“მე მაინც ვიტყვი!”, “ნუ ახალისებ ძალადობას” _ ბათუმში, ჟურნალისტ ვახო სანაიას სოლიდარობა გამოუცხადეს და სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები ევროპის მოედანზე შეკრიბნენ. მათი თქმით, ძალადობა ნებისმიერი სახით დასაგმობია.

„ვახო სანაიაზე განხორციელებული თავდასხმა პირდაპირ კავშირშია იმ რიტორიკასთან, რომელიც ჩვენ გვესმის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან. გუშინ დაესხნენ ვახო სანაიას თავს კრიტიკული კითხვების გამო და კრიტიკული აზროვნების გამო. ხვალ მომაკითხავენ მე, ზეგ თქვენ და ჩვენს სხვა კოლეგებს და ხმის ამომღები, კითხვის დამსმელი არ დარჩება ამ ქვეყანაში არავინ. ეს არის მიმართული იქითკენ, რომ დააშინონ ჟურნალისტები,“ – თქვა აქციაზე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა ირინა ყურუამ.

































































