https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მძარცველების მძარცველი _ “პოლიციამ, დანებება რომ აეძულებინა მამამისი დააპატიმრა”

5:06; 27.06.2017
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

დათა მიქელაიშვილი, “მძარცველების მძარცველი და ნაძარცვის წამღები,” სოფელ მელექედურის მცხოვრები ღარიბი გლეხი იყო.

დაბადებული დაახლოებით 1860-63 წწ. გადმოცემით ყოფილა “მაღალი სკელი, იშვიათი სილამაზის… ატარებდა წვერს”. გადმოცემით მას გაჭირვების გამო სხვაგან მოუწია ეძებნა სამუშაო. ის ქობულეთის რკინიგზაზე მუშაობდა შავ მუშად. შემდეგ მოხვდა ბათუმში, სადაც პირველად დააპატიმრეს, მაგრამ ის გაიქცა. მისი დაჭერის მიზეზი უცნობია. პირველად ტყეში გავარდნისა და ფირალობის შემდეგ ის მთავრობამ შეირიგა, მაგრამ ცოტა ხნით. ზესტაფონში მან სხვა ფირალებთან ერთად მღვდელი დააყაჩაღა. შემდეგი დაჭერის შემდეგ მას კატორღა მიუსაჯეს და სახალინზე გადაასახლეს. მაგრამ იქიდან გაიქცა და ისევ გურიაში დაბრუნდა. გაქცევის შესახებ შემორჩენილია პატარა ლექსი:

“სახალინში, რომ გამგზავნეს, დამდვეს მძიმე ბორკილები.

ისე მაგრათ დამიჭირეს, შიშით ახლაც მტკივა ძვლები,

მე იქიდან წამუედი, სადაც მზეი არ ანათებს”

გურიაში მან ისევ განაგრძო ფირალობა და თითქმის რვა წელი იფირალა. თურმე, მიქელაიშვილი, სისონა დარჩიაზე “უფრო მალე გეიქცა ფირალად. იმან ძველ ფირალეფში ყველაზე მეტ ხანს გაძლო”.

ხალხი, როგორც ყველა ფირალს, მასაც მფარველობდა და სიმპათიით უყურებდა.

“მამაჩემთან ნენამ სადილი გამატანა ყანაში. როცხა ტყეში შევედი. გზაზე ტყიდან გამოვიდა სკელი კაცი, მეშის პალტო ეცვა და მორიდებით მითხრა: ბიძია თუ შეიძლება მშია და პაწა საჭმელი მომეციო. მე შემეშინა ურცხო კაცის და მივეცი”.

როცა ბავშვმა ეს ამბავი მამას მოუყვა, მას გაეცინა: “…რა უჭირს მერე, მე რომ მეყოფა იმდენი მაინც ქე დუუტოვებიავო. თურმე მამაჩემი დედაჩემს ყოველთვის ერთი კაცის საგზალს მეტს აგზავნიებდა ყანაში, რადგან დათაე მიქელაიშვილს ელოდა ყოველ სადილათ”. გლეხები თურმე ფირალებს ქვაზე ქვის დარტყმით აგებინებდნენ, სადილის დრო დადგაო.

ერთხელ, ნატანების ბოგასთან მიქელაიშვილმა თავის მეგობართან ცხომელიძესთან ერთად “ლინეიკა” გააჩერა. “ლინეიკაში” პრისთავი ვაშალომიძე ეგულებოდა, მაგრამ იქ არ დახვდა. მას დრო არ დაუკარგავს და ვაჭრები მოსე ურუშაძე და ხოსენა მახარაძე გაძარცვა, ფული და სხვადასხვა ნივთები წაართვა. სხვისთვის ხელი არ უხლია.

“არ უნდა ვქნა აი, მარა საჭმელი არ მაქ, დღე და ღამე ტყეში მშიერი უნდა ვიაროვო,” _ უთხრა ხალხს _ ძმანებო, მეც თქვენი ვარ, მარა გაჭირვებული ვარ”. მერე ხოსენა ჭელიძეს წერილი გადასცა პრისტავისთვის _ ”მაგი წერილი მალე გადაეცი ვეზდნაჩანიკსო”, ყველას ხელი ჩამოართვა და წავიდა.

მიქელაიშვილს უთანხმოება ჰქონდა ვაშალომიძესთან. როგორც ჩანს, პოლიციის უფროსმა ძლიერ შეაწუხა ფირალი.

გადმოცემით, მიქელაიშვილს რამდენჯერმე შეუთვლია მისთვის _ შემხვდიო. ერთხელ სრულიად შემთხვევით ოზურგეთში, ღამის თორმეტ საათზე ერთმანეთს გადაეყარნენ. მიქელაიშვილი თავის ამქრებთან ერთად, შეიარაღებული იყო, ვაშალომიძე კი არა.

“…ბელად ფირალ მიქელაიშვილსა და ვაშალომიძეს შორის მოხდა ძიძგილი და, რადგანაც ეს უკანასკნელი უთოფო იყო, მიქელაიშვილმა იდროვა, თოფი ესროლა და მსუბუქად დასჭრა ბ-ნი პოლიციის ბოქაული ორსავე ხელში”.

ეს საქციელი ლამის რაინდობად ჩაუთვალეს, უიარაღო არ მოჰკლაო, მაგრამ მგონია, ფირალი უბრალოდ სიტუაციის გამწვავებას მოერიდა. სანამ პოლიციის უფროსს დაჭრიდა იქამდე რამდენიმე საათით ადრე სოფელ მელექედურში შეხვდნენ ნაცვალს, “…რომელსაც მდევრად სთვლიდნენ თურმე, და ამიტომ მისი ჯავრი სჭირდათ. ამოიღეს სამართებელი და ერთი მხარე თმა, წვერ-ულვაში და წარბი გაპარსეს და აგრე სასაცილოდ გაუშვეს…”

მთავრობა ყოველნაირად ცდილობდა მიქელაიშვილის ხელში ჩაგდებას, ამის გამო სოფლებში ეგზეკუცია ჩააყენეს, ეს კი სხვა სიძნეელებსა და უსიამოვნებასთან ერთად, გლეხებისთვის ზედმეტ გადასახადს ნიშნავდა. მიუხედავად ამისა, ფირალი არავინ გასცა. ხელისუფლების ამ ნაბიჯის საპასუხოდ სოფელ მელექედურში დათა მიქელაიშვილი, ილიკო ამაღლობელი და სალუქვაძე ჯარს თავს დაესხნენ. ერთი ჯარისკაცი მოკლეს და ორი დაჭრეს. თვითმხილველის მოგონებიდან: “…მთავრობამ იფიქრა, სულ ამოგვწყვეტენო და ეგზეკუცია მოხსნა სოფლიდან”.

 პოლიციამ, მიქელაიშვილისთვის დანებება რომ აეძულებინა მამამისი როსტომი დააპატიმრა, ხოლო უკვე დაჭერილი მისი ძმა ნესტორი გადაასახლა, მაგრამ მიუხედავად ამისა საწადელს ვერ მიაღწია.

1892 წლის ივნისის პირველ რიცხვებში ფირალებისაგან შეწუხებულმა ადგილობრივი ადმინისტრაცია, გურიანთის საბოქაულოს საპატიო თავად-აზნაურობა და სოფლის მამასახლისები შეიკრიბნენ ბოქაულ ფიცხელაურთან მოსალაპარაკებლად და გადაწყვიტეს, რომ საკუთარი სახსრებით შეედგინათ 30-40 კაციანი რაზმი ფირალების შესაპყრობად.

მიქელაიშვილის, ამაღლობელის და სალუქვაძის დაჭერის ან მოკვლისთვის ჯილდო 700 მანეთის ოდენობით დააწესეს. ხოლო მდევნელთაგან ვინც დაიჭრება ან დასახიჩრდება მას მიეცემოდა 300 მანეთი. თავად-აზნაურობამ საკუთარი ხელწერილიც შეადგინა ამის თაობაზე, რომელზეც ზოგიერთმა თავად-აზნაურმა, გაზეთის თქმით “სამწუხაროდ”, ხელი არ მოაწერა.

