https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

პატიმართა გაშიშვლების შემთხვევები ციხეებში

14:06; 26.06.2017
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, როგორც მამაკაცთა ასევე ქალთა ციხეებში, პატიმრებს სრული შემოწმების მიზნით კვლავ აშიშვლებენ.

ამის შესახებ სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის წლიური ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც დღეს საქართველოს მთავრობის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე უცხო ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს წარუდგინეს.

ღონისძიება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ყოველი წლის 26 ივნისს აღინიშნება.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველმა, ერთ-ერთი საქმის შესწავლის შედეგად, რომელიც შეეხებოდა მსჯავრდებულ გ.ო.-ს მიმართ სასამართლოში გაყვანამდე სრული შემოწმების პროცედურის ჩატარებას, დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა მსჯავრდებულის პირადი ცხოვრების უფლებაში არააუცილებელ და არაპროპორციულ ჩარევას.

„საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები 2016 წლის 9 სექტემბერს იმყოფებოდნენ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში, სადაც ისინი გაეცნენ მსჯავრდებული გ.ო.–ს მიმართ განხორციელებული ვიზუალური მეთვალყურეობის ამსახველ, მათ შორის, მის მიმართ განხორციელებული სრული პირადი ჩხრეკის, ჩანაწერს. ვიდეოჩანაწერის გაცნობის შედეგად შედგა შესაბამისი ოქმი.

ვიზუალური მეთვალყურეობის ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმიდან ირკვევა, რომ 2016 წლის 7 სექტემბერს განხორციელებული მსჯავრდებული გ.ო.-ს სრული პირადი ჩხრეკა მიმდინარეობს 12:16 საათიდან 12:24 საათამდე. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, სპეციალურ საკარანტინო ოთახში მსჯავრდებულის გარდა იმყოფება დაწესებულების არანაკლებ ექვსი თანამშრომელი. გ.ო. წარმოადგენს მისი ტანსაცმლის ჯიბეებში არსებულ ნივთებს, ხოლო დაწესებულების თანამშრომლები დაწესებულების დებულების თანახმად, ახორციელებენ მისი ნივთების, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შემოწმებას პირადად და მეტალო–დეტექტორის გამოყენებით.

აღსანიშნავია, რომ ოქმის თანახმად, 12:21:36 წუთზე მსჯავრდებული, დაწესებულების თანამშრომლის მოთხოვნისამებრ, მუხლებამდე წევს შარვალს და წევს ხელებს განზე, რის შემდეგაც დაწესებულების თანამშრომელი მეტალოდეტექტორით ახდენს წელიდან მუხლებამდე არის შემოწმებას. 12:21:51 წუთზე იგი ანიშნებს მსჯავრდებულს, რომ სხეულის მითითებული ნაწილი სრულად გაიშიშვლოს, რასაც მსჯავრდებული თანხმდება დაახლოებით ერთწუთიანი კამათის შემდგომ. აღსანიშნავია, რომ არა გ.ო პროტესტი, საკარანტინო ოთახიდან გასვლას დაწესებულების დანარჩენი თანამშრომლები არ აპირებდნენ“, _ ნათქვამია ანგარიშში.

სახალხო დამცველი ანგარიშში აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, აშკარაა, რომ გ.ო.-ს მიმართ გაშიშვლების მოთხოვნა შეუძლებელია ყოფილიყო აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებიდან გამომდინარე. დაწესებულების თანამშრომელთა მოქმედებიდან არ ჩანს, რომ არსებობდა რაიმე სახის ვარაუდი მსჯავრდებულის მიერ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთის ქონის ან რაიმე სხვა სახის კანონდარღვევის ჩადენის შესახებ. მსჯავრდებულის გაშიშვლება მიზნად არ ისახავდა მითითებული არის უფრო კონკრეტულად შემოწმებას.

„როგორც დათვალიერების ოქმიდან ირკვევა, დაწესებულების თანამშრომელმა ჩაატარა აბსოლუტურად იგივე მოქმედება (მეტალოდეტექტორით ვერტიკალური მოქმედებები მსჯავრდებულის წელიდან მუხლებამდე სივრცეში) როგორც მსჯავრდებულის გაშიშვლებამდე, ისე – მისი გაშიშვლების შემდგომ“, _ ვკითხულობთ ანგარიშში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ პატიმრის გაშიშვლების მოთხოვნა მოცემულ შემთხვევაში არ ემსახურებოდა რაიმე ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საკანში იმყოფებოდა ექვსი ადამიანი, ყოველგვარი ლეგიტიმური საფუძვლის გარეშე, პატიმრის ინტიმურ სფეროში ჩარევა შესაძლოა დამატებით წარმოადგენდეს დამამცირებელ და ღირსების შემლახავ მოპყრობას.

სახალხო დამცველის რეკომენდაციით, სრული შემოწმება უნდა განხორციელდეს ცალკე  თახში, სხვა პატიმრებისა და პირებისგან მოშორებით. ოთახში ადეკვატურად უნდა იყოს დაცული სანიტარულ-ჰიგიენური პირობები. მნიშვნელოვანია, რომ ყოველი შემოწმების წინ მოხდეს ადგილის დასუფთავება და ინსტრუმენტების სტერილიზება.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სრული შემოწმების გარდა, პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ კანონმდებლობით ერთმანეთისაგან არ არის გამიჯნული სრული შემოწმება და შინაგანი შემოწმება და არ არის დადგენილი თითოეულის გამოყენების შემთხვევაში განსახორციელებელი პროცედურები.

