საჰაერო ბუშტის ჩამოვარდნის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 19 დაშავდა. შემთხვევა თურქეთში მოხდა.
როგორც apnews იუწყება, საჰაერო ბუშტზე ქარის უეცარმა ცვლილებამ იმოქმედა.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, აქსარაის პროვინციაში, სოფელ გოზლუკუიუსთან, საჰაერო ბუშტის მყარი დაშვების მცდელობისას, პილოტი ბუშტის კალათიდან გადმოვარდა, დაშავებულები ინდონეზიელი ტურისტები არიან.