https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

პირველი სამკითხველოები და წიგნთსაცავები გურიაში _ როგორ გროვდებოდა თანხა წიგნებისთვის

6:10; 11.10.2018
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

სამი ასეული წლის წინათ გურიაში მოღვაწე იტალიელი მისიონერი პატრი დონ ქრისტოფორო დე კასტელი იუწყებოდა: (გურულებს) ,,წიგნი ბევრი აქვთ, მაგრამ ყველა ხელნაწერის სახით, რომელთა შორის არის საღმრთო საეკლესიო წიგნები… უძველესი კანონები, სარაინდო ზღაპრებისა და პოეზიის წიგნები”. 

ქართული ხელნაწერი წიგნები, რომლებიც ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცებას ისახავდნენ მიზნად, მეტწილად ეკლესია-მონასტრებში ინახებოდა. მათ გადაწერასა და მოვლა-პატრონობას მონსატრის მესვეურები ზრუნავდნენ. მონასტრებშივე არსებობდა სკოლა, სადაც წერა-კითხვას ასწავლოდნენ იმ ბავშვებს, ვისაც მომავალში სასულიერო მოღვაწეობისათვის ამზადებდნენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ოზურგეთის მაზრა ერთ-ერთი განათლებული და განვითარებული კუთხე იყო, ,,საქართველოს საფრანგეთი”, როგორც მას ჟურნალისტმა კონსტანტინე გვარამაძემ უწოდა. სწავლას იქაური გლეხები ძალიან ეტანებოდნენ, მიუხედავად უკიდურესი გაჭირვებისა, არავითარ ძალას არ ზოგავდნენ სკოლების, ბიბლიოთეკების, სამკითხველოების გახსნისათვის.  თედო სახოკია წერდა: ,,1892 (სინამდვილეში 1893 – ავტორ.) წელს სოფ. აკეთში დაარსდა გურიის სახალხო სამკითხველო, თუ არ ვცდები ეს წიგნსაცავი პირველი იყო არამც თუ გურიაში, არამედ მთელი საქართველოსათვის.” 

აკეთელებმა სამკითხველო შემოწირულობებით დაარსეს. იქაურ მებატონეებთან, თავდგირიძეებთან ხშირად იყრიდა თავს საქართველოს განათლებული ინტელიგენცია. აღსანიშნავია, რომ ბევრი მათგანი რუსულ ყაიდაზე იყო აღზრდილი და რუსულადაც უკეთესად საუბრობდა, მაგრამ ესმოდა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აუცილებლობა და აქედან გამომდინარე, სიკეთეები და ამ საქმეს ყოველნაირად უწყობდა ხელს.

სამკითხველოს გასახსნელად თანხა და წიგნები შემდეგნაირად გროვდებოდა. წესად ჰქონდათ შემოღებული ერთმანეთს შორის ქართულად ლაპარაკი და თუკი ვინმეს რუსული სიტყვა წამოსცდებოდა, იგი ვალდებული იყო, წიგნთსაცავისთვის წიგნი ან გარკვეული თანხა გაეღო, ამგვარად და შემოწირულობებით წიგნთსაცავი შეივსო ქართული, რუსული და საზღვარგარეთული ლიტერატურით. განსაკუთრებით ბევრი წიგნი ჩამოიტანეს საფრანგეთიდან, პოლონეთიდან და პეტერბურგიდან.  მათ შორის, ვინც სამკითხველოს წიგნებით ამარაგებდა იყო თედო სახოკია, დიმიტრი ბაქრაძე, ივანე ჯავახიშვილი, ზაქარია ფალიაშვილი და სხვები. ბიბლიოთეკაში თავდაპირველად იყო 270 რუსული და 325 ქართული წიგნი, რომელიც შეგროვილი ფულით თბილისში იქნა შეძენილი ისიდორე რამიშვილისა და არსენ წითლიძის მიერ. იქ ნახავდით რუსი კლასიკოსების ნაწარმოებებს და ასევე ოზურგეთში ახლად გახსნილ სტამბაში დაბეჭდილ ,,ვეფხისტყაოსანს”, სიმონ გუგუნავას ,,თამარიანს”, ეგნატე ნინოშვილის მოთხრობებს, აკაკი წერეთლის, ალექსანდრე ყაზბეგის, მამია გურიელის და სხვათა ნაწარმოებებს. მრავლად იყო წარმოდგენილი ჟურნალ-გაზეთები ,,ივერია”, ,,მეურნე”, ,,ცნობის ფურცელი”, ,,კვალი”, ,,მოამბე”, ,,ჯეჯილი”, ,,მწყემსი”. თედო სახოკიას სიტყვებით, ,,1892 წლის ბოლოსთვის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი გაზრდილია 1200-მდე და ჰყავს 1348 მკითხველი. წლის განმავლობაში მკითხველებს 1400 წიგნი წაუკითხავს.”