„აქედან გამომდინარე, შეუძლებელია დადგინდეს, თუ რომელი შემოწმების მეთოდია გამოსაყენებელი კონკრეტულ შემთხვევაში, რაც უფრო მეტად ზრდის ინვაზიური მეთოდის დაუსაბუთებლად გამოყენების შესაძლებლობას. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, პენიტენციური დაწესებულებების დებულებებით მოხდეს „გაშიშვლებით შემოწმებისა“ და „შინაგანი შემოწმების“ ერთმანეთისგან მკაფიო გამიჯვნა და, თითოეულის შემთხვევაში, ცალ-ცალკე მკაფიო პროცედურების დადგენა“, _ აღნიშნულია ანგარიშში.

გარდა ამისა, ანგარიშის ამავე თავში – შემოწმების პროცედურები, ვკითხულობთ, რომ  სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიუხედავად, რომ ქალთა დაწესებულებებში სრული შემოწმების ნაცვლად გამოეყენებინათ სკანერი, ეს რეკომენდაცია ბოლომდე ვერ სრულდება. ანგარიშის თანახმად, სკანერს ქალთა დაწესებულებებში სრულ შემოწმებასთან ერთად იყენებენ, რასაც ომბუდსმენი დარღვევად მიიჩნევს.

სახალხო დამცველი ანგარიშში აღნიშნავს, რომ  2015 წელს N5 დაწესებულებაში ჩატარებული მონიტორინგის შედეგებს, რომლის თანახმადაც ხდებოდა ქალ პატიმართა გაშიშვლება და ბუქნების გაკეთების მოთხოვნა. ქალი პატიმრები განმარტავდნენ, რომ აღნიშნული პროცედურები იყო დამამცირებელი და მორალურ ზიანს აყენებდა მათ. აგრეთვე, იქედან გამომდინარე, რომ აღნიშნული პროცედურები ტარდებოდა პატიმრის მიერ პენიტენციური დაწესებულების დატოვებისას და დაბრუნების ყველა შემთხვევაში, პატიმრები უარს აცხადებენ დაწესებულების გარეთ სამედიცინო მომსახურების მიღებასა და სასამართლო პროცესზე გაყვანაზე.

ამ რეკომენდაციის შემდეგ მე-5 დაწესებულებაში სკანერის აპარატი დაამონტაჟეს, თუმცა, როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ 2016 წელს განხორცილებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, „N5 ქალთა დაწესებულებებში, ყველა შემთხვევაში არ ხდებოდა სკანერის, როგორც ალტერნატიული მეთოდის გამოყენება. კონკრეტულად კი, ქალთა დაწესებულებაში სკანერი გამოიყენებოდა სრულ შემოწმებასთან ერთად და არა როგორც სრული შემოწმების ალტერნატივა. აღნიშნული პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ბანკოკის წესებით დადგენილ სტანდარტებთან“.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სკანერის, როგორც ალტერნატიული მეთოდის, გამოყენების შემთხვევაში არ უნდა მოხდეს შემოწმების სხვა დამატებითი მეთოდების გამოყენება. 

„სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ 2016 წელს სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული ვიზიტების დროს პატიმრები უთითებდნენ სრული (გაშიშვლებით) შემოწმებისა და ბუქნების გაკეთების პრობლემაზე.

პატიმრების განმარტებით, აღნიშნული პროცედურებს ისინი დამამცირებლად აღიქვამდნენ. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, შეძენილია სკანერის აპარატები N2, N6, N8 და N17 დაწესებულებებისათვის, თუმცა როგორც ირკვევა, აღნიშნული აპარატები არ არის განკუთვნილი ბრალდებულების/მსჯავრდებულების შესამოწმებლად“, _ აღნიშნულია ანგარიშში.

ამავე თემაზე:

ხელბორკილის გამოყენების შემთხვევები ციხეებში

პატიმართა სხეულის დაზიანების რამდენი ფაქტი გამოვლინდა 2015-2016 წლებში

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სამართალი

გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

18:46; 11 სექტემბერი, 2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დაკავებისას – მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის

18:37; 11 სექტემბერი, 2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დააკავეს

18:12; 11 სექტემბერი, 2026
სამართალი

მარგო მარგო ზოიძის მკვლელობის საქმე _ სააპელაციო სასამართლომ ბრალდებულის მხარის საჩივარი დაუშვებლად ცნო

13:45; 11 სექტემბერი, 2026
სამართალი

შეიარაღებული თავდასხმა ოზურგეთში _ “ორმხრივი სროლები იყო”

12:16; 11 სექტემბერი, 2026

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4075 ლარი გახდა

ნარკოტიკების მოხმარებისთვის მსჯავრდებულები, შესაძლოა, პატიმრობიდან გათავისუფლდნენ

ყველა სიახლე

მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11.09.2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11.09.2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026
პოლიტიკა

გიორგი ბარამიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება- რას აცხადებენ პროკურატურაში

19:31; 11.09.2026
სამართალი

გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

18:46; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დაკავებისას – მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის

18:37; 11.09.2026
ფინანსები

100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის

18:36; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დააკავეს

18:12; 11.09.2026
ფინანსები

Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს სხვადასხვა შეთავაზებები დახვდებათ

17:58; 11.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11.09.2026
პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ თავად მიხეილ სააკაშვილი შლის, სისტემურად და არა იაგო ხვიჩია, „ნაცმოძრაობას“ გადარჩენა არ უწერია

16:16; 11.09.2026
საზოგადოება

პატრიარქი – ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა

15:45; 11.09.2026
საზოგადოება

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

15:17; 11.09.2026
სამართალი

მარგო მარგო ზოიძის მკვლელობის საქმე _ სააპელაციო სასამართლომ ბრალდებულის მხარის საჩივარი დაუშვებლად ცნო

13:45; 11.09.2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! _ მეორად ჩარიცხვასთან დაკავშირებით განახლებული ცნობარი გამოქვეყნდა

13:10; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო