ტყუპი
ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანს ხუმრობა ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია! ძალიან მოსაწყენ გარემოსაც კი სახეს უცვლის და ისე გაამხიარულებს, ვერავინ მიხვდება, რომელი ჯადოქრობით მოახერხა ყველას შემეგობრება-ახარხარება. მას შეუძლია ადამიანი სიცილისგან ცრემლებამდეც კი მიიყვანოს.
კირჩხიბი
კირჩხიბებს ინტელექტუალური ხუმრობები სჩვევიათ. მათთვის დამახასიათებელია ე.წ. მრავალდონიანი იუმორი, რომელსაც შესაძლოა ყველა ვერ ჩასწვდეს, მაგრამ გონებრივად დაწინაურებულ სამეგობრო წრეში, სწორედ მისი დახმარებით ხდება კამპანიის გული – შეუცვლელი ადამიანი. მართალია, ამ ნიშნით დაბადებულებს პერიოდულად მელანქოლია აწვება, მაგრამ თუ კარგ განწყობაზეა, არ მოგაწყენთ. გონება კრეატიულად და სწრაფად უმუშავებს, ამიტომ ხუმრობების მოფიქრება ყოველდღიურ წვრილმანზეც შეუძლია.






































