შემოწირულობების შესახებ წერდა ,,ივერიაში” ვისია თავდგირიძე, რომელიც მადლობას სწირავს ნინო გურიელსა და სხვადასხვა პირებს წიგნთსაცავისთვის ფულადი თანხის შემოწირვის გამო.

,,ლანჩხუთი გურიის ყველა დაბა-სოფელზე მაღლა დგას. ლანჩხუთს აქვს მშვენიერი ქვითკირის ორსართულიანი სახლი სკოლისათვის. აქვს ქვითკირისავე სასოფლო კანცელარია; ეს სამი წელიწადია, რაც დაარსდა ფოსტის განყოფილება, რომლის უქონლობით შეწუხებული ვიყავით მთელის ლანჩხუთის, ნიგოითის, ჩიბათის, აკეთის და სხვა ახლომახლო სოფლის მცხოვრებლები. გაამშვენიერეს ბაზარი ქვითკირის სახლებით, რადგან საშინელმა ცეცხლმა 1892 წ. სულ ერთიანად გადაბუგა ხის შენობები. დააარსეს უფასო სამკითხველო, რომელიც ეხლა კარგად გაწყობილია და საკმაო წიგნებიც აქვს”. გაზეთი ,,ცნობის ფურცელი” (#76, 1897).

ამ შესანიშნავი წიგნსაცავით სარგებლობდა მთელი გურია. ეს იყო გურიის ინტელიგენციის შტაბი.  ბიბლიოთეკაში უფასოდ მუშაობდნენ ყოფილი სამხედრო პირები ძმები ბაჟუნტიშვილები. მაშინდელი მკითხველები ადგილობრივი გლეხები იყვნენ, რომელთათვისაც წიგნის კითხვა უკვე საციცოცხლო მოთხოვნილებად იყო ქცეული. ბიბლიოთეკას ჰყავდა აქტიური მკითხველებიც – ლავრენტი თოხაძე, ათინოგე წულაძე და სხვები. თოხაძემ შემდგომში საკუთარი სკოლა გახსნა და გლეხების შვილებს უფასოდ ასწავლიდა.

,,გურიის პირველი წიგნსაცავი” ვერ აუდიოდა ხალხის სიმრავლეს, ეს თავისთავად მრავლისმეტყველი და სასიამოვნო ფაქტი იყო, მაგრამ ხშირად ,,გატანილი წიგნები იშვიათად უბრუნდებოდა წიგნსაცავს, რის გამო ის თანდათან ცარიელდებოდა, სუსტდებოდა, გაქრობის გზაზე დგებოდა… მაგრამ ამ პირველმა წიგნსაცავმა თავისი არსებობით დიდი გავლენა მოახდინა ხალხზე”. 

აკეთის წიგნსაცავის დაარსებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა სოფლის მოსახლეობის სწავლა-განათლებისათვის. ამ მნიშვნელობას კარგად აფასებს თედო სახოკია, როცა წერს ,,სარგებლობა აკეთის წიგნსაცავისა და საერთოდ სხვებისაც გურიაში მით უფრო დიდია, რომელშიც გარდა სამრევლოში ქართული ენა თითქმის დატოვებულია, ,,ბუნებრივად” წოდებულმა არაბუნებრივმა მეთოდმა სწავლებისა ჩვენი ენა დაჩაგრა და ჰგვემა გურიის სოფლებში. აქ ქართული ენა დაჩაგრულია როგორც საგანი, კვირაში ერთი გაკვეთილი აქვთ დათმობილი. აი, ასეთ დროს რა თქმა უნდა წიგნსაცავიღა თუ მიეშველება მოზარდ თაობას და რასაც სკოლებში არ სწავლობენ, სკოლის გარეთ თუ შეიძენენ სამკითხველოდან გამოტანილი წიგნების წყალობითა.”

დაბა ლანჩხუთში 1893 წელს გახსნილა სამკითხველო, რომელიც სხვადასხვა მიზეზთა გამო იმავე წელს დახურულა. ამ ფაქტს ადასტურებს 1893 წლის 22 ივნისს ,,ლანჩხუთის შემნახველ გამსესხებელი ამხანაგობის” კრება. ამ კრებაზე მოხსენებით გამოსულმა ბანძელაძემ გულისტკივილით განაცხადა: ,,ერთი წელია, რაც სამკითხველო დაგვიხურეს, ახლა როგორც გავიგე გამგეს თხოვნა გაუგზავნია და მგონია ადრე თუ გვიან სამკითხველოს ისევ ვეღრსებით. ჩვენს სამკითხველოს ჰქონდა წიგნის მაღაზია”. კრებაზე დადებითად გადაწყდა სამკითხველოს საკითხი და იმავე წელს აიგო სამკითხველო და მაღაზია-პავილიონი. სამკითხველოს აგებიდან სულ მოკლე ხანში შალვა ცინცაძემ სამკითხველო გადააბარა ბესარიონ წულაძეს.

1892-96 წლებში წიგნთსაცავები გაიხსნა ჩიბათში, ნიგოითში, აცანაში. 1893 წელს გაზეთ ,,ივერიაში” გამოქვეყნდა აპოლონ წულაძის წერილი, სადაც აღწერილია სუფსის უფასო სამკითხველოს კურთხევა, მისი დაარსების ისტორია და შემომწირველთა სია.

სოფელ ლესაში წიგნსაცავის დაარსება ცნობილ მკურნალ ივანე გომართელის სახელს უკავშირდება. მას რამოდენიმე თვე უმუშავია ამ სოფელში. თანხა, რომელიც მასთან მკურნალობისათვის მიჰქონდათ პაციენტებს, ამ პატრიოტ კაცს გადაუხდია სამკითხველოს გასახსნელად.

აგარაკის ნათლისცემლის ეკლესიის მღვდელმა, დიდად განათლებულმა პიროვნებამ ბესარიონ ხომერიკმა შეძლო ბიბლიოთეკა გაეხსნა. ამისთვის თანხა ალეგრობით შეაგროვეს. ალეგრობა იოსებ თევზაძის ოჯახში მოაწყვეს. მასპინძელმა საკუთარი დიდი ეზო და რვაოთახიანი ოდა მთლიანად დაუთმო ალეგრობის ჩამტარებლებს. ქუთაისიდან მიწვეულ იქნა სასულე ორკესტრი. იყო სიმღერები, ჰყავდათ მკითხავი, რომელმაც თავისი ენამოსწრებულობით საკმაო თანხა შეიტანა სალაროში.

 ,,ალეგრო” (Aლლეგრო) იტალიური სიტყვაა და ნიშნავს „მხიარულად“. „ალეგრობის” წარმოშობა გურიაში მოღვაწე იტალიელ მისიონრებს უკავშირდება, მისი დამკვიდრების ისტორია კი გურიიის უკანასკნელი მთავრის, მამია V გურიელის (1789-1826) დროიდან უნდა ვეძიოთ, რომლის სასახლე იმ დროის ევროპული კულტურული სალონი იყო მთელ დასავლეთ საქართველოში. მაშინდელ ოზურგეთში უცხოელების გამოჩენა არავის უკვირდა, მათ შორის იყო გერმანელი მოხეტიალე მსახიობ-კომედიანტთა დასიც, რომელიც გურიელმა თავის კარზე დაიტოვა სანახაობათა მოსაწყობად. 

სერგო ჩხაიძის მოგონებიდან: ,,ჩვენ ქალაქში (ლანჩხუთში) ხშირად იმართებოდა ალეგროები (ზეიმები), რომელიც საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა. იგი იმართებოდა ლევან ჟორდანიას, სარდიონ ებრალიძის, ნადია ურუშაძის, ლუკა ჩხარტიშვილის, მელიტონ ებრალიძის, დავით თევზაძის, კოწია ჟორდანიას, მიშიკო იმნაძის ოჯახებში.”

  ალეგრობის ორგანიზატორები წინასწარ ჩამოივლიდნენ მოსახლეობაში, თითოეული ოჯახი მოვალედ თვლიდა თავს, საკუთარი წვლილი შეეტანა საქველმოქმედო საქმეში. სწირავდნენ სხვადასხვა სანოვაგეს: ხილს, ქვის კეცზე გამომცხვარ ხაჭაპურს, ქათამს, გოჭს. მთელი ეს სურსათ-სანოვაგე თავს იყრიდა სახელდახელოდ გაკეთებულ ბუფეტში. საგრძნობ შემოსავალს იძლეოდა ლატარეა, ასევე იყო ,,სიყვარულის ფოსტა~, ,,ბედის კასრი~ და სხვა გასართობები. შემდეგ იწყებოდა სცენის მოყვარულთა წარმოდგენები, ერთმოქმედებიანი ვოდევილები სკეტჩების, მონოლოგების, კუპლეტების სახით. ასევე იმართებოდა შეჯიბრება ცეკვაში, ბოლოს კი სახალხო სეირნობის გვირგვინი _ ,,ამერიკული ატრაქციონი~. შემოსავალი ხმარდებოდა კულტურულ-საგანმათლებლო დაწესებულებებს.  ასევე თამაშდებოდა სილამაზის პრიზები, რომელთა მფლობელები გახდნენ მშვენიერი ლანჩხუთელი ქალბატონები – მარო მათითაიშვილი, ჩიტო ურუშაძე, ლუბა ჩხარტიშვილი… შემოსავალი ხმარდებოდა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

