https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„მივიღებთ ცნობად“ _ რისი ბერკეტები არ აქვთ ოზურგეთის თვითმმართველი ერთეულების საკრებულოებში

6:05; 18.05.2017
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეებს თვითმმართველი ერთეულების გაერთიანებასთან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვთ.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივა, რომელიც თვითმმართველობების დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის შემუშავებას ითვალისწინებს, სწორედ აღნიშნულ საკითხს არეგულირებს. რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაციის შედეგად ჩამოყალიბდება ერთი თვითმმართველი ერთეული, შერწყმულ მუნიციპალიტეტს კი ახლა არსებული ორივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი სრულად დარჩება. გარდა ამისა, ამავე სტრატეგიის თანახმად, გამგებლის თანამდებობა შესაძლოა გაუქმდეს და ყველა მუნიციპალიტეტს არჩეული მერი ეყოლება.  საკრებულოებს კი, დემოკრატიული კონტროლისთვის ბერკეტები მიეცემათ. 

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე აცხადებს, ”დღეს მერისა და გამგებლის ფუნქციებში არანაირი სხვაობა არ არის. ამიტომ უმჯობესი იქნება, ყველა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს არჩეულ ხელმძღვანელს ერთი სახელი ერქვას – მერი, რაც ევროპული და ყველგან მიღებული ტერმინია. მერი გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად აღარ მიიღებს“.

„ყველა მერიაში ჩამოყალიბდება აღმასრულებელი კოლეგიური ორგანო, რომელიც გააერთიანებს მერის მოადგილეებსა და სამსახურების უფროსებს. გადაწყვეტილების მიღებაში ჩართული იქნება ყველა აუცილებელი დარგობრივი რგოლი. ამასთან, კოლეგიური ორგანოს მსჯელობა იქნება ღია ყველა დაინტერესებული პირისთვის. ამით გაიზრდება პროცესის გამჭვირვალობა და პასუხისმგებლობის ხარისხი”, _ აღნიშნა ალავიძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში და დასძინა, რომ საკრებულოებს დემოკრატიული კონტროლისთვის ბერკეტები მიეცემათ. 

”მაგალითად, მერი საკრებულოს წარუდგენს თავისი მოადგილეებისა და სამსახურის უფროსების კანდიდატურებს და მხოლოდ საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში დანიშნავს მათ. საკრებულოების მეშვეობით მოქალაქეებს ექნებათ მეტი საშუალება, გავლენა მოახდინონ მერიის მუშაობაზე. ყველა დასახლებაში შეიქმნება ტერიტორიული ორგანოები და ამ სათათბირო საბჭოებს, გამგებლის უფუნქციო წარმომადგენლის ნაცვლად, ეყოლება ხელმძღვანელი, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის მიერ შერჩეული 10-15-წევრიანი სათათბიროს გადაწყვეტილებების მიტანას მერიამდე. მასვე დაეკისრება ამ გადაწყვეტილებების ადგილზე აღსრულების მონიტორინგის ფუნქცია. საბჭო იმსჯელებს გზებზე, წყალმომარაგებაზე, გამწვანებაზე, ქალაქებში კორპუსების კეთილმოწყობაზე და ა.შ. გარანტიებს კი, რომელზეც პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობდა, ქმნის კონსტიტუციის პროექტის ის ნაწილი, რომლის თანახმადაც, უფლებამოსილების გამიჯვნა ეფუძნება სუბსიდირების პრინციპს და რაც მთავარია, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს თვითმმართველი ერთეულის ფინანსური სახსრების შესაბამისობა ორგანული კანონით დადგენილ უფლებამოსილებებთან. კონსტიტუციის პროექტში გაწერილია, რომ თვითმმართველ ერთეულს აქვს საკუთარი ქონება, ფინანსები და ის დამოუკიდებლად ადგენს თავის ორგანიზაციულ მოწყობას და იღებს საკადრო გადაწყვეტილებებს”, _ განაცხადა ალავიძემ. 

მისივე თქმით, არჩევითობის წესი უცვლელია – ყველა მუნიციპალიტეტს არჩეული ხელმძღვანელი ეყოლება. 

”რაც შეეხება მოქალაქეთა ჩართულობას, ცვლილებათა პაკეტი მეტ საშუალებას აძლევს მათ, საკუთარი სოფლის (ქალაქის შემთხვევაში, უბნის) საკითხების მოგვარებაში მონაწილეობა მიიღონ… არ შემცირდება არც ერთი შერწყმული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, მენეჯმენტის ოპტიმიზაციის შედეგად დაზოგილი ბიუროკრატიული ხარჯები კი ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება. მუნიციპალიტეტებში დარეგულირდება ააიპ–ების მექანიზმიც. ეს გულისხმობს ერთ სფეროში მხოლოდ ერთი ორგანიზაციის შექმნის შესაძლებლობას, რაც გაბერილი შტატების შემცირებას და ხარჯების დაზოგვას ნიშნავს”, _ განაცხადა მინისტრმა. 

მინისტრის ამ პოზიციას არ იზიარებს ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გოგუაძე. როგორც გოგუაძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, სამინისტროს პროექტი ჯერ არ უნახავს, თუმცა, ის თვითმმართველი ერთეულების გაერთიანების წინააღმდეგია.

„ველოდები პროექტის შემოსვლას საკრებულოში. როგორც კი შემოვა პროექტი სამინისტროდან, ჩაინიშნება ჯერ ბიუროს, შემდეგ საკრებულოს სხდომა რომ განვიხილოთ ეს პროექტი რომ დააფიქსირონ დეპუტატებმა თავიანთი პოზიცია ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ჯერ პროექტი არ წაგვიკითხავს, არ ვიცით. პირადად ჩემი პოზიცია თუ გაინტერესებთ, მე წინააღმდეგი ვარ გაერთიანების. მე რამდენადაც ვიცი, საქმე ეხება მუნიციპალიტეტების გაერთიანებას,  ყველა ვარიანტში, ამის წინააღმდეგი ვარ. ამის მთავარი არგუმენტიც შემიძლია მოგიყვანოთ – მეტი მუნიციპალიტეტი, მეტი ტერიტორიული დაყოფა ნიშნავს მეტ თვითმმართველობას, ეს არის ამოსავალი წერტილი. მეტი თვითმმართველობა და მეტი ჩართულობა კი ქვეყნის განვითარების უფრო მაღალ ხარისხს  ნიშნავს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამგვარი რეფორმის წინააღმდეგი ვიქნები“, _ განაცხადა გოგუაძემ.

მისივე განმარტებით, საკრებულოს წევრები თავიანთ პოზიციას პროექტის ნახვის შემდეგ დააფიქსირებენ, რის შემდეგაც საკრებულოს ერთიანი პოზიცია ჩამოყალიბდება.

„ქალაქ ოზურგეთს  სპეციფიკური საკრებულო აქვს, აქ არცერთ პარტიას არ ჰყავს უმრავლესობა, მათ შორის არც მმართველ პარტიას. ამიტომ საკრებულოს ყველა წევრი გადაწყვეტილებას  საკუთარი შეხედულებისამებრ იღებს. ვიცი, რომ საკრებულოს წევრები არ მოერიდებიან საკუთარი აზრის დაფიქსირებას და ნებისმიერ შემთხვევაში აქ არ უნდა იგულისხმებოდეს ვინმეს და რაიმეს ზეგავლენა. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა საკუთარ აზრს დააფიქსირებს. მე პირადად არ ვაპირებ ჩარევას და საკუთარი აზრის თავსმოხვევას, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის რა პოზიცია ექნებათ მათ და რას შემოგვთავაზებენ. საკრებულო კოლეგიალური ორგანოა; არა აქვს მნიშვნელობა რომელი ძალაა მმართველი; ვინ არის ოპოზიციაში, მთავარია კოლეგიალურ ორგანოში ყველამ ინდივიდუალურად  მიიღოს გადაწყვეტილება. თუ ეს  გადაწყვეტილება იქნება უმრავლესობის აზრი, ეს შემდეგ აისახება. პირადად ჩემი გადაწყვეტილება უკვე გითხარით, ამ საკითხს მხარს არ დავუჭერ“, _ აცხადებს გოგუაძე.

რაც შეეხება საკითხის განხილვის პროცედურებს, გოგუაძე აცხადებს, რომ ეს არის ისეთი საკითხი, რომელიც საკრებულომ ცნობის სახით უნდა მიიღოს და რაიმეს შეცვლის ბერკეტი არ გააჩნია.

„დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, უარყოფითს ან დადებითს. ჩვენ რაიმე სხვა ბერკეტი და მექანიზმი არ გაგვაჩნია. საკრებულო განიხილავს პროექტს, მიიღებს ცნობად მოიწონებს ან არა. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, საკრებულოს მიერ მიღებული მოწონება ან დაწუნება პროცესზე ვერ აისახება. ეს არ არის ის საკითხი, რაზეც საკრებულოს გავლენის მოხდენა შეუძლია.

ყველა ვარიანტში მივიღებთ იმ შედეგს, რაც სამინისტროს სურს.  ეს არის ის თემა, რომელზეც რა პოზიციაც არ უნდა დააფიქსიროს საკრებულომ, თუ გადაწყვეტილება იქნება თავში მიღებული, აუცილებლად ასე მოხდება. ახლა საუბარია ვინ მოიწონებს, ვინ არა. ყველანაირი მექანიზმის გამოკლებით. ჩვენ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით რაიმე მექანიზმი არ გაგვაჩნია“, _ აცხადებს გოგუაძე.