როგორც ირკვევა, ჯილდოს დაწესებამ შედეგი თითქმის მაშინვე გამოიღო. სულ რამდენიმე დღის შემდეგ დადგინდა ფირალების ადგილსამყოფელი. მიქელაიშვილი თავის მეგობრებთან ერთად ბასილეთში იქაურ მამასახლისს დარაჯობდნენ _ როცა ის გადასახადებს შეკრებდა და გასაგზავნად გაამზადებდა, რომ გაეძარცვათ. ზუსტად ეს გაიგო ადმინისტრაციამ და მოულოდნელად თავს დაესხა ფირალებს.

ივერიის ცნობით: “…რაზმმა მიიღო ცნობა, რომ ავაზაკნი მიქელაიშვილი, სალუქვაძე, ამაღლობელი და ღლონტი სოფელ ბასილეთში იმყოფებიანო. იმ წამსვე თავადი ყიფიანი თავისი რაზმით, აგრეთვე ბ-ნ გოგოლიშვილი, ბოქაული ვაშალომიძე და რამდენიმე სოფლის მამასახლისი გაემგზავრნენ იმ ადგილას, საიდანაც ცნობა მიიღეს”.

ამ ამბის თვითმხილველის გადმოცემით, როცა რაზმმა ალყა შემოარტყა სახლს, რაზმის უფროსმა დადეშკელიანმა მათ შესძახა _ დაგვნებდითო.

პასუხად ფირალებმა შემუუთვალეს: “თქვენ ცამეტი ხართ, ჩვენ ცხრაი ვართო. სამი მაკტენი მეიმატეთ თუ გინდებიან, ჩვენ მთასავით ვართ, არ გვეშინიავო…

მერე, გააწვიმეს ტყვია ფირალემა… დათაე მიქელაიშვილი სახლის ღოჯიდან გადავარდა. დააყარეს, წეიქცა, ტყვია მოხთენოდა. ამ დროს გამუარდა კიდო ვორი ფირალი: ამაღლობელი და ღლონტი. მიქელაიშვილი რუმ წეიქცა, იმას თავი დაანებეს და ღლონტს გემიეკიდენ. ღლონტს ტყვია გამიელია და ცარიელი თოფით იგერიებდა ჯარს. იგი ცოცხალი დეიჭირეს. ქამრის ღვედებით შეკრეს. წეიღეს და გააგდეს შეკრული მინდორში”.

სროლის დროს მოკლეს ნოვოროსიისკის საპატიმროდან გამოქცეული ამაღლობელი და ასევე, ციხიდან გაქცეული ნაჯარისკაცალი სალუქვაძე. მიქელაიშვილმა გაქცევით უშველა თავს, თან წაიყოლია სალუქვაძის თოფი და მსუბუქად დაჭრა მილიციონერი მდინარაძე. სალუქვაძის შესახებ არსებობს ცნობა, რომ მისი ჯარში მსახურობის დროს (1892 წ.) ოზურგეთში გაუძარცვავთ ვაჭარ ვასაძის დუქანი. ქურდობა სალუქვაძეს დააბრალეს და დააპატიმრეს. იმავე წლის 22 თებერვალს ის გაიქცა ციხიდან და დათა მიქელაიშვილს შეუერთდა.

ეს ოპერაცია მთავრობისთვის უმსხვერპლოდ დამთავრდა, რაც იშვიათად ხდებოდა ხოლმე და ეს ამბავი გაზეთებმაც კი აღნიშნეს. “…ამ ნაირად შედარებით ადვილად მოხდა ამ ორი ავაზაკის თავიდგან მოშორება. სხვა დროს ჩვენში ისეთი ამბავი არასოდეს არ მომხდარა, რომ რამდენისამე სიცოცხლე არ ემსხვერპლებინოს”.

ამ თავდასხმის ორი თვის თავზე, 1892 წლის 29 აგვისტოს, მიქელაიშვილი თავისი რაზმით თავს დაესხა ჩოხატაურის ბაზარს. ისინი სასტიკად გაუსწორდნენ ვაჭრებს, დააყაჩაღეს და მიიმალნენ.

