როგორც უკვე ვწერდით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში ზედამხედველობის სამსახური გაუქმდა და შეიქმნა მუნიციპალური ინსპექციის სამსახური, რომელსაც ყოფილი პოლიციელი მალხაზ მამალაძე უხელმძღვანელებს.
“გურია ნიუსი” სამსახურის ყოფილ უფროსს, ირაკლი ახობაძეს დაუკავშირდა.
„რეორგანიზაცია იყო და აქედან გამომდინარე, დროებით დავრჩი სამსახურის გარეშე.
გიდასტურებთ ინფორმაციას, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აუდიტის სამსახურის უფროსად დავინიშნე. ეს ადგილი ვაკანტური იყო“, _ გვითხრა ირაკლი ახობაძემ.
როგორც ირაკლი ახობაძემ გვითხრა, ჩოხატაურის მერიაში რეორგანიზაცია ჯერ არ დასრულებულა.
ინფორმაციისთვის, ამ დრომდე შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოვალეობას მაია პაიჭაძე ასრულებდა.





































































