https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მმართველ გუნდს” _ ოზურგეთის მერმა თანამდებობა დატოვა

9:14; 21.08.2026
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

“მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე გადაწყვეტილება ოზურგეთის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ“, _ ეს განცხადება, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის უკვე ყოფილ მერს, პაატა კუნჭულიას ეკუთვნის.

პაატა კუნჭულიამ თანამდებობა 14 აგვისტოს დატოვა.

“საქმეში ჩემი ყველა ნაბიჯი ეფუძნებოდა ოზურგეთელების ინტერესებს და მათი საჭიროებების გათვალისწინებას. არასრულ ერთ წელში, ოზურგეთში შევძელით და გავახორციელეთ საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული, უპრეცედენტო რაოდენობის პროექტი.

ბიუჯეტის ათვისებისა და პროექტების გახორციელების მაჩვენებლით დღეს ოზურგეთი საქართველოს მუნიციპალიტეტებს შორის პირველ სამეულშია. ვამაყობ იმ შედეგით, რომელსაც ამ მცირე დროის პერიოდში მივაღწიეთ. მიხარია, რომ საკუთარი წვლილი შევიტანე ჩვენი მუნიციპალიტეტის გაძლიერებაში.

ამ ფონზე, საზოგადოებისთვის არახალია, რომ აგენტურულ ოპოზიციურ მედიასაშუალებებს ნადირობა აქვთ გამოცხადებული წარმატებასა და პროგრესზე“, _ ეს ამონარიდია პაატა კუნჭულიას წერილიდან.

“ამ მიზეზს აუცილებლად იტყოდა, რა თქმა უნდა. აბა, პარტიულ ტრენდს ხომ არ ჩამორჩებოდა? მედიას უნდა დაბრალდეს, რომ, აი, “აგენტურულმა” მედიასაშუალებებმა აიძულეს მერს გადადგომა.

ის, რომ მედია მერს ან ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელს აკრიტიკებს, ბუნებრივი მოვლენაა და ეს ასეც უნდა იყოს. აბა, მათი პროპაგანდისტული მედიასაშუალებებივით უნდა იქცეოდეს დამოუკიდებელი მედია?

ჩვენ ყველამ ვიცით, რაც მოხდა, რეალურად, “ქართული ოცნების” შიდა დაპირისპირების შედეგია და სხვა არაფერი, _ გვითხრა “ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების ცენტრის” დირექტორმა მაგდა პოპიაშვილმა.

პაატა კუნჭულიას წერილში, ასევე, ნათქვამია, რომ მას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გურიის გუბერნატორის მხარდაჭერა არ ჰქონდა:

“ამის გარდა, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის, სახელმწიფო რწმუნებულმა და ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ, არაერთხელ, მათ შორის, საჯაროდაც, მოუწოდეს კონკრეტულ ადგილობრივ თანამდებობის პირებს ერთიანობისკენ, სამწუხაროდ, სათანადო მხარდაჭერა და გვერდში დგომა ხელოვნურად შექმნილი პრობლემების კვალდაკვალ ვერ ვიგრძენი და დამალვას არ ვაპირებ, რომ ამასთან დაკავშირებით გარკვეული გულისწყვეტა ნამდვილად მაქვს, რამაც გარკვეული როლი შეასრულა ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში“.

გურიის გუბერნატორმა გიორგი ღურჯუმელიძემ “გურია ნიუსთან” საუბრის დროს აღნიშნა, რომ კუნჭულიას გადაწყვეტილებას პატივს სცემს:

“მან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება თვითონ მიიღო და ამის შესახებ საზოგადოებას განცხადებით ამცნო. ჩემთვის დასანანია მისი წასვლა, თუმცა მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ“, _ გვითხრა ღურჯუმელიძე.

“გურია ნიუსის” შეკითხვაზე _ უკავშირდებოდა თუ არა პაატა კუნჭულიას წასვლა “ქართული ოცნების” ადგილობრივ პოლიტიკოსებთან არსებულ უთანხმოებას, მხარის გუბერნატორმა აღნიშნა:

“მგონი, პაატა კუნჭულიამ თავის განცხადებაში საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა და ეს საკითხი ზედმეტ კომენტარს არ საჭიროებს“.

“გურია ნიუსი” ამ საკითხებზე ცდილობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიასა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ქეთევან ხომერიკის ჩაწერას, მაგრამ ორივე მათგანი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

წერილის ბოლო ნაწილში პაატა კუნჭულია მადლობას უხდის “ქართულ ოცნებას” და აღნიშნავს, რომ ის მმართველი პარტიის მხარდამჭერად რჩება:

“თუმცა, ეს არ იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მივიღე. მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა…

ამიტომ მოვუწოდებ ყველას, სათანადოდ დააფასონ ის ადამიანები, ვინც წლებია, პოლიტიკაში არიან, უძლებენ უმძიმეს გარე თუ შიდა შემოტევებს და მყარად დგანან საკუთარი სამშობლოს სადარაჯოზე.

უდიდესი მადლობა თითოეულ ჩემს თანამშრომელს _ ადამიანებს, ვინც ამ გზაზე გვერდში მედექით. თქვენი თავდადებითა და გვერდში დგომით ჩვენ დღეს უკეთეს და უფრო ძლიერ ოზურგეთში ვცხოვრობთ.

განსაკუთრებული მადლობა ჩემს ძვირფას ოზურგეთელებს. თქვენი თანადგომა, სიყვარული იყო ჩემი მთავარი ძალა, პასუხისმგებლობა და სიამაყე.

ბოლოს, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მმართველ გუნდს და მის ლიდერებს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის _ მე ყოველთვის ვიყავი და სულ დავრჩები “ქართული ოცნების” ერთგულ, რიგით ჯარისკაცად“, _ ამბობს კუნჭულია.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ბესო ქათამაძე პირველი იყო, ვინც პაატა კუნჭულიას თანამდებობიდან წასვლას გამოეხმაურა.

“გურია ნიუსთან” საუბრის დროს ბესო ქათამაძემ აღნიშნა, რომ პაატა კუნჭულიას თანამდებობიდან წასვლაში დიდი წვლილი მიუძღვით ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასა და გურიის გუბერნატორ გიორგი ღურჯუმელიძეს:

“პაატა კუნჭულია შეეწირა შიდა დაპირისპირებას. რაც დღეს მოხდა, არის დიდი შეურაცხყოფა “ქართული ოცნების” ამომრჩევლებისთვის. მაგრამ ეს “ქართულ ოცნებას” არ აინტერესებს“, _ გვითხრა ბესო ქათამაძემ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის, პაატა კუნჭულიას, გადადგომის შემდეგ მერიაში საკადრო ცვლილებები გაგრძელდა.

პაატა კუნჭულიას წასვლიდან მალევე თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებები დაწერეს მისმა ორმა მოადგილემ _ გურამ გოლიაძემ და სოფო რამიშვილმა. ასევე, წავიდნენ მერიის ადმინისტრაციის უფროსი გენო მორჩილაძე და მისი მეუღლე, ლანა თოდუა, რომელიც ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის ცენტრს ხელმძღვანელობდა.

როგორც “გურია ნიუსისთვის” გახდა ცნობილი, უწყება დატოვა პროტოკოლის სამსახურის წარმომადგენელმა ნატა დოლიძემაც:

“მე აღარ ვმუშაობ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, წამოვედი“, _ უთხრა ნატა დოლიძემ “გურია ნიუსს”.

სტატიის მომზადების დროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე  მოვალეობას ბექა ჩხიკვიშვილი ასრულებდა, ხოლო შემდეგ გია ანთაძე დაინიშნა, რომელიც მანამდე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე იყო.

გიორგი გირკელიძე

ავტორი

გაზიარება6Tweet4Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

გიორგი ბარამიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება- რას აცხადებენ პროკურატურაში

19:31; 11 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ თავად მიხეილ სააკაშვილი შლის, სისტემურად და არა იაგო ხვიჩია, „ნაცმოძრაობას“ გადარჩენა არ უწერია

16:16; 11 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

მაკრონის მიწვევა და 3 დეკლარაცია: ირაკლი კობახიძე პარიზში კოსმოსის სამიტს დაესწრო

16:35; 10 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

“უკრაინელების წარმატებული ოპერაცია” – გიორგი თავდგირიძე

10:25; 10 სექტემბერი, 2026

5 ჩვევა, რომელიც სიცოცხლეს 10-ზე მეტი წლით გაგიხანგრძლივებთ

რატომ არ ჰგავხართ თქვენს ზოდიაქოს ნიშანს - 4 მთავარი მიზეზი ასტროლოგებისგან

ყველა სიახლე

მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11.09.2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11.09.2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026
პოლიტიკა

გიორგი ბარამიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება- რას აცხადებენ პროკურატურაში

19:31; 11.09.2026
სამართალი

გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

18:46; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დაკავებისას – მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის

18:37; 11.09.2026
ფინანსები

100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის

18:36; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დააკავეს

18:12; 11.09.2026
ფინანსები

Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს სხვადასხვა შეთავაზებები დახვდებათ

17:58; 11.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11.09.2026
პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ თავად მიხეილ სააკაშვილი შლის, სისტემურად და არა იაგო ხვიჩია, „ნაცმოძრაობას“ გადარჩენა არ უწერია

16:16; 11.09.2026
საზოგადოება

პატრიარქი – ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა

15:45; 11.09.2026
საზოგადოება

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

15:17; 11.09.2026
სამართალი

მარგო მარგო ზოიძის მკვლელობის საქმე _ სააპელაციო სასამართლომ ბრალდებულის მხარის საჩივარი დაუშვებლად ცნო

13:45; 11.09.2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! _ მეორად ჩარიცხვასთან დაკავშირებით განახლებული ცნობარი გამოქვეყნდა

13:10; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო