საკუთარი თავის უკეთ გასაცნობად, რა თქმა უნდა, ინდივიდუალური (ნათალური) რუკის შედგენა ჯობს. თუმცა, შევეცდებით მარტივად აგიხსნათ, რატომ შეიძლება არ ემთხვეოდეთ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის სტანდარტულ დახასიათებას. ქარაფშუტა კურო, ლაქლაქა თხის რქა და ფეთხუმი ქალწული რეალურად არსებობენ და ამას თავისი ასტროლოგიური მიზეზები აქვს.
ვარსკვლავური დრო — როგორ ყალიბდება რუკა? წარმოიდგინეთ ცა როგორც ციფერბლატი, რომელიც 12 თანაბარ ნაწილად — ზოდიაქოს 12 ნიშნად არის დაყოფილი. თქვენი დაბადების მომენტში პლანეტები ამ ნიშნებში გადანაწილდნენ და თითოეულმა თავისი შტრიხი შემატა თქვენს ხასიათს, გარეგნობასა თუ ბედს. რა თქმა უნდა, მზე მთავარი მნათობია, თუმცა არც სხვა პლანეტების გავლენა უნდა დავაკნინოთ.
არდამთხვევის 4 მთავარი მიზეზი:
დაიბადეთ ზოდიაქოს ნიშნის დასაწყისში ან ბოლოში თუ ნიშნის პირველ ან უკანასკნელ დღეებში ხართ დაბადებული, თქვენზე მეზობელი ნიშნის თვისებებიც იმოქმედებს და მათი დახასიათების წაკითხვისას საკუთარ თავთან ბევრ მსგავსებას აღმოაჩენთ.
თქვენზე ძლიერ გავლენას მთვარის ნიშანი ახდენს მთვარე მზეზე არანაკლებ მნიშვნელოვანი მნათობია ნათალურ რუკაში (მის გავლენას განსაკუთრებით ქალები გრძნობენ). ის განსაზღვრავს ემოციურობას, სიყვარულისა და ოჯახის შექმნის უნარს.
თუ, მაგალითად, მზე კუროში გყავთ, ხოლო მთვარე — მორიელში, ეს ხსნის, რატომ ხართ კუროსავით ოპტიმისტი, მაგრამ ამავდროულად მორიელივით ღრმა და ცოტათი გესლიანიც.
ხოლო თუ დაბადებისას მზეც და მთვარეც ერთსა და იმავე ნიშანში იმყოფებოდა, ამ ზოდიაქოს თვისებები თქვენში ორმაგად მკვეთრად იქნება გამოხატული.
პლანეტების უმეტესობა ერთ სტიქიაში მოხვდა ასტროლოგიაში 4 სტიქიაა: მიწა, წყალი, ცეცხლი და ჰაერი. თუ თქვენს რუკაში რომელიმე სტიქია ჭარბობს, ის გადაფარავს თქვენს ძირითად ნიშანს.
მაგალითად: მზით ტყუპი ხართ (ჰაერის სტიქია), თუმცა ხასიათით — პრაქტიკული, ჯიუტი და მიზანმიმართული. თუ ნათალურ რუკაში ჩაიხედავთ, აღმოაჩენთ, რომ 5-6 პლანეტა მიწის ნიშნებში (კურო, ქალწული, თხის რქა) გაქვთ განლაგებული, რაც ჰაეროვან ტყუპს მიწის თვისებებით ფარავს.
თქვენზე მოქმედებს აღმავალი ნიშანი — ასცენდენტი ასცენდენტი არის ჰორიზონტის წერტილი, რომელიც აქტიური იყო თქვენი დაბადების მომენტში. ის განსაზღვრავს, რა პირველ შთაბეჭდილებას ტოვებთ გარშემომყოფებზე — ეს არის „ნიღაბი“, რომლითაც სამყაროსთან კონტაქტობთ.
მაგალითად: დაიბადეთ თევზების ნიშნით და წესით სენტიმენტალური, მორიდებული უნდა იყოთ, მაგრამ თუ ასცენდენტით ვერძი ხართ, ურთიერთობებში გამოჩნდებით როგორც მიზანმიმართული და მებრძოლი ადამიანი.





































