გოგუაძისგან განსხვავებული პოზიცია აქვს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიას, რომელიც „გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ თვითმმართველი ერთეულების გაყოფის მოწინააღმდეგე იყო, ამიტომ ახლა ამ ერთეულების შეერთებას ემხრობა.

დარჩია ჩვენთან საუბრისას იმასაც აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხს საკრებულოს ხუთშაბათის სხდომაზე განიხილავენ.

„საკითხის განხილვა იქნება, ალბათ. იქნება მსჯელობა, მეტი არაფერი. საკანონმდებლო აქტს და რამეს კი არ ვღებულობთ. ჩვენ რა უფლება გვაქვს მაგის? კი ბატონო, ხუთშაბათს განვიხილავთ საკითხს. თვითმმართველი ერთეულების გაერთიანებასთან დაკავშირებით რაიმე სახის წერილი ინფრასტრუქტურის სამინისტროდან ჯერჯერობით არ მიგვიღია, მაგრამ მაინც ვგეგმავთ საკითხის განხილვას“, _ აცხადებს დარჩია და დასძენს, რომ თვითმმართველი ერთეულების გაერთიანების მომხრეა, თუმცა თავს იკავებს დაზუსტებისგან, რა სარგებელს მოუტანს ეს ოზურგეთს.

„როგორც პიროვნება, ადამიანი, როგორც მოქალაქე, რომ გითხრათ სიმართლე, თავიდან წინააღმდეგი ვიყავი რომ გაყოფილიყო. დღეს მომხრე ვარ გაერთიანების. სატელეფონო საუბარში არ იქნება მიზანშეწონილი, გამორიცხულია ამაზე დაწვრილებით ვისაუბროთ მაგრამ, არ ვიყავი გაყოფის მომხრე…“, _ ამბობს დარჩია და დასძენს, რომ საკითხს საკრებულოში როგორც მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეებიც ჰყავს.

„ჩემი კოლეგებისნაწილის აზრი ვიცი, რა თქმა უნდა, არიან მომხრეები და მოწინააღმდეგეები, მაგრამ არ ვიცი, განვიხილავთ და გამოჩნდება“, _ აცხადებს დარჩია „გურია ნიუსთან“ საუბრისას.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საკითხის განხილვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხუთშაბათს იგეგმება, სავარაუდოდ, ამ კვირაშივე განიხილავენ საკითხს ქალაქ ოზურგეთის საკრებულოშიც. რა პოზიციაზე ჩამოყალიბდებიან საკრებულოები, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, სამინისტროს უკვე ჩამოყალიბებული აქვს პოზიცია, რომ დღეს არსებული 14 მუნიციპალიტეტი, რომელთაგან 7 თვითმმართველი ქალაქია, გაუქმდება და მათგან 7 მუნიციპალიტეტი შეიქმნება. 

სამინისტრომ 14 თვითმმართველ ერთეულს დღეს წერილები უკვე გაუგზავნა და თვითმმართველი ქალაქებისა და სათემო მუნიციპალიტეტების გაერთიანების პროცედურების დაწყება მოსთხოვა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

გიორგი ბარამიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება- რას აცხადებენ პროკურატურაში

19:31; 11 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ თავად მიხეილ სააკაშვილი შლის, სისტემურად და არა იაგო ხვიჩია, „ნაცმოძრაობას“ გადარჩენა არ უწერია

16:16; 11 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

მაკრონის მიწვევა და 3 დეკლარაცია: ირაკლი კობახიძე პარიზში კოსმოსის სამიტს დაესწრო

16:35; 10 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

“უკრაინელების წარმატებული ოპერაცია” – გიორგი თავდგირიძე

10:25; 10 სექტემბერი, 2026

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი სახელმწიფოს ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დააკავეს

ყველა სიახლე

სამართალი

ბრალდებული ექიმი, რომელსაც სასამართლომ 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, გათავისუფლდა

21:06; 12.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

19:52; 12.09.2026
სამართალი

სასამართლომ ახმეტის სამედიცინო კლინიკის ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

17:30; 12.09.2026
სამართალი

ზღვაში ახალგაზრდა ქალის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

14:32; 12.09.2026
მსოფლიო

უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

12:49; 12.09.2026
სამართალი

პროკურორი: დავით ნარიმანიძის მკვლელობის მიზეზი სადღეგრძელოს გამო დაწყებული უკმაყოფილება გახდა

12:47; 12.09.2026
სამართალი

სასამართლო გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

12:38; 12.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა

11:11; 12.09.2026
მსოფლიო

რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

10:59; 12.09.2026
სამართალი

რეჟიმს შეწყალება რომ არ უნდა მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება, ღირსების განცდაც საკმარისია – მზია ამაღლობელი

10:19; 12.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:03; 12.09.2026
მსოფლიო

მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

9:26; 12.09.2026
მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11.09.2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11.09.2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო