დღეს მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ბაჰრეინს დაუპირისპირდა.
ამხანაგური მატჩი 2:0 საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.
ანგარიში მატჩის მეორე ტაიმში ლუკა ლოჩოშვილმა გახსნა.
შეცვლაზე შესული კვერნაძე 74-ე წუთზე საჯარიმოში მცველმა წააქცია და კვარაცხელიამ პენალტით ანგარიში გაზარდა.
საბოლოოდ მატჩი 2:0 საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.




































































