრესი წყარო გახდა საქართველოსთვის. ამ სექტორის წილი მშპ-ში თითქმის 11%-ს შეადგენს.  საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლების სრულად ჩავარდნის გამო, გასული წლის წლის მეორე კვარტალში, ზარალი მინიმუმ 2 მილიარდი ლარი იყო.  საერთაშორისო ტურისტების კლება 2020 წლის  თებერვალში დაიწყო (-0.7%),  მკვეთრი კლება იყო მარტსა (-62.3%) და აპრილში (-94.5%), რაც დაკეტილი საზღვრების და შეჩერებული ფრენების ლოგიკურ შედეგს წარმოადგენდა. ტენდენცია მაისსა (-94.6%) და ივნისშიც (-95.5%) გაგრძელდა, რადგან საზღვრები ისევ ჩაკეტილი იყო.  ახლაც, გლობალური ტურიზმის კლების პირობებში, არ უნდა ველოდეთ, რომ საერთაშორისო ტურისტების საქართველოში ვიზიტების მაჩვენებელი ძველ, მაღალ დონეებს მალე დაუბრუნდება. ამას ირიბი მულტიპლიკატორის ეფექტი ექნება მომიჯნავე დარგებზე, როგორებიცაა სასტუმროები და რესტორნები (https://eprc.ge/uploads/brosh/COVID__fin-geo.pdf)

პროფესორი ვლადიმერ პაპავა “გურია ნიუსთან“ საუბარში ამბობს, რომ  საქართველოს ეკონომიკში შექმნილი სიტუაცია დიდად არ განსხვავდება, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შექმნილი სიტუაციისგან _ რადგან პანდემია გლობალური ფენომენია, ამიტომ ეკონომიკური კრიზისიც გახდა გლობალური.

“რადგან საქართველოში, პრიორიტეტულ დარგად გამოცხადებული იყო ტურიზმი, ეს საქართველოს ეკონომიკაზე აისახა; გამოჩნდა, რომ ჩვენი ეკონომიკის მთავარი დარგი, დაუცველი იყო“, _ ამბობს ვლადიმერ პაპავა და თვლის, რომ მხოლოდ ტურიზმზე დამოკიდებულების მიმართულება, საქართველომ, პანდემიის დასრულების შემდეგ, უნდა შეცვალოს.

_ პირველ რიგში, უნდა განვითარდეს მრეწველობა. საქართველოს ყველა ქალაქთან და შედარებით მსხვილ სოფელთან უნდა შეიქმნას აგროსამრეწველო საწარმოები. იქ მოწეული ნედლეულის გადამუშავება უნდა ხდებოდეს, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება მოხდება. თუმცა, ქვეყნის განვითარებისთვის არც ესაა სტრატეგიული. სტრატეგიული ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკაა, რაც მსოფლიოში ყველაზე პრიორიტეტულია, ანუ  მეცნიერებატევადი, ცოდნატევადი პროდუქტების წარმოება.

ასეთი პროდუქტები, როგორც წესი, უფრო ძვირიც არის  და უფრო  მეტი მოგების მომტანიც. მაგრამ ამ ეკონომიკაზე გადასვლა შეუძლებელია, თუ ქვეყანაში არ იქნება განვითარებული მეცნიერება, არ იქნა განვითარებული უმაღლესი განათლება, პროფესიული განათლება. აი, ეს სფეროებია  გასავითარებელი. მართალია,  სწრაფი შედეგი ამ კუთხით ვერ გვექნება, მაგრამ თუ არ დავიწყებთ ქმედებას დღეს, შედეგის დადგომა დროში კიდევ უფრო გადაიწევს,  _ მიიჩნევს ლადო პაპავა (ვრცელ ინტერვიუს ბატონ ლადო პაპავასთან, “გურია ნიუსი“ მალე შემოგთავაზებთ).

კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის მიმართ საქართველოს ეკონომიკის მაღალ მოწყვლადობას სპეციალისტები სხვადასხვა ფაქტორებით ხსნიან; მაგალითად, მთლიანი შიდა პროდუქტის სტრუქტურით: დარგობრივად ყველაზე დიდი წილი ისეთ ეკონომიკურ საქმიანობებზე მოდის, რომლებიც ყველაზე მეტად დაზიანდნენ კორონავირუსის პირობებში –  საბითუმო და საცალო ვაჭრობა (13.9 %), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (11.4 %), მშენებლობის სექტორი (8.3%) და საფინანსო-სადაზღვევო საქმიანობები  (6.1%) (მონაცემები ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2018 წლის მონაცემებს მთლიანი შიდა პროდუქტის შესახებ).

საქართველოს ეკონომიკის მოწყვლადობას ეკონომისტი ტატო ხუნდაძე ასე ხსნის: “საქართველოში და სხვა პოსტ-საბჭოათა ქვეყანაში ადგილი ჰქონდა სწრაფ დეინდუსტრიალიზაციას, დასაქმებაში (და არა ეკონომიკაში) სოფლის მეურნეობის წილის ზრდას და სერვისული სექტორების გაძლიერებას. ამ სერვის სექტორებმა შექმნეს სპეციფიური დასაქმების სტრუქტურები, ე.წ. პრეკარიატული დასაქმების ადგილები, არასტაბილური სამსახურები, რომლებიც შოკის მიმართ მაღალი მოწყვლადებით ხასიათდებიან. ეს აჩვენა არა მხოლოდ ახლანდელმა კრიზისმა, არამედ უფრო ადრინდელი კრიზისებიც ამაზე მეტყველებენ. საქართველოში დღეს გვაქვს მდგომარეობა, როდესაც ჩვენი საგადამხდელო ბალანსი მეტწილად დამოკიდებული იყო ტურიზმის სექტორზე და საგარეო გადმორიცხვებზე. ამას ემატებოდა ქვეყნის უარყოფითი სავაჭრო დეფიციტი (სხვაობა ქვეყნის საერთო ექსპორტსა და იმპორტს შორის), რისი დაბალანსებაც მეტწილად ტურიზმით და საგარეო გადმორიცხვებით ხდებოდა. დღეს კი სახეზე გვაქვს კრიზისების წარმოქმნის დომინოსებური ეფექტი – ტურიზმის კოლაფსმა გაზარდა უმუშევრობა, დაეცა შემოსავლები, შემცირდა მთლიანი შიდა მოთხოვნა და შესაბამისად შემცირდა საბიუჯეტო შემოსავლები“ (“ეკონომიკური პოლიტიკა კრიზისის დროს“ – EMC).

ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის მკვლევარი თორნიკე ჩივაძე, EMC-თან ინტერვიუში მიიჩნევს, რომ, სახელმწიფო საგადასახადო სისტემა, რომელიც ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად უნდა იქცეს რესურსების მობილიზებისთვის და კოორდინირებისთვის, განუვითარებელია, მეორე სუსტი წერტილი კი განუვითარებელი დასაქმების ბაზრის სტრუქტურაა.

_ სოციალური მიმართულებით, ჩავარდნის მეორე მხარეა ასევე განუვითარებელი დასაქმების ბაზრის სტრუქტურა. კერძოდ, თვითდასაქმების მაღალი მაჩვენებელი, რაც არა მხოლოდ დაბალშემოსავლიანების უზარმაზარ არმიას ქმნის, არამედ სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის მიღმა ტოვებს ასეთ ადამიანებს და ვნახეთ, რომ სოციალური კრიზისის პირობებში შეიქმნა პრობლემები ამ ადამიანების იდენტიფიცირების მხრივ, _ ამბობს თორნიკე ჩივაძე.

მისი აზრით, ყველფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენ ხანს გასტანს პანდემიური კრიზისი:

_ ანტიკრიზისული გეგმიდან იკვეთება, რომ მთავრობის მიერ დაანონსებული პოლიტიკა მცირე მეურნეობების დაფინანსებაზე არის ორიენტირებული, რაც უფრო სიციალურ მიდგომას წარმოადგენს. ყველაფერი მაინც დამოკიდებულია კრიზისის ხანგრძლივობაზე _ თუ მოკლევადიანი კრიზისი იქნება, მაშინაც მცირე მეურნეობების მხარდაჭერა გაამართლებს, მაგრამ თუ გაგრძელდა კრიზისი, მაშინ მცირე მეურნეობები ვერ გადარჩება და მნიშვნელოვანი იქნება გამსხვილებაზე ორიენტირება. ორივე შემთხვევაში, ბუნდოვანებებს სახელმწიფოს მხრიდან მეტი გეგმარებითი პოლიტიკის გატარება დააზღვევს, რაც შესაძლოა მოხდეს სამინისტროთა შორის არსებული უწყების ჩამოყალიბებით, რასაც ექნება მაღალი ავტორიტეტი და პასუხისმგებელი იქნება განვითარების გეგმების წარმოდგენაზე და მის აღსრულებაზე. ეს საკითხი უკვე დგას, და მნიშვნელოვანია ამ საჭიროების აღიარება და უფრო გამბედავი ნაბიჯების გადადგმა. ანტიკრიზისული გეგმის სოციალურ ნაწილს რაც შეეხება, აქაც სახელმწიფო მოგვევლინა ცენტრალურ აქტორად. ის იძულებული გახდა ეღიარებინა იმ დაავადების არსებობა, რომელიც კორონავირუსამდე არსებობდა – უმუშევრობის დაავადება. და თუ მანამდე ამ დაავადების მკურნალობა მხოლოდ ბიზნესზე იყო გადაბარებული, დღეს ამ დაავადების მართვაც სახელმწიფომ – სიტუაციური იძულებით – აიღო ხელში. შედეგად, საზოგადოება დაინახავს და იმედია, თითონ სახელმწიფოც გააცნობიერებს, რომ სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით, შესაძლებელია სხვადასხვა სოციალური პრობლემის გადაწყვეტა“, _  მიაჩნია თორნიკე ჩივაძეს.