ალეგრობის ეს მშვენიერი ტრადიცია 1941 წლამდე არსებობდა და მეორე მსოფლიო ომმა შეაჩერა. 

1976 წელს ლანჩხუთის რაიონულ ბიბლიოთეკას ეწოდა ცენტრალური ბიბლიოთეკის სახელი. ცალკე გამოეყო საბავშვო და საქალაქო ბიბლიოთეკები. დღეისათვის ბიბლიოთეკა არის არა მარტო საგანმანათლებლო, არამედ ინფორმაციის ცენტრი, სადაც მკითხველი იღებს მისთვის სასურველ ინფორმაციას. ლანჩხუთის რაიონში მკითხველთა ინტერესებს ემსახურება 19 ბიბლიოთეკა. აქედან 17 სასოფლო, ერთი საქალაქო, ერთი ცენტრალური ბიბლიოთეკა. რაიონის წიგნადი ფონდი შეადგენს 110 396 დოკუმენტს. ბიბლიოთეკში გრძელდება კატალოგების ციფრული დამუშავება, პარალელურად ხდება ფონდების გაწმენდა. სისტემატურად ტარდება სემინარები სოფლის ბიბლიოთეკარებთან. მოეწყო ქალთა კლუბის ორი სხდომა, ასევე შეხვედრა საფრანგეთში მცხოვრებ ემიგრანტებთან. ნაყოფიერი აღმოჩნდა შეხვედრა Iრეხ პროექტის ამერიკული მხარის წარმომადგენელთან – მატიას ნოვაკთან. მოეწყო შეხვედრა ახალგაზრდა პედაგოგებთან და მოსწავლეთა კლუბებთან. ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში მოეწყო გამოფენები – ,,გვახსოვდეს რვა აგვისტო”, ,,არა ქალთა ძალადობას”, ,,გიორგობის თვე”, ,,იაკობ გოგებაშვილი-170”…

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ისტორია

მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

12:10; 5 ივნისი, 2026
ისტორია

„კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

12:02; 5 ივნისი, 2026
ისტორია

ბედისწერამ თავისი გაიტანა

10:56; 5 ივნისი, 2026
ისტორია

ქართული ნაციონალიზმი

10:00; 3 ივნისი, 2026
ისტორია

როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

09:58; 3 ივნისი, 2026

აუდიტის სამსახურის უფროსის სკანდალურ განცხადებაზე შსს-მ მოკვლევა დაიწყო

დავით სერგეენკო: " ერთადერთი სათხოვარი მექნება თქვენთან _ ხმა მივცეთ საქართველოს განვითარებას" (R)

ყველა სიახლე

სამართალი

ბრალდებული ექიმი, რომელსაც სასამართლომ 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, გათავისუფლდა

21:06; 12.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

19:52; 12.09.2026
სამართალი

სასამართლომ ახმეტის სამედიცინო კლინიკის ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

17:30; 12.09.2026
სამართალი

ზღვაში ახალგაზრდა ქალის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

14:32; 12.09.2026
მსოფლიო

უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

12:49; 12.09.2026
სამართალი

პროკურორი: დავით ნარიმანიძის მკვლელობის მიზეზი სადღეგრძელოს გამო დაწყებული უკმაყოფილება გახდა

12:47; 12.09.2026
სამართალი

სასამართლო გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

12:38; 12.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა

11:11; 12.09.2026
მსოფლიო

რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

10:59; 12.09.2026
სამართალი

რეჟიმს შეწყალება რომ არ უნდა მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება, ღირსების განცდაც საკმარისია – მზია ამაღლობელი

10:19; 12.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:03; 12.09.2026
მსოფლიო

მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

9:26; 12.09.2026
მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11.09.2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11.09.2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო