ფოთში, ცხელების ცენტრში ოზურგეთიდან 5 პაციენტია შეყვანილი _ მათ ცხელება აღენიშნებათ. ,,ისინი რამდენიმე წუთის წინ შემოიყვანეს კლინიკაში. ერთი ოჯახის წევრები არიან. ერთ- ერთი მათგანი მცირეწლოვანი ბავშვია. ყველას აღენიშნება ცხელება. როგორც წესი, ცხელების კლინიკაში შემოსულ ყველა პაციენტის ბიოლოგიურ მასალას ვაგზავნით ლუგარის ლაბორატორიაში. ამ პაციენტების ანალიზებსაც გავაგზავნით. ამჟამად, მათ უტარდებათ კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები”, _ განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.
მისივე თქმით, პაციენტების ავადობის ერთ-ერთ ვერსიად კვებითი ინტოქსიკაცია განიხილება.































