პანდემიური კრიზისის ხანგრძლივობა, საქართველოს ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუმცა პანდემიის დასრულების პროგნოზი მთლიანად ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებზეა დამოკიდებული, – მიაჩნია ლადო პაპავას:

_ ჩვენ ნამდვილად არ ვიცით, როდის დასრულდება ეს ეკონომიკური კრიზისი, ერთი მარტივი მიზეზის გამო _ ამ კრიზისის დასრულების მექანიზმი ეკონომიკაში არ არის. ეს კრიზისი უნდა დაასრულონ მედიკოსებმა. სანამ არ იქნება ეფექტიანი ვაქცინაცია და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, მკურნალობის ეფექტიანი საშუალებები, ეს კრიზისი არ დასრულდება,  რადგან არ დასრულდება თავად პანდემია, _ ამბობს ლადო პაპავა.

ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში ვაქცინაციის ჩატარების სამიზნე ნიშნული მოსახლეობის 60%-ია. პროცესის დაჩქარების პირობებშიც კი, ეკონომიკური მდგრადობის მიღწევა  და თუნდაც ძველი ნიშნულების აღდგენა ძალიან ძნელი იქნება. გამოსავალი მხოლოდ რაციონალური, გაბედული და სახელმწიფოებრივი ქმედებაა, პირველ რიგში, ქვეყნის მთავრობისგან, საზოგადოებისგან. სწორი ეკონომიკური მექანიზმების შექმნა და ამუშავება აქ და ახლა, მხოლოდ პანდემიური კრიზისის პირობებში კი არაა საჭირო; არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ ახლა, როცა ვაქცინაცია შესაძლებლობას გვაძლევს ამ რთული, დამღლელი, ბნელი გვირაბის ბოლოს შუქი დავინახოთ, პოსტ პანდემიური რთული ეკონომიკური უღელტეხილები გველოდება. არც დღევანდელი გაკვეთილი არ უნდა დავივიწყოთ, რადგან არავინ იცის, ახალი პანდემიის მრისხანე ანგელოზი როდის გაშლის ფრთებს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ოზურგეთის ცენტრში, მოსაცდელში, დარშიც წვიმა გიცდით…

11:20; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში

10:28; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

გოგებაშვილის ქუჩაზე შესრულებული სამუშაოებით უკმაყოფილოები არიან

09:01; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

 თხილის ყველაზე ცუდი ფასი ბოლო წლების განმავლობაში

08:57; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

10 სექტემბერი ენერგეტიკოსის დღეა – „პარვუს ჯგუფის“ მილოცვა კოლეგებს, დარგის სპეციალისტებსა და მომავალ ენერგეტიკოსებს

20:39; 10 სექტემბერი, 2026

ინფიცირების და გარდაცვალების ახალი შემთხვევები საქართველოში

შამბა: "საქართველოსთან ვაჭრობა უნდა აღვადგინოთ"

ყველა სიახლე

მსოფლიო

დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

11:57; 11.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთის ცენტრში, მოსაცდელში, დარშიც წვიმა გიცდით…

11:20; 11.09.2026
სამართალი

“ოთხი კაცი ურტყამდა, მოსაკლავად გაიმეტეს”

10:52; 11.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში

10:28; 11.09.2026
მსოფლიო

რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

9:43; 11.09.2026
საზოგადოება

გოგებაშვილის ქუჩაზე შესრულებული სამუშაოებით უკმაყოფილოები არიან

9:01; 11.09.2026
საზოგადოება

 თხილის ყველაზე ცუდი ფასი ბოლო წლების განმავლობაში

8:57; 11.09.2026
საზოგადოება

10 სექტემბერი ენერგეტიკოსის დღეა – „პარვუს ჯგუფის“ მილოცვა კოლეგებს, დარგის სპეციალისტებსა და მომავალ ენერგეტიკოსებს

20:39; 10.09.2026
21-ს ქვევით

96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

20:24; 10.09.2026
საზოგადოება

3.5 მილიონი ლარი ორი საბავშვო ბაღისთვის _ ჩოხატაურსა და ლანჩხუთში ახალი ტენდერი გამოცხადდა

19:53; 10.09.2026
საზოგადოება

სეს-მა აჭარაში, იმერეთსა და შიდა ქართლში დარღვევები და არალეგალური საწარმო გამოავლინა

17:57; 10.09.2026
პოლიტიკა

მაკრონის მიწვევა და 3 დეკლარაცია: ირაკლი კობახიძე პარიზში კოსმოსის სამიტს დაესწრო

16:35; 10.09.2026
საზოგადოება

მელექედურის საჯარო სკოლის შენობის სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი გამოცხადდა

14:25; 10.09.2026
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:25; 10.09.2026
ფინანსები

განათლებიდან შესაძლებლობებამდე – რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი

14:20; 10.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო