სოფელ ლესაში ბესიკ ხარძიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი-ფეხბურთში დასრულდა.
ფინალურ შეხვედრაში „ლანჩხუთმა“ „გვიმბალაური“ დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
გადამწყვეტ მატჩს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილიც დაესწრო. ფინალის დასრულების შემდეგ, მერმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ტურნირის ჩემპიონები და პრიზიორები კუთვნილი თასებითა და მედლებით დააჯილდოვა.
სპორტული შეჯიბრების ორგანიზატორი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური გახლდათ.
ფოტო: ლანჩხუთის მერია



































































