ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა 34-წლიანმა კვლევამ აჩვენა, რომ ცხოვრების წესის 5 მარტივი ჩვევის დაცვას ადამიანის სიცოცხლის 10-ზე მეტი წლით გახანგრძლივება შეუძლია.
მასშტაბური ექსპერიმენტის ფარგლებში მკვლევრებმა 123 000 მოხალისის ცხოვრების სტილი და სამედიცინო ისტორია გააანალიზეს. შედეგები შთამბეჭდავი აღმოჩნდა: ქალები, რომლებიც ამ ხუთივე წესს იცავდნენ, საშუალოდ 14 წლით დიდხანს ცოცხლობდნენ, ხოლო კაცები — 12 წლით.
„წინასწარ ვიცოდით, რომ ეს ჩვევები სიცოცხლეს გაახანგრძლივებდა, თუმცა განსხვავების მასშტაბი სრულიად მოულოდნელი და გასაკვირი აღმოჩნდა“, — აცხადებს კვლევის თანაავტორი, მეირ სტემპფერი.
5 ჯანსაღი ჩვევა, რომელიც სიცოცხლეს ახანგრძლივებს:
თამბაქოზე უარის თქმა (არამწეველობა);
წონის კონტროლი — სხეულის მასის ინდექსის (BMI) შენარჩუნება 18.5-დან 25-მდე ზღვარში;
ფიზიკური აქტივობა — დღეში მინიმუმ 30-წუთიანი ზომიერი ვარჯიში;
ალკოჰოლის ზომიერი მოხმარება — დღეში მაქსიმუმ 300 მლ (კაცებისთვის) ან 150 მლ (ქალებისთვის);
ბალანსირებული კვება — ხილით, ბოსტნეულითა და დაუცეხვავი მარცვლეულით მდიდარი რაციონი (წითელი ხორცის, გაჯერებული ცხიმებისა და შაქრის მინიმალური შემცველობით).
მათ, ვინც ამ წესებს იცავდა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გარდაცვალების რისკი 82%-ით, ხოლო კიბოთი დაღუპვის შანსი 65%-ით შეუმცირდათ.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ცხოვრების წესის შეცვლა და ჯანსაღი ჩვევების დამკვიდრება არასდროს არის დაგვიანებული და მას პოზიტიური შედეგი ნებისმიერ ასაკში მოაქვს.





































































