სამტრედიაში, სოფელ იანეთის მიმდებარედ, ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც ,,გურია ნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს,
ხანძარი ლიკვიდირებულია.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო და პოლიციის ეკიპაჟები.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.



































































