საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მიტროპოლიტმა შიომ სამების საკათედრო ტაძარში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:
_გლოვობს სრულიად საქართველო, ჩვენი ერი და ეკლესია და ამქვეყნიური ცხოვრებიდან აცილებს ჩვენს საყვარელ სულიერ მამასა და წინამძღოლს, უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილიას,
ამ სამგლოვიარო დღეებში ჩვენთვის დიდი ნუგეში, სულიერი მხარდაჭერა და შეწევნაა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებისა და დელეგაციების ჩამობრძანება.
მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ერის სახელით ჩამობრძანებისთვის და ჩვენი ტკივილისა და მწუხარების გაზიარებისთვის.



































