“ჩვენ, ჩოხატაურელებს, აგვისტოს 29-ს, საღამოს 8 საათზედ ფირალები გვესტუმრა მიქელაიშვილის თაოსნობით ექვს კაცამდე. ერთი ღამის მოდარაჯე დაეჭირათ და ებრძანათ: ”ბერაძის დუქანში მიგვიყვანე”-ო…

შიშის გამო საწყალს გზა შეშლოდა და ნაცვლად ბერაძის დუქნისა _ მ. ცინცაძის დუქანში მიეყვანა ავაზაკები, რომლებმაც დუქანი გაძარცვეს. ფულად 800-ს მანეთამდე წაეღოთ, აგრეთვე ვექსილები და სხვა ძვირფასი ნივთები, 1000 მან. ღირებული. ერთმა ღამის მედარაჯეთაგანმა ვ. ცინცაძემ ფირალების ერთი მხლებელთაგანი მოჰკლა. მკვდარი არ იციან, თუ ვინ არის”.

თვითმხილველი ასე ჰყვება ამ ამბავს: “…უცეფ ყვირილი გევიგონეთ, დუქნები დაკეტეთო. ყვირილს თოფიც მოყვა… მიქელაიშვილს ძველი შინელი ეცვა. შინელი რუმ გეიძრო, ტყვიებმა ელვასავით გაანათა. ყარაულს, ელიზბარა გოგოლაძეს მოკიდა ხელი მიქელაიშვილმა და დუქანში შემოიყვანა. ფირალი ბოლქვაძე წინ დადიოდა და თოფს სროლილობდა. ყარაულს თოფი ჩამუართვეს და ყველა ხალხი ჩვენ დუქანში შემორეკეს. მერე შევიდენ დიდი ვაჭარ მასიკო ცინცაძის დუქანში. ჩვენდამ აფერი არ წუუღიათ… ამ დროს ბოლქვაძე მოუკლა მიქელაიშვილს ბაზრის ყარაულმა, ვარდენა ცინცაძემ. აი ბოლქვაძე დატიეს მკვტარი. ერთი საათის მერე პრისთავი გედევან ჟღენტი მოვიდა და მკვტარი ბოლქვაძე შემოათრევია ქუხნაში ხალხს”.

რაც შეეხება ღლონტს, მან რაღაც მანქანებით მოახერხა ციხიდან თავის დაძვრენა და ის ისევ ფირალობას დაუბრუნდა, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. 1892 წლის 9 მარტს პოლიციელთა ორი რაზმი _ ერთი ირაკლი დუმბაძის და მეორე მისი თანაშემწის მეთაურობით გაემგზავრა სოფელ მელექედურში და დვაბზუში ფირალების დასაჭერად (ამ ამბებამდე რაღაც დროის განმავლობაში ირაკლი დუმბაძე სამეგრელოში იყო გადაყვანილი. იქ მან თავი ისახელა, როცა ზუგდიდის მაზრაში შეიპყრო ცნობილი ყაჩაღები ასკურავა და ტარნოვი. ხელისუფლებამ გურიაში ფირალებს რომ ვერაფერი მოუხერხა, სპეციალურად ამ საქმისთვის ირაკლი დუმბაძე უკან გურიაში დააბრუნა).

ღლონტის სახლში მისვლისას დუმბაძეს მხოლოდ მისი ცოლ-შვილი დახვდება. დუმბაძე ურჩევს “…ამ მრუდე გზაზე დამდგარ კაცის მეუღლეს, რომ თუ კი იცი, სადაც არის შენი ქმარი, გამოტყდი, გვითხარი, შეგვარიგე და შეიძლება სასჯელი შეუმსუბუქდესო. ავაზაკის მეუღლე მხოლოდ “არ ვიცით” უპასუხებს ბოქაულს, მაგრამ ამასთანავე ძალიან ეტყობა აღელვება….” _ წერდა ივერია.

დუმბაძე შეატყობს ამ აღელვებას და უბრძანებს ჯარისკაცებს, რომ ორივე სახლის გაჩხრიკონ (ღლონტი კარგი დურგალი ყოფილა და საკუთარი ხელით აუშენებია ორივე სახლი). მეორე სახლის ბანზე ჯარისკაცები სამ ფირალს გადაწყდნენ.

