ქარელში, მუსხელიშვილის ქუჩაზე, ქალს მიკროავტობუსი დაეჯახა. ინფორმაციას “ქართლის ამბები” ავრცელებს.
თვითმხილველის ინფორმაციით, ქალი გზის გადაკვეთას ცდილობდა, რა დროსაც მას მიკროავტობუსი დაეჯახა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია მივიდნენ.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, დაშავებული ქალი იმავე ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრებია.
შემთხვევა გუშინ, დაახლოებით საღამოს 7 საათზე, მოხდა.
შსს გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით არის დაწყებული

































































