პარლამენტის ვიცესპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს:
_მამუკა მდინარაძის პოლიტიკური გამოცდილება და გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე არის რეალური მიზეზი იმ აჟიოტაჟისა, რომელსაც რადიკალებში ვხედავთ.
თვალშისაცემია და არ ახალია ის სატირული ჟანრის კამპანია, რაც ვითომ მის, როგორც ვიცე-პრემიერის აპარატს, პორტფელს და ა. შ არააქტუალურ საკითხებს უკავშირდება.
ასეთი მასშტაბის რეაქცია, როგორც წესი, მიუთითებს არა მხოლოდ ინტერესზე, რომელიც პოლიტიკურად აქტიური პირის მიმართ არსებობს, არამედ მათ შიშსა და გაურკვევლობაზე, რადგან სადაც მამუკა მდინარაძე მივიდა, იქიდან დაიწყო ნაცების გაცამტვერება.





































