“…ავაზაკთ… თოფის სროლა აუტეხიათ და თან გაქცევაც მოუნდომებიათ. პირველად ღლონტი გამოვარდნილა გარედ, მაგრამ დაუჭრიათ. რამდენსამე მანძილზედ გაქცეულა, მაგრამ სისხლისაგან დაცლილა და წაქცეულა. ცოტა ხნის შემდეგ კიდეც განუტევებია მრავალ ტანჯული სული. დანარჩენი ორნი გაქცეულან და გაქცევის დროს მოუსწრიათ ორის მდევრის დაჭრა, ერთის დარაჯისა, გვარად ვაშალომიძესი, და ერთისაც ყაზახ-რუსისა. ვაშალომიძე მძიმედ არის დაჭრილი, ხოლო ყაზახ-რუსი _ მსუბუქად. თოფის ხმასა და ყვირილზედ დვაბზუში წასულმა პოლიციის ბოქაულის თანაშემწემაც მოუსწრო და გამოუდგა გაქცეულებს, მაგრამ გვიანღა იყო. ავაზაკებმა ნასაკირალის ტყეში მოასწრეს თავის შეფარება.

ამ ნაირად ერთი ავაზაკი მოგვაკლდა, მაგრამ ავაზაკთა რიცხვს არაფერი აკლდება. ერთს მოჰკლავენ, ორი მირბის და ორს მოჰკლავენ _ სამი”. (ივერია 1892 წ. #55)

თვითმხილველის გადმოცემით კი მიხეილ ღლონტს თავი მოუკლავს: “…ჯარს ურადნიკი ვაშალომიძე ახდა და პირდაპირ შევარდა მიხელასთან მოსაკლავათ, მარა მიხელამ მუასრო და დაჭრა ბარკალში. კიდო ერთი რუსი დაჭრა. დათაიამ და სალუქვაძემ რომ გეიგონეს თოფის სროლა, გადმოხტენ მიხელას მოსახმარებლათ. ჯარს პრისთავი ირაკლე დუმბაძე ხელმძღვანელობდა. მიხელა გამუარდა გარეთ, რომ გუუჭირდა ბეღელში შევარდა და დუუძახა დათიას: მაგ ძაღლებს ნუ მუაკლიეფ ჩემ თავს, შენი ხელით მომკალიო. დათაიამ ესროლა, მარა არ მოხთა მიხელას. მერე მიხელამ მისით მეიკლა თავი. დათაიამ და სალუქვაძემ გეიქცა, მარა თურმე იქით მევორე პრისთავი იყო. დაწვა დათაიამ და ესროლა. რომ დაღამდა მობრუნდა და ვორი სტრაჟნიკი დაკოდა და ნიკოე ხმელიძე, პრისთავი მოკლა”.

ალბათ, ნათელია თუ რატომ განსხვავდება ერთმანეთისაგან ეს გადმოცემები. პოლიცია ყველა ზომას იღებდა, რათა მეტი ქულა ჩაეწერა თავის სასარგებლოდ და ყოველი მკვდარი ფირალი საკუთარი ხელით მოკლულად გაესაღებინა.

1893 წელს დათა მიქელაიშვილი იმერეთში გადადის და იქ განაგრძობს თავის საქმიანობას. მთავრობა ყველას, ვინც კი მიქელაიშვილის დახმარებასა და მფარველობაშია ეჭვმიტანილი, აპატიმრებს. მისი მიზეზით დაპატიმრებულებს მიქელაიშვილი ფინანსურად ეხმარებოდა, ხოლო დაჭერილების გამოშვებას ცდილობდა. ასე მაგალითად მის “გულიზა” დაპატიმრებული სამი ძმის კეკელიძეების სასამართლო პროცესზე ის მღვდლის ანაფორით შევიდა: “…წინდაწინ მოწმები ყავდა გაფრთხილებული, ასთე და ასთე ილაპარაკეთო. ვექილსაც წინდაწინ გუუგზავნა კეკელიძნების დასაცავად ფული. სუდს ღვდელი ეგონა და აფერი არ უთხრეს. მოწმებმა ვერ გაბედეს გლახა რამის თქმაი და ყოლიფერი კაი ილაპარაკეს, დათაე რომ დაინახეს”.

საბოლოოდ, კეკელიძეები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ანაფორა მან ქუთაისის გუბერნატორთან შეხვედრისასაც გამოიყენა. მთელი საათი ესაუბრა მას სხვადასხვა საკითხებზე, რა იცოდა მისმა აღმატებულებამ რომ მის წინ ყველაზე ცნობილი ყაჩაღი დათა მიქელაიშვილი იყო, ვისი გულისთვისაც ლამის მთელი გუბერნია ყირამალა ჰქონდა დაყენებული. უკან დაბრუნებულმა გუბერნატორს წერილი მისწერა _ თვითონ მე ვიყავი თქვენთან და ვერ დამიჭირეთო, ხალხს რათ აწიოკებთ ჩემს გულისთვისო. ჯობია, თქვენს კანცელარიას ჩაუყენეთ ეგზეკუციაო.

მიქელაიშვილთან, რომელსაც სამოქალაქო სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული და რუსულს კარგად ფლობდა, არის დაკავშირებული ერთი ეპიზოდი. ერთხელ გაიგო რომ ქობულეთში ვიღაც მოაგარაკე რუს გენერალს დიდი ფული აქვსო. ერთ საღამოს როცა გენერალი ერთ ოფიცერთან და სამ ქალბატონთან ერთად პრეფერანსს თამაშობდა, მათ ჩაქურაში გამოწყობილი და იარაღში ჩამჯდარი მიქელაიშვილი წამოადგა თავს. ყველა შეშინდა. კაცებმა საფულეები გახსნეს, ქალებმა ხელიდან ბეჭდების წამოძრობა დაიწყეს. მიქელაიშვილმა ისინი დააწყნარა: მართალია ის ყაჩაღია, მაგრამ ქალებთან თავს ნებას არ მისცემს ვინმე გაძარცვოს. ის მაგიდას მიუჯდა და ჩაი მოითხოვა. შემდეგ ყველას მადლობა გადაუხადა, ხელი ჩამოართვა და წასვლა დააპირა. კაცებმა მას მადლობა გადაუხადეს და “დჟელტმენობა” მოუწონეს.

 _ უმადლოდეთ თქვენს დამებს და არა მე, _ უპასუხა ფირალმა. გენერალმა ეს ამბავი მოსკოვის გაზეთ Новое время-ში აღწერა.

საბოლოოდ დათა მიქელაიშვილი ღალატის მსხვერპლი შეიქმნა. ვიღაც ქალი იყო გვარად ბურძგლა, სისონა დარჩიას ყოფილი საყვარელი, რის გამოც ქალი ბათუმის ციხეში ჩასვეს. იმავე ციხეში მაშინ იჯდა მიქელაიშვილი. ამ ქალმა მოუწყო რატომღაც ფირალს ციხიდან გაქცევა, თუ რატომ, გაურკვეველია.

“…ბურძგლას ქალმა უთხრა ციხის ყარაულს, თუ დათაეს კამერაში შემიშოფ და დათაიეს მანახვეფ, თავს დაგანებეფო. ყარაულმა პირობა მისცა და დათაიე ბურძგლას ქალთან ღამე გუუშვა გალავანში. დათაიემ ისკუპა და გადმოხტა ციხის ეძოდან…”

მიქელაიშვილის გაქცევის შემდეგ ციხიდან ბურძგლაც გამოუშვეს. მას ერთი მხრივ პოლიცია და მეორეს მხრივ კი ერთი ვაჭარი ჩხაიძე, რომელმაც ამ ქალს დაპირდა _ თუ დათას დამაჭერინებ, ცოლად შეგირთავო, შეუჩნდნენ _ გაგვაგებინე მიქელაიშვილის ადგილსამყოფელიო. როგორც ჩანს აქ შანტაჟს ჰქონდა ადგილი, ალბათ, ემუქრებოდნენ ციხეში უკან დაბრუნებას.

მიქელაიშვილი ხშირად სოფელ აკეთს სტუმრობდა, რადგან იქ თავს დაცულად გრძნობდა. იმ დღესაც ის სოფელში იმალებოდა აზნაურ მგელაძის სახლში. გადმოცემის მიხედვით “წევიდა აი ქალი და მივიდა მგელაძისას, საცხა დათაიე იყო დამალული და უთხრა მასპინძელს _ დათაეს ნახვა მინდა და მანახვევო, მას ხომ არ დუუმალავდენ დათაიეს იქინე ყოფნას და ანახვეს”. დათასაც გასაგები მიზეზების გამო ბურძგლას ერთგულებაში არავითარი ეჭვი არ შეუტანია. ქალმა ეს ამბავი ვაჭარ ჩხაიძეს შეატყობინა, ჩხაიძემ კი პოლიციას.

მის დასაჭერად ბათუმის პოლიციის უფროსი აბდუშელიშვილი და ოზურგეთის მაზრის უფროსის მოადგილე დადეშკელიანი “ზემსკაია სტრაჟასთან” ერთად მივიდნენ. ორმხრივი სროლის შემდეგ ალყაშემორტყმულ სახლს ცეცხლი წაუკიდეს, მიქელაიშვილმა ამოტეხა იატაკი და გარეთ გამოვიდა შეუმჩნევლად, მაგრამ ბურძგლამ ყვირილი ატეხა: ”ე, პოლი ამოტეხა, ხომ ხედავთო” და თავდამსხმელებს გააგებინა. პოლიციამ მას ცეცხლი გაუხსნა.

Кавказъ-ის ცნობით, მიქელაიშვილს მარცხენა თვალში ტყვია მოხვდა, მიუხედავად ასეთი მძიმე ჭრილობისა, ის მაინც ცდილობდა სროლას, სანამ ერთმა ჯარისკაცმა ხანჯლით თავი არ გაუპო. მიქელაიშვილთან ერთად პოლიციამ სახლის პატრონიც მოკლა. ფირალმა ცხომელიძემ კი იარაღი დააგდო და გაქცევით უშველა თავს. ივერიას სიტყვებით, მიქელაიშილი “მოჰკლეს სოფ. აკეთს ლანჩხუთის საბოქაულოში აზ. ვარდენ მგელაძისას. მასთან ერთად მოკლულ იქმნა მდევართაგან ერთი ძმა მასპინძლისა. ხოლო ცხომელიძე, რომელიც ამ ახლო ხანში გაყაჩაღდა და მიქელაიშვილს გაუამხანაგდა, შემდეგ თავის-თავად გამოცხადდა პოლიციაში”.

არსებობს მიქელაიშვილზე შექმნილი ლექსი ჩაწერილი 1963 წელს, ქობულეთში:

“საყვარელის ნაღალატი დათა მიქელაიშვილი, რა ეშმაკმა გადაყარა ჩვენი წვერა ინაიშვილი.”.

ლექსის მთქმელი რამაზ გუგუნავა ამბობდა, რომ მიქელაიშვილი მოკლა წვერა ინაიშვილმა, რომელიც სოფელ კვირიკეთიდან იყო და მისი ნამდვილი სახელია ხუსეინ-ხუსია, ეს სინამდვილეა თუ არა, ამის დადგენა ახლა შეუძლებელია.

                                             ირაკლი მახარაძე        

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ისტორია

მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

12:10; 5 ივნისი, 2026
ისტორია

„კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

12:02; 5 ივნისი, 2026
ისტორია

ბედისწერამ თავისი გაიტანა

10:56; 5 ივნისი, 2026
ისტორია

ქართული ნაციონალიზმი

10:00; 3 ივნისი, 2026
ისტორია

როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

09:58; 3 ივნისი, 2026

ვინ იქნებიან "ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატები ლანჩხუთში (ექსკლუზივი)

სეზონისთვის მზადება კურორტ ბახმაროში (R)

ყველა სიახლე

სამართალი

სასამართლომ ახმეტის სამედიცინო კლინიკის ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

17:30; 12.09.2026
სამართალი

ზღვაში ახალგაზრდა ქალის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

14:32; 12.09.2026
მსოფლიო

უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

12:49; 12.09.2026
სამართალი

პროკურორი: დავით ნარიმანიძის მკვლელობის მიზეზი სადღეგრძელოს გამო დაწყებული უკმაყოფილება გახდა

12:47; 12.09.2026
სამართალი

სასამართლო გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

12:38; 12.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა

11:11; 12.09.2026
მსოფლიო

რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

10:59; 12.09.2026
სამართალი

რეჟიმს შეწყალება რომ არ უნდა მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება, ღირსების განცდაც საკმარისია – მზია ამაღლობელი

10:19; 12.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:03; 12.09.2026
მსოფლიო

მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

9:26; 12.09.2026
მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11.09.2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11.09.2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026
პოლიტიკა

გიორგი ბარამიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება- რას აცხადებენ პროკურატურაში

19:31; 11.09.2026
სამართალი

გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

18:46; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო